უფასო მიწოდება
Aiwa APX-790BT/WH ფირსაკრავი არის სრულად ავტომატური, ანუ თავად ასრულებს ყველა ოპერაციას და არეგულირებს ოპტიმალური ხმის ტონალობასა და ტემპს. APX-790BT/WH ფირსაკრავს აქვს 33 1/3, 45 rpm სტანდარტული სიჩქარეების მხარდაჭერა და დინამიური, დაბალანსებული ნემსი, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიან და მკაფიო ხმას.
APX-790BT/WH-ს ჩაშენებული აქვს ფონო პრეამპლიფაირი და შესაძლებელია ფირსაკრავის დაკავშირება სხვა აუდიო სისტემებთან. Bluetooth უსადენო კავშირით შეძლებთ დაუკავშირდეთ დინამიკებს, ყურსასმენებს და სხვა ნებისმიერ მოწყობილობას, რომელსაც აქვს უსადენო კავშირის მხარდაჭერა.
USB ფუნქციით ლეპტოპს ან პერსონალურ კომპიუტერს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და სასურველი ვინილი მარტივად გააციფრულოთ. ფირსაკრავის ძრავი და კორპუსი დამზადებულია ლითონის სპეციალურად დამუშავებული და გამოწრთობილი შენადნობებისგან, რომელიც ხარისხის და გამძლეობის გარანტია.
კომპლექტაციაშია: ფირსაკრავი APX-790BT; 45 RPM ადაპტერი; კომპიუტერის ჩამწერი ნაკრები; USB კაბელი და პროგრამული დისკი; სტერეო აუდიო RCA კაბელი (1,2 მ); სილიკონის რეზინის საფარი; მტვრის საფარი; მომხმარებლის სახელმძღვანელო.