უფასო მიწოდება
Sencor SRV 9350WH რობოტ მტვერსასრუტს აქვს როგორც მშრალი შესრუტვის, ისე სველი წმენდის ფუნქცია. მტვერსასრუტის მართვა შეგიძლიათ დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით და Sencor Home აპლიკაციის საშუალებით. Multi-rooming და Multi-mapping ფუნქციების გამოყენებით, შეგიძლიათ შექმნათ დასუფთავების გეგმა თითოეული ოთახისთვის. მტვერსასრუტს აქვს მშრალი წმენდის სიმძლავრის 4 და სველი წმენდის 3 დონე, რომელთა არჩევა სურვილისამებრ შეგიძლიათ.
მოწყობილობა აღჭურვილია LiDAR ლაზერული ნავიგაციით, რომელიც პასუხისმგებელია მტვერსასრუტის ეფექტურ გადაადგილებაზე, მასში შედის TOF სენსორიც, რომელიც უზრუნველყოფს ზუსტ გაწმენდას კედლების გასწვრივ. Sencor SRV 9350WH-ს ასევე აქვს UV-C ნათება, რომელიც უზრუნველყოფს დეზინფექციას და ვირუსების, ბაქტერიების განადგურებას.
მტვერსასრუტს აქვს ცენტრალური მბრუნავი ფუნჯი, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს უფრო დიდი ზომის ჭუჭყს, ხოლო გვერდითი ჯაგრისები კარგად ასუფთავებენ კუთხეებს, კედლებს და ავეჯის ირგვლივ ტერიტორიებს. ცენტრალური მბრუნავი ფუნჯი და გვერდითი მბრუნავი ჯაგრისი მაღალი შესრუტვის სიმძლავრესთან ერთად (4000 Pa) დაგეხმარებათ ეფექტურ გაწმენდაში.
5000 mAh მოცულბის Li-lon მძლავრი ბატარეა ერთი სრული დამუხტვით 200 წუთამდე მუშაობს. მის სრულად დატენვას კი 5 საათი სჭირდება.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.