უფასო მიწოდება
• წითელი მშრალი ღვინო.
• ყურძნის ჯიში: საფერავი.
• ტექნოლოგია: ქვევრი.
• ალკოჰოლის შემცველობა: 15%.
• ქვეყანა: საქართველო.
• რეგიონი: კახეთი.
• არომატი: წითელი ხილი.
• ბოთლის ტიპი: შუშა.
• ფერი: ბროწეულისფერი.
• წელი: 2019.
• მოცულობა: 750 მლ.
ღვინო დამზადებულია კახეთის რეგიონის სოფელ ახაშენში დაკრეფილი ბიოლოგიურად სუფთა საფერავის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო დაყენებულია კახური ტრადიციული მეთოდით ქვევრში, 24 დღის განმავლობაში ჭაჭა-კლერტზე დაყოვნებით და შემდეგ დავარგებულია უჭაჭოდ 11 თვე ქვევრში, ბოლოს კი დაძველებულია ბოთლში. არის ცოცხალი, დაუმუშავებელი, გაუფილტრავი, ნატურალური წითელი ნახევრადტკბილი ღვინო. საჭიროებს დეკანტერიზაციას მინიმუმ 25 წუთი.
ლევანის მარანი 80-წლიან მცირე ვენახს მართავს, რომელიც 0.25 ჰექტარზეა გაშენებული. ოჯახი ღვინოს მრავალი თაობის განმავლობაში ამზადებდა და დღემდე აგრძელებს ბებია-ბაბუების ტრადიციებს - ამზადებს ღვინოს ქართული ტრადიციული მეთოდით. ლევანის მარანი მდებარეობს კახეთში, ახმეტაში, რეგიონში, რომელიც ცნობილია მეღვინეობის ისტორიით. ღვინის ქარხანა მდებარეობს ალაზნის ველის შუაგულში, ორგანული ყურძნის მოსაყვანად იდეალურ კლიმატში, კავკასიონის მთების ხედით.