უფასო მიწოდება
• ენკენი, ციცქა, თეთრი მშრალი ღვინო, 2021 წ.
• ყურძნის ჯიში: ციცქა.
• ტექნოლოგია: ევროპული.
• ალკოჰოლის შემცველობა: 12%.
• ქვეყანა: საქართველო.
• რეგიონი: იმერეთი, თერჯოლა.
• არომატი: თეთრი ბალი, მინდვრის ყვავილი.
• გემო: ბუშმალა, ყვითელი ქლიავი.
• წელი: 2021.
• ფერი: თეთრი.
• მოცულობა: 750 მლ.
თეთრი მშრალი, გაუფილტრავი სუფრის ღვინო. დამზადებულია თერჯოლაში, ციცქას ჯიშის ყურძნისაგან, ქვევრში. ეს ქარვისფერი ღვინო გამოირჩევა ნაზი, დახვეწილი გემოთი და ყვავილოვანი არომატით. მიირთვით თევზეულთან და ბოსტნეულის კერძებთან ერთად.
მარანი ,,ენკენი’’ დაარსდა 2015 წელს. მეღვინეობა ოჯახის ტრადიციულ საქმიანობას წარმოადგენდა. ამის დამადასტურებელია დაახლოებით 200 წლის ქვევრები, რომლებშიც დღეს იქმნება ენკენის ღვინოები. მარანი მდებარეობს თერჯოლის რაიონ სოფელ ახალთერჯოლაში. აქვეა გაშენებული ციცქას, ცოლიკოურის, ძელშავის და თეთრი კაპისტონის ვენახები. ვენახის მოვლა წარმოებს ტრადიციული მეთოდებით და კონტაქტური შესაწამლი საშუალებების გამოყენებით. სახელწოდება „ენკენი“ ატარებს ორ სიმბოლურ დატვირთვას. პირველ ყოვლისა წარმომდგარია სიტყვისგან „ენკენისთვე“, რაც არის სექტემბრის თვის ძველქართული სახელი, რომელ თვეშიც საქართველოს უმეტეს კუთხეში იწყება რთველი. მეორე სიმბოლური დატვირთვა უშუალოდ სოფელ ახალთერჯოლას და ამ სოფლის მივიწყებულ ტრადიციას უკავშირდება. ყოველწლიურად, ენკენისთვის მიწურულს, 26 სექტემბერს სოფელში აღინიშნებოდა დღესასწაული „ენკენობა“, რაც სწორედ რთველის დაწყებას და ძირითადი საშემოდგომო სამუშაობის დასრულებას, ჭირნახულის მოწევა-დაბინავებას უკავშირდებოდა. დღესასწაული ატარებს სასულიერო ხასიათსაც. ეტიმოლოგიით ენკენი მაცხოვრის ტაძრის განახლებას ნიშნავს. ღვინის რეალიზება ხდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარე ბაზარზეც: აშშ, საფრანგეთი