ძებნის ისტორია ცარიელია
უფასო მიწოდება
Swan Nordic SK14610 ელექტრო ჩაიდანს, რომელიც სწრაფად და მარტივად ადუღებს წყალს, აქვს 1.7 ლ მოცულობის წყლის ავზი. ჩაიდანს კორპუსზე დატანილი აქვს ადვილად წასაკითხი წყლის დონის ინდიკატორი, რაც ხდის ადუღების პროცესს უფრო კომფორტულს და მარტივს, ასევე გაძლევთ საშუალებას აადუღოთ მხოლოდ საჭირო რაოდენობის წყალი.
ელექტრო ჩაიდანს აქვს გადახურებისგან დამცავი და ავტომატური გათიშვის თქვენი უსაფრთხოებისთვის. ავტომატურად ითიშება წყლის ადუღებისას და არ ირთვება თუ ავზში წყალი არ ასხია. დახურული ტიპის სპირალური ელემენტი ასევე უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებას და არ აცხელებს კორპუსს. Swan Nordic SK14610 ასევე აქვს მიკროფილტრი, რომელიც წყალს უნარჩუნებს სისუფთავეს.
სახელურის ქვემოთ მოთავსებულია ჩართვა-გამორთვის გადამრთველი, LED განათების მქონე ღილაკი. სადგამს აქვს 360º-ით ბრუნვის საშუალება. კორპუსი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან. ჩაიდანი გამოირჩევა დახვეწილი და მინიმალისტური სკანდინავიური დიზაინით. ელექტრო ჩაიდანი პრაქტიკული გამოსაყენებელი და მარტივად გასაწმენდია.
„ჩვენ გვიყვარს რასაც ვაკეთებთ“ - 1920 წლიდან მოყოლებული, ბრიტანულ ბრენდს ,,Swan’’ გაცნობიერებული აქვს, რომ სამზარეულო ჩვენი ყოველდღიურობისა და სახლის განუყოფელი ნაწილია. ბრენდის მიზანია მომხმარებლისთვის საოცნებო, მოდური სამზარეულოების რეალობად ქცევა. ამას ახერხებს ჭურჭლისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ხელმისაწვდომი, საკულტო კოლექციების შეთავაზებით, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ხარისხის მასალებით, საუცხოო ფერებითა და განსაკუთრებული დიზაინით.
1933 წელს კომპანიამ მსოფლიოში პირველი ელექტრო ჩაიდანი შექმნა, 1939 წელს კი ტოსტერი, რასაც 1968 წელს ,,სამზარეულოს ტექნიკისა და აქსესუარების N1 ბრიტანული ბრენდის’’ სტატუსის მინიჭება მოჰყვა.
Retro, Nordic, Fearne, Eureka, Stealth - ბრენდი პროდუქციას სხვადასხვა საკულტო კოლექციებში აერთიანებს, რათა ყველანაირი გემოვნების მქონე მომხმარებელი დააკმაყოფილოს.