კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
პოეზია
ფილტრაცია
დალაგება:

პოეზია

რძის ფოსტა-40%
სიყვარულის შავი ყუთი-40%
The Knight in the Panther Skin
ტელეფას ცხვარი-40%
ტრფობა წამებულთა
ნეგატივი. 2009-1996-30%
მოუკრეფავნი-30%
პარაპეტი-40%
10.1716.95
პარაპეტი
რძე და თაფლი-44%
ფრთები და ხელები-40%
თარგმანები-40%
ვეფხისტყაოსანი-20%
20 პროდუქტის ჩვენება

უძველეს დროში პოეზია რიტუალურ ცეკვებთან, წარმართულ შელოცვებთან და სხვა ოკულტურ მედიუმებთან ერთად ვითარდებოდა. დღეს პოეზია მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა, რომელიც პროზისგან განსხვავდება მხატვრული ენის სხვადასხვაგვარი მეტრულ-რიტმული ორგანიზაციით, რიტმული იმპულსით და სიტყვათა ნაკადის სალექსო სტრიქონებად დაყოფით. პოეზია მჭიდროდ არის დაკავშირებული მუსიკალურ ტრადიციებთან და ყველაზე ადრეული პოეზია, სწორედ საგალობლებს წარმოადგენდა, მაგალითად როგორიცაა შუმერი ქურუმის ენჰედუანას ნაწარმოებები. არისტოტელეს „რიტორიკა“ და „პოეტიკა“ დღემდე რჩება აქტუალურ სახელმძღვანელოდ ჟურნალისტებისთვის, დრამატურგებისთვის, სცენარისტებისთვის და ყველა სხვა პროფესიის ადამიანისთვის, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ტექსტების შექმნაზე მუშაობენ. არისტოტელე პოეტიკაში აღწერს პოეზიის სამ ჟანრს: ეპიკურს, კომიკურს და ტრაგიკულს. შემდეგ ესთეტიკამ სამი ძირითადი ჟანრი გამოავლინა: ეპიკური პოეზია, ლირიკული პოეზია და დრამატული პოეზია, სადაც კომედია და ტრაგედია, დრამატული პოეზიის ქვეჟანრებად განიხილება.
 

როგორ შევარჩიოთ უცხოური პოეზია
 

არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ პოეზიის სრულყოფილად თარგმნა შეუძლებელია. მართლაც ურთულესი საქმეა, სხვა ენაზე გადმოსცე ლექსის ენერგეტიკა, თუმცა, რასაკვირველია არა შეუძლებელი. გარდა ამისა, არსებობს ისეთი პოეზია, რომლებიც რიტმის და რითმის დაცვას არც ორიგინალში ითხოვს. მაგალითისთვის გამოდგება ტრისტან ცარას, რუმინული წარმოშობის ფრანგი პოეტის შემოქმედება, რომელიც დადაიზმის ფუძემდებლად მიიჩნევა. მას ეკუთვნის ლექსი,- „იღრიალე იღრიალე იღრიალე იღრიალე იღრიალე“… ამ ნამუშევარში სიტყვა „იღრიალე“ ორმოცჯერ მეორდება და პოეტმა ლექსი დაწერა, როდესაც თავისი თვალით იხილა, რიგ-რიგობით როგორ გადაუარა თავზე, მიწაში ჩაფლულ ებრაელ ტყვეებს ნაცისტურმა ჯავშანმანქანამ. ალბათ ძნელია, სიტყვების გამოყენებით უფრო ზუსტად გადმოსცე ის, რასაც ასეთ დროს უნდა გრძნობდეს ადამიანი. მსოფლიოში უამრავი პოეტური მიმდინარეობა არსებობს, რომელიც იმ კულტურის სულს ხსნის. 
 

ევროპაში პოეზიას დიდი ტრადიცია აქვს. VELI.store-ზე შეგიძლია შეიძინო როგორც ევროპული, ასევე აზიური პოეზიის ახალი გამოცემული საუკეთესო ნიმუშები, გაეცნო მას და კიდევ უფრო გაიფართოო თვალსაწიერი. შესანიშნავი არჩევანი იქნება შოთა იათაშვილის ნათარგმნი ირლანდიური პოეზიის ანთოლოგია. წიგნში შესულია ცამეტი ირლანდიელი პოეტის ლექსები: ლილანდ ბარდუელი, ფრანსის ჰარვი, მაიკლ დ. ჰიგინსი, ევა ბორკი, პადი ბუში, ჯერი მერფი, თიო დორგანი, პაულა მიჰანი, ჯონ ო’დონელი, ქათრინ ან ქოლენი, პატ ბორანი, დირან ნი გრიოფა და ჯესიკა ტრეინორი. 

 
ევროპული პოეზია სრულფასოვნად ვერ იარსებებდა უილიამ შექსპირის გარეშე. VELI.store მისი შემოქმედების გაცნობის საშუალებაც გექნება. უილიამ შექსპირის სონეტთაგან საქართველოში ყველაზე გავრცელებულია სამოცდამეექვსე სონეტი, ცნობილი ფილმის, – „მონანიება“ – პერსონაჟის დეკლამაციისა და უფრო კი იმის გამო, რომ სონეტის შინაარსი საქართველოში ოდინდელ და დღესაც არსებულ ვითარებას ეხმაურება. 
 

იმისთვის, რომ ერთად თავმოყრილი უცხოური პოეზია საფუძვლიანად გაიცნო ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი იქნება ერთი შედევრის ყველა ქართული თარგმანი. წიგნი აერთიანებს მსოფლიო მნიშვნელობის ხუთი პოეტის – უილიამ შექსპირის, უოლტ უიტმენის, რადიარდ კიპლინგის, მარინა ცვეტაევას და ბორის პასტერნაკის ხუთი შედევრის ქართულ თარგმანებს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თაობის პოეტებმა შეასრულეს. ამ მხრივ, საგულისხმოა, რომ კრებული ქართული მთარგმნელობითი სკოლის მნიშვნელოვან აქცენტებს წარმოაჩენს, ქმნის მრავალფეროვან სურათს, თუ როგორია ამა თუ იმ შედევრის ქართული აღქმა და რა დამოკიდებულებით ეპყრობიან ქართველი ავტორები მათ თარგმანს..
 

თანამედროვე მსოფლიო კარგად იცნობს მხატვრული ლიტერატურის ე. წ. „კანონს“, ანუ იმ დიადი წიგნების ჩამონათვალს, რომელთაც გადამწყვეტი და წარუშლელი გავლენა მოუხდენიათ დასავლურ კულტურაზე… როგორც უნდა აიგოს „თავისუფალ ხელოვნებათა“ კონცეფციაზე დაყრდნობილი „ლიტერატურის კანონი“, ვინც უნდა ჩამოწეროს დიად ნაწარმოებთა და ავტორთა სია, რომელ კულტურასაც უნდა ეკუთვნოდეს ამ სიის ინიციატორი, რომელ ენაზეც უნდა წერდეს და რომელ კონტინენტზეც უნდა მოღვაწეობდეს, რომელ უნივერსიტეტშიც უნდა შეუდგნენ მხატვრული ლიტერატურის შესწავლას, მაინც ვერავინ ვერ აუვლის გვერდს პირველ ევროპელ ავტორს, მსოფლიო პროფესიული ლიტერატურის ფუძემდებელს და გენიალურ პოეტს, ჰომეროსს. იგი ამგვარ სიაში, როგორც წესი, პირველია. VELI.store-ზე, ლიტერატურის სხვა ძეგლებთან ერთად, ასევე შეგიძლია ჰომეროსის ილიადა შეიძინო, 3 საათში ადგილზე უფასო მიწოდებით და დაიწყო კლასიკური პოეზიის გაცნობა.
 

ედგარ პო დიდი კრიპტოგრაფია და მისი შიფრების გასაღები მელოდიაში, რიტმსა და განწყობაშია, რომლებსაც ალადინის ლამპარივით შეუძლიათ ბოთლიდან ჯინის ამოყვანა. შეიძინე ედგარ ალან პოს ყორანი და სხვა ლექსები და დაიწყე კითხვა დღესვე.
 

როგორ შევარჩიოთ ქართული პოეზია 
 

ქართული პოეზიის ჩვენამდე მოღწეულ ყველაზე ძველ ნიმუშს რუსთაველის ვეფხისტყაოსანი წარმოადგენს. ხოლო, თანამედროვე პოეზიის მამად ერთხმად არის აღიარებული გალაკტიონ ტაბიძე. შეგიძლია გაეცნო ვახუშტი კოტეტიშვილის დამუშავებულ ფოლკლორს მოუკრეფავნი, სადაც შესულია ქართული სკაბრეზული ფოლკლორის ნიმუშები, ლექსები, შაირები, გამოცანები, ანდაზები, ხატოვანი სიტყვა-თქმანი და ამავე ავტორის ორიგინალურ ლექსების კრებულს აკლდამა ჩემთა ოცნებათა. ასევე, შესანიშნავი საკითხავი იქნება ბესიკ ხარანაულის პოეტური კრებულები რძის ფოსტა და დიდი სმა. არ დაგავიწყდეს, ასევე გაიცნო შესანიშნავი ავტორი ვახტანგ ჯავახაძე კრებულით ელეგია და სხვა. ბევრი მკითხველისთვის ანა კალანდაძე ერთ-ერთი უსაყვარლესი ავტორია. ანას პოეზია XX-XXI საუკუნის ნერვიული, დაძაბული, ეჭვიანი და სასოწარკვეთილი ადამიანისათვის უმშვენიერესი თავშესაფარია, სადაც შეგიძლია სული მოითქვა. ათასგვარი წვრილმანი საზრუნავებით გაღიზიანებულმა, გაფლანგულმა და დათრგუნულმა, თავიდან აღმოაჩინო ჭეშმარიტი ფასეულობანი.
 

ქართული პოეზიისთვის მეოცე საუკუნე იყო როგორც დიდი ტალანტების აღმოჩენის ეპოქა, ასევე მას მძიმე ხელი დაატყო საბჭოთა რეპრესიებმა, რა დროსაც ფაქტობრივად ყველა მოქმედი ნიჭიერი პოეტი დახვრიტეს ან გადაასახლეს. მიუხედავად სირთულეებისა, მეოცე საუკუნე უმნიშვნელოვანესი ეპოქაა ქართული პოეტური სიტყვის განვითარების გზაზე. VELI.store-ზე ნახავ შესანიშნავ კრებულს ქართული ლექსი - XX საუკუნე. ეს წიგნი მეოცე საუკუნის ქართული პოეზიის ერთგვარი გზამკვლევია. სწორედ გზამკვლევი და არა შედევრების კრებული, რადგან მასში, მეტ-ნაკლები სისრულით, გასულ საუკუნეში ქართული ლექსის განვითარების გზაა წარმოჩენილი, ეს გზა კი ყოველთვის აღმავალი არ იყო. ქართული ლექსის თემატური თუ დროის გარკვეული მონაკვეთით შემოსაზღვრული ანთოლოგიები აქამდეც გამოცემულა, მაგრამ ეს კრებული ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ქართველი პოეტის მიერ წინა საუკუნის პოეზიის მთელი სიგრძე-სიგანით დანახვისა და გააზრების პირველი მცდელობაა. კრებული შედგენილია ზვიად რატიანის მიერ. თუმცა, ურიგო არ იქნება გაიცნო თავად ზვიადი რატიანის ორიგინალური შემოქმედებაც. რატიანი ჩვენი დროის უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი გამორჩეულია ავტორია. „შენთვის შეიძლება“ ზვიად რატიანის მეექვსე პოეტური კრებულია. აქვე უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი გამორჩეული მწერალი შოთა იათაშვილი. ჩვეულებრივ, პოეტები ხანგრძლივი შრომით, განსხვავებული გზებისა და ხერხების მოსინჯვით აღწევენ იმას, რასაც პირობითად პოეტის ხმა, მისი ინდივიდუალური ხელწერა ჰქვია, მაგრამ შოთა იათაშვილის შემთხვევაში ყველაფერი პირიქით მოხდა: მან შემოქმედებითი გზის დასაწყისშივე მიაგნო და მონიშნა თავისი პოეზიის ხატი, მოდელი, რომლისკენაც მომდევნო წლებში უნდა ევლო. 
 

უახლესი ქართული პოეზია წარმოუდგენელია ექსპერიმენტების მოყვარული პაატა შამუგიას გარეშე. პაატა შამუგიას სახასიათო სტილი და პოეტიკა ამ წიგნშიც გრძელდება. თუმცა, „შიზოგადოება“ ავტორის წინამორბედი კრებულებისგან თვისებრივად განსხვავებულია. ამ განსხვავებას მკითხველი თავად ნახავს, როცა წაიკითხავს და „შიზოგადოების“ სრულუფლებიან წევრობას მოიპოვებს. პაატა შამუგიას შიზოგადოება ლიტერატურული პრემია საბას 2015 წლის გამარჯვებულია ნომინაციაში წლის საუკეთესო პოეტური კრებული. იაკი კაბე, იგივე ირაკლი კაკაბაძე ის ავტორია, რომელმაც იაპონურ ტანკებს ქართული გამორჩეული ელფერი შესძინა. იაკი კაბეს ამ წიგნში უზუსტესი რაკურსებითაა „დაჭერილი“ არათუ წარმავალი, არამედ მარადიული სიცოცხლის თვალსაწიერი, ჩვენი ყოფის გაუსაძლისი და ამავე დროს მშვენიერი ნიუანსები. შესაბამისად, მთელ კრებულს მოულოდნელობის მუხტი კრავს, სიხარულის, სევდის და გაოცების განცდა კი, პირველი გვერდიდან ბოლომდე, მუდმივად აღმავალია. „ამაღლების ქუჩა“ მონატრებულ ქალაქთან და ადამიანებთან ერთად, იმ გზასაც ეძღვნება, რომელიც ადამიანს საკუთარ თავთან აახლოებს.
 

როგორ შევიძინოთ პოეზია ონლაინ
 

იმისთვის, რომ პოეტური კრებული შეარჩიო სასაჩუქრედ, სახლში თუ აგარაკზე საკითხავად, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. VELI.store-ზე ნახავ უახლეს პოეზიას და გაეცნობი კლასიკურ პოემებს. შეიძინე წიგნები დღესვე და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისში ან აგარაკზე, ადგილზე უფასო მიწოდებით.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.