ყველა ინდუსტრიის ბიზნესს ყოველდღიურად, შეუფერხებელი მუშაობისთვის, სხვადასხვა პროდუქტები სჭირდება. ველი ბიზნესი კომპანიებს კორპორაციული შოპინგის განსაკუთრებული გამოცდილების შექმნაში ეხმარება. VELI.store-ზე ონლაინ, სწრაფად და მარტივად სხვადასხვა კორპორაციული შეთავაზებით შეძლებ შენი ბიზნესისთვის მრავალფეროვანი პროდუქციის შეძენას.
ბიზნესლიტერატურა ველიზე
კომპანიის მხრიდან თანამშრომლებისთვის საჩუქრების შესარჩევად ან პარტნიორებისთვის გასაგზავნად ველი ბიზნესი ამ მიმართულებითაც უნივერსალური გამოსავალია. პლატფორმა 50 000-მდე პროდუქტს აერთიანებს, რაც მცირე თუ საშუალო ზომის კორპორაციებს ნებისმიერი ინტერესის თანამშრომლებისთვის საჩუქრის შერჩევის შესაძლებლობას აძლევს. იქნება ეს საკანცელარიო პროდუქტები და საჭირო ნივთები, რომლებიც ოფისში ლოჯისტიკური პროცესის გასამარტივებლად თუ სამუშაო მაგიდის ორგანიზებისთვის გჭირდება, კომპიუტერული ტექნიკა, თუ მრავალფეროვანი ბიზნესლიტერატურა კარიერული წინსვლისთვის.
ერთი შეკვეთით შესაძლებელია არამარტო ასეთი პროდუქტების, არამედ დასუფთავების საშუალებების, სასმლისა თუ ავეჯის კორპორაციული ფასდაკლებით შეძენა, რაც შესყიდვების პროცესს ბევრად უფრო ბიუჯეტურს, მოკლევადიანსა და გაცილებით მარტივს ხდის, ვიდრე სხვადასხვა კატეგორიების ნივთების ცალკეულ კომპანიებში მოძიება. საჩუქრის სასაჩუქრედ შეფუთვას, ინდივიდუალურ წერილსა და მიწოდებას ველი ბიზნესი უზრუნველყოფს.
რჩეული წიგნები ბიზნეს ინდუსტრიიდან
მრავალფეროვანი მიმართულებებითა და ინდივიდუალური მიდგომით ველი ბიზნესი ნებისმიერი ინდუსტრიისა თუ ზომის ბიზნესის საჭიროებებს აკმაყოფილებს. მათ შორის, ისეთი არამხატვრული ლიტერატურით მომარაგებით როგორიც ბიზნესლიტერატურაა.
ველიზე ბიზნესლიტერატურა დაგეხმარება ბიზნესის საუკეთესო პრაქტიკებსა თუ მრავალფეროვან გამოცდილებებზე მეტი ინფორმაცია გაიგო, რაც გაგიადვილებს ანალოგიურ სიტუაციებში ნავიგაციასა და გადაწყვეტილების მიღებას. ასევე დაგეხმარება - უნარების განვითარებაში, რაც საბოლოოდ კარიერული წინსვლისთვის იქნება სასარგებლო. თანამშრომლებზე ზრუნვისთვისა და სამუშაო გარემოს ხელშესაწყობად, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სწორედ ასეთი წიგნების ჩუქებაა. ქართულ ენაზე თარგმნილი გამოცემები თუ ინგლისურენოვანი ბიზნესლიტერატურა კოლეგების განვითარების მხარდაჭერად ერთ-ერთი ღირებული ინსტრუმენტია. ასეთი ლიტერატურა, ადამიანს როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ დონეზე, მეტ ღირებულებას სძენს და სამუშაო გარემოსთან უფრო ადაპტიურსაც ხდის.
ბიზნესლიტერატურა კარიერული განვითარებისთვის
კატეგორიიდან გამოირჩევა ‘’Harvard Business Review’’-ს საკითხავები. ამ გამოცემის აუცილებლად საკითხავ ათეულში ,,საკუთარი თავის მართვა’’ შედის, რომელიც წარმატების მისაღწევად საკუთარი თავის კონტროლსა და დისციპლინის ჩამოყალიბებაში გეხმარება. ამავე სერიის კიდევ ერთი გამოცემაა - ,,ლიდერობა’’. ამ წიგნიდან გაიგებ თუ როგორ შეძლებ წარმატებული ლიდერი გახდე, როგორც გაუზიარო სწორად წარმატებისკენ განვლილი გზა სხვებს და გაუმარტივო ეს პროცესი.
ერთ-ერთი პოპულარული სერიაა გამომცემლობა ,,პალიტრა L’’-ის „ლურჯი ოკეანის“ სერია. შერჩეული ბიზნესლიტერატურა განკუთვნილია როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე დამწყებთათვის. სერიაში გაერთიანებული ყველა საკითხავი ლიტერატურა, მათ შორის ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნები „იისფერი ძროხა’’ და „ეს არის მარკეტინგი“ მკითხველისთვის ბიზნესის სხვადასხვა სფეროში გასარკვევად პრაქტიკულ სახელმძღვანელოს წარმოადგენს. დეტალურად, პრაქტიკულად და გასაგებად დაწერილი კონკრეტული ქეისები დაგეხმარება ბიზნესის სხვადასხვა წესის გაგებაში. კიდევ ერთი პოპულარული გამოცემა ,,ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნებაა’’. წიგნი საკუთარ თავში შეუპოვრობისა და სითამამის აღმოჩენაში დაგეხმარება და სირთულეების გადალახვის შემდეგ მის შეცნობაში.
ბიზნესლიტერატურა მეწარმეებისა და სტარტაპერებისთვის
თუკი დამწყები ანტრეპრენერი, სტარტაპერი თუ ბიზნესის მფლობელი ხარ, ისეთი წიგნები დაგაინტერესებს როგორებიცაა ,,ბიზნესმოდელების ნავიგატორი’’, ,,როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი’’ და ,,კარგიდან საუკეთესომდე’’. გაიგე მეტი შენი ბიზნესის განვითარებისთვის თუ ბიზნესმოდელების ცვლილებებზე, რომლებსაც საკუთარ საქმეს თუ სამუშაო გარემოს მოარგებ.
შენი ბიზნესის წარმატებისთვის სწორი მარკეტინგული გათვლებიც გჭირდება. მარკეტინგის სფერო მუდმივად ვითარდება და ცვლილებები ხდება. წარმატებისთვის კი აუცილებელია ტრენდების იდენტიფიცირება მოახდინო და ეს ცვლილებები ბიზნესში სწრაფად და სწორად დანერგო. ,,ანტიგაყიდვები’’ წარმატებული გაყიდვების საიდუმლოს გაცნობს და გაყიდვების თემატიკაზე შექმნილი პირველი ქართული სახელმძღვანელოა. ,,რეკლამა და პრომოცია’’ კი განიხილავს ისეთ ძირითად მარკეტინგულ საშუალებებს როგორებიცაა - რეკლამის, პირდაპირი მარკეტინგის, ინტერაქციული მედიის, გაყიდვის პრომოციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, პერსონალური გაყიდვის - წარმართვის უახლეს მეთოდებს. თითოეული თავი შეიცავს ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ხედვის, IMC ტექნოლოგიების, გლობალური და ეთიკური ხედვის ჩანართებს.
აღმოაჩინე ყველაფერი შენი ბიზნესისთვის ერთ სივრცეში და მიიღე ნებისმიერი შეკვეთა უფასო მიწოდებით. შენაძენს თბილისში 3 საათიან მონაკვეთში მიიღებ.