გემრიელი კერძების მარტივად და სწრაფად მომზადებისთვის აეროგრილი ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ნივთია სამზარეულოში. მაღალი ხარისხის აეროგრილის შეძენას VELI.store-ის ციფრულ თაროებზე სამზარეულოს ტექნიკის კატეგორიაში შეძლებ. შეუკვეთე შენთვის სასურველი პროდუქტები ველიზე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.
რა არის აეროგრილი?
აეროგრილი წარმოადგენს მრავალფუნქციურ საყოფაცხოვრებო მოწყობილობას, რომელმაც შესაძლოა შეასრულოს ქურის, მიკროტალღური ღუმელის, ორთქლსახარშის, გრილისა და ტოსტერის ფუნქციაც კი. ხორცისა და თევზის მომზადებას აეროგრილში ცხიმის დამატების გარეშე შეძლებ, რაც ბუნებრივია, გაცილებით ჯანსაღ სადილს ნიშნავს. აეროგრილები შეიქმნა იმისათვის, რომ ადამიანებს მაქსიმალურად გაუმარტივდეთ საჭმლის გრილზე მომზადების პროცესი. თუ შენთვის დროის დაზოგვა მნიშვნელოვანია, მაშინ ეს ხელსაწყო ნამდვილად გამოგადგება.
ველიზე აღმოაჩენ ისეთი ბრენდების აეროგრილებს, როგორებიცაა:
უმაღლესი ხარისხის აეროგრილები VELI.store-ზე
თუ საკვებს ხშირად ამზადებ, ალბათ შენს სამზარეულოში უკვე მოიძებნება მულტიფუნქციური ღუმელი, სამზარეულოს წვრილი ტექნიკა და კიდევ უამრავი დამხმარე საშუალება. ამ შემთხვევაში, შენი სამზარეულოსთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება აეროგრილიც.
აეროგრილის შერჩევისას რამდენიმე დეტალს უნდა მიაქციო ყურადღება. ამ ინფორმაციის მიხედვით კი შეგიძლია ველიზე სხვადასხვა სახის აეროგირლი შეარჩიო.
მართვის ტიპი
არსებობს მექანიკური და ელექტრონული მართვის ტიპი. პირველ შემთხვევაში, ტემპერატურისა და დროის რეგულირება ხდება ხელით, ხოლო ელექტრონული მართვა ნიშნავს, რომ აეროგრილი მითითებული რეჟიმის (ცხობა, შეწვა, გალღობა..) შემდეგ, თავად განსაზღვრავს დროსა და ტემპერატურას.
სიმძლავრე
ჩვეულებრივ, სიმძლავრე აეროგრილებში 0.8 კვტ-დან 2კვტ-მდე მერყეობს. რაც უფრო მაღალია ეს კოეფიციენტი, მით უფრო სწრაფი და ეფექტურია ხელსაწყო. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთ დროს ელექტროენერგიის ხარჯი მაღალია. ველიზე აღმოაჩენ Ninja AF500EUWH აეროგრილს, რომლის სიმძლავრეც 2470-ია. მოწყობილობას აქვს 5 ფუნქცია. მათ შორის: შეწვა, გათბობა, დეჰიდრატაცია, გამოცხობა, Air Fry. SYNC რეჟიმის გამოყენებით შესაძლებელია აეროგრილის პროგრამების, დროისა და ტემპერატურის დაკავშირება ორივე უჯრაში და ორივე კერძი მზად იქნება ზუსტად ერთსა და იმავე დროს.
მოცულობა
რა თქმა უნდა, ეს მახასიათებელი შენი სურვილისა და საჭიროების მიხედვით შეგიძლია განსაზღვრო. არსებობს მინი (8-12ლ), საშუალო (10-15ლ) და დიდი (15-20ლ) ზომის აეროგრილი. მაგალითად, მინი ზომის აეროგრილებიდან ველიზე შეგხვდება NutriBullet NBA081B. მოწყობილობას აქვს შეწვის, გამოცხობის, დეჰიდრატაციის და აეროგრილის რეჟიმები. სენსორული ეკრანი კი უზრუნველყოფს, რომ ტემპერატურული რეჟიმი და სხვა ფუნქციები მარტივად იმართოს.
თუ სამზარეულოსთვის ხარისხიან ტექნიკას ეძებ, VELI.store არის ადგილი, სადაც საუკეთესო დეჰიდრატორს, მიკროტალღურ ღუმელსა და სხვა მნიშვნელოვან მოწყობილობებს შეიძენ. იშოპინგე ველიზე ონლაინ, დაზოგე დრო და ისარგებლე უფასო მიტანის სერვისით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.