კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
სამზარეულოს კომბაინები
ფილტრაცია
დალაგება:

სამზარეულოს კომბაინები

სამზარეულოს კომბაინი Ninja BN650EU Food Processor Gray
სამზარეულოს კომბაინი Kenwood FDP22.000GY Food Processor Grey-28%
სამზარეულოს კომბაინი Cecotec Mambo 11090 Habana Kitchen Robot Black/Silver-20%
სამზარეულოს კომბაინი Cecotec 4361 Paprika 2000 Food Processor Black-20%
სამზარეულოს კომბაინი Russell Hobbs 24732-56/RH Food Processor Black-15%
სამზარეულოს კომბაინი Philips HR7510/00 Compact Food Processor White-16%
სამზარეულოს კომბაინი Ariete 1769 Robomix Compact Food Processor White-23%
სამზარეულოს კომბაინი Philips HR7520/00 Food Processor White
20 პროდუქტის ჩვენება

სამზარეულოს კომბაინი არის მრავალფუნქციური ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც შეძლებ გაიმარტივო საჭმლის მომზადების ძირითადი ეტაპი. ეს მაღალტექნოლოგიური აპარატი საგრძნობლად აიოლებს პროდუქტის მომზადებას, რადგან იგი გეხმარება დროისა და ენერგიის მაქსიმალურად დაზოგვაში.
 

 

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს კომბაინი 


იმისათვის, რომ საუკეთესო მოწყობილების შერჩევა შევძლოთ, უპირველესად, მნიშვნელოვანია გადავწყვიტოთ რომელ მახასიათებელს მივანიჭებთ უპირატესობას, ეს იქნება : სისწრაფე, მრავალფუნქციურობა, თუ დიდი პორციების მომზადების შესაძლებლობა.


თანამედროვე სამზარეულოს კომბაინი ითავსებს მთელი რიგი წვრილი საოჯახო ტექნიკის ფუნქციებს, როგორიცაა: წვენსაწური, ჩოფერი, ხორცსაკეპი, ყავის საფქვავი, ყინულის სამტვრევი, ბლენდერი და სხვ. რაც უფრო დიდი მოცულობა აქვს კომბაინს, შესაბამისად, მით მეტი შესაძლებლობაც, მიიყვანოს პროდუქტი სასურველ კონსისტენციამდე.


VELI.store-ზე სამზარეულოს კომბაინების მრავალფეროვან არჩევანს შეხვდები. ბრენდებს, როგორებიცაა : Philips , Bosch , Gorenje , Ninja და სხვა, თამამად შეუძლიათ მაღალი ხარისხისა და სანდოობის გარანტიის მოცემა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სამზარეულოს კომბაინი ველიზე საკუთარი მონაცემებითაა წარმოდგენილი, რაც ბევრად გაგიმარტივებს შენთვის იდეალური პროდუქტის ამორჩევას.
 

 

სამზარეულოს კომბაინის ძირითადი მახასიათებლები


ყველა სამზარეულოს კომბაინი სამი მთავარი ნაწილისგან შედგება, ესენია : ძრავი, ჯამი და საცმების კომპლექტი. ჯამის მოცულობა, ძრავის ფუნქციების რაოდენობა და საცმების რაოდენობა განსაზღვრავს კონკრეტული კომბაინის შესაძლებლობებს და შესაბამისად მის ფასსაც.

 

ჯამის მოცულობა - თუ შენი სამზარეულო შედარებით მცირე ზომის საკვებ პორციებზეა გათვლილი და პროდუქტს დიდი რაოდენობით არასდროს ამზადებ, მაშინ ლოგიკურია, რომ სამზარეულოს კომბაინს შედარებით პატარა ჯამით შეარჩევ. ეს გაცილებით კომფორტული და მომგებიანი გადაწყვეტილება იქნება.


ჯამის საშუალო მოცულობად - 1,5-4 ლიტრი ითვლება. შედარებით პატარა კომბაინებს 200 მლ ჯამი აქვთ, ხოლო მძლავრი კომბაინების ჯამის მოცულობა 5 ლიტრამდეც აღწევს.

 

სიმძლავრე -  სამზარეულოს კომბაინების სიმძლავრე 220 ვატიდან 2000 ვატამდე მერყეობს. ეს მახასიათებელი, მოცულობასთან ერთად განსაზღვრავს მოწყობილობის ხარისხსა და ეფექტურობას.


მაგალითად, თუკი გადავწყვეტთ 1,5 ლიტრიანი ჯამის შერჩევას, მისი სიმძლავრე  მინიმუმ 300 ვატი უნდა იყოს, 2 ლიტრიანის შემთხვევაში - 400, ხოლო 3 ლიტრის ტევადობის ჯამისთვის 700 ვატზე მაღალი სიმძლავრეა გათვლილი. 
სიმძლავრეს ასევე განსაზღვრავს ისეთი პარამეტრი, როგორიცაა სიჩქარის რეგულირების შესაძლებლობა და მუშაობის რეჟიმების რაოდენობა. ჩვეულებრივ, დაბალი სიჩქარე უზრუნველყოფს პროდუქტების ერთმანეთში შერევას, ხოლო უფრო მაღალი სიჩქარე პროდუქტების დაქუცმაცებაზეა პასუხისმგებელი.


მნიშვნელოვანია, რომ სამზარეულოს კომბაინი მინიმუმ 2 ან 3 სიჩქარით მაინც ხასიათდებოდეს.


საცმები - სამზარეულოს კომბაინი საცმების მრავალფეროვნებით ნამდვილად გამორჩევა. სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს მის მრავალფუნქციურობას.


ყველაზე ხშირად სამზარეულოდ კომბაინებში ვხვდებით შემდეგ საცმებს : უჟანგავი მეტალის პროდუქტის დასაჭრელი და დასაკეპი დანა , დისკოს ფორმის უნივერსალური დანა, სახეხი დისკი, ორმხრივი საჭრელი დისკი, ემულგატორი, კარტოფილი ფრის საცმი, პრესი, ბლენდერი, ხორცსაკეპი, ცომის მოსარევი საცმი და კიდევ უამრავი სხვა, რომლებიც პროდუქტების დასაჭრელად, მოსაზელად, გასაწურად, დასაკეპად, მოსარევად გამოიყენება.
 
რაც შეეხება ამ ხელსაწყოს მასას, ძირითადად იგი 1,5 კგ - იდან 15 კგ - მდე მერყეობს.


თუ გსურს შეიძინო უმაღლესი ხარისხის სამზარეულოს ტექნიკა, ეს იქნება მიქსერები, სამზარეულოს კომბაინები თუ ხორცის გასატარებელი მანქანა, ნებისმიერი მათგანის პოვნას VELI.store-ზე შეძლებ, ამავდროულად კი ისარგებლებ უფასო მიტანის სერვისით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.

 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.