თანამედროვე მიქსერები მრავალფუნქციური მოწყობილობებია, რომლითაც შეგიძლია უგემრიელესი კრემები შექმნა, მოზილო თხელი ცომი, ათქვიფო კვერცხი, გააკეთო პიურე და მრავალი სხვა საკვები. ახლა მიქსერები იმდენად მრავალფუნქციურია, რომ თავისუფლად შეუძლიათ სამზარეულოს კომბაინებსაც გაუწიონ კონკურენცია.
მიქსერი პროდუქტის სწრაფად და მარტივად მომზადებაში დაგეხმარება, მაგრამ როგორი მიქსერი უნდა აირჩიო - ხელის მიქსერი თუ სტაციონარული, რა სიმძლავრეა ოპტიმალური და რამდენი რეჟიმი უნდა ჰქონდეს? მიქსერები არ უნდა აგვერიოს ბლენდერში, რომელიც დანებით არის აღჭურვილი და მისი დანიშნულებაა, მიქსერზე გაცილებით მაღალი სიჩქარით ბრუნვის გზით პროდუქტები ერთგვაროვან მასად გადააქციოს. თუმცა, ზოგიერთი დავალების შესრულება ამ მოწყობილობის ნაცვლადაც შეუძლია.
საკონდიტრო მიქსერები ველიზე
ისევე როგორ სხვა გაჯეტების შემთხვევაში, სხვადასხვა სახეობის მიქსერები არსებობს. ძირითადად გვხვდება ორი ტიპის: ხელის მიქსერი და სტაციონარული. განვიხილოთ ორივე მათგანი.
ხელის მიქსერი
ხელის მიქსერი მომზადების დროს ხელში უნდა გეჭიროს, ამიტომ ისინი ყოველთვის საკმაოდ მსუბუქი მასალისგან მზადდება. ასეთი მიქსერები მობილურია: შენ თავად წყვეტ, რომელ ჭურჭელში იქნება მომზადება უფრო მოსახერხებელი და ასეთი მიქსერი მარტივად შეგიძლია სამზარეულოში ერთი სამუშაო ადგილიდან მეორეში გადააადგილო. ფასების დიაპაზონს თუ შევადარებთ, ხელის მიქსერები ჩვეულებრივ უფრო იაფი ღირს, ვიდრე სტაციონარული ანალოგები.
შესანიშნავი არჩევანი იქნება ხელის მიქსერი Philips HR3705/00 Hand Mixer White. Philips HR3700/00. ამ მულტიფუნქციურ ხელის მიქსერს აქვს ძლიერი 300 ვატიანი ძრავა, რომლის წყალობითაც უმოკლეს დროში შეუძლია მოამზადოს ნებისმიერი ტიპის კრემი, სმუზი, შეიკი, პიურე და სასმელი. აქვს უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული კაუჭები და სიჩქარის 3 რეგულირებადი დონე, რომელიც შეგიძლია საჭიროებისამებრ თავად აკონტროლო. მოწყობილობა, ასევე, აღჭურვილია სპეციალური კაუჭებით ცომის მოსაზელად. ის კომპაქტური და მარტივად შესანახია. მოხსნადი ნაწილების გარეცხვა ჭურჭლის სარეცხ მანქანაშია შესაძლებელი.
სტაციონარული მიქსერები
სტაციონარული მიქსერი უფრო მრავალმხრივი და ძლიერი მოწყობილობაა. მას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეუძლია მოამზადოს დიდი რაოდენობით საკვები პროდუქტები, შენ უბრალოდ ღილაკს თითი უნდა დააჭირო. ის ჩოფერის მსგავსად თასით არის აღჭურვილი. როგორც წესი, ასეთი გაჯეტი უფრო ძლიერია, ვიდრე ხელის მიქსერი. ამის გამო, მას შეუძლია გადახურების გარეშე უფრო დიდხანს იმუშაოს. გარდა ამისა, სტაციონარულ მიქსერებს დიდი კაუჭები და მოცულობითი თასები აქვთ, რაც ერთდროულად უფრო დიდი რაოდენობის ინგრედიენტების მომზადების საშუალებას მოგცემს.
თუ გსურს მძლავრი სტაციონარული მიქსერი შეიძინო, შეგიძლია Schafer Prochef Stand Mixer Black აირჩიო. Schafer Prochef მულტიფუნქციურ მიქსერს აქვს ძლიერი ძრავა, რომლის წყალობითაც უმოკლეს დროში შეუძლია ინგრედიენტების შერევა და ცომის მოზელა-დამუშავება. მისი საშუალებით შეგიძლია მოზილო ცომი და მოამზადო ნებისმიერი ტიპის კრემი, სოუსი, პიურე და სხვა საკვები. მიქსერის კომპლექტაციაშია: 2 სათქვეფი და ცომის მოსაზელი კაუჭი. ხოლო, საცმები დამზადებულია მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან.
როგორ შევიძინოთ მიქსერები ონლაინ
იმისთვის, რომ მიქსერები, ან თუნდაც ხორცსაკეპი მანქანები შეარჩიო, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. ნახე VELI.store-ზე საუკეთესო ხარისხის წამყვანი ბრენდების მიქსერები. შეიძინე ახლავე და მიიღე სასურველი ნივთი თბილისში 3 საათში შენს კართან, ადგილზე უფასო მიწოდებით.