სახლის პირობებში ჯანსაღი და გემრიელი დესერტების მოსამზადებლად მოსახერხებელი მოწყობილობაა ნაყინის თუ იოგურტის აპარატი. ნივთის გამოყენება საშუალებას გაძლევს, მოამზადო სასურველი ტექსტურისა და გემოს დესერტი. VELI.store-ის ციფრულ თაროებზე გადახედე კატეგორიას ინგრედიენტების მომზადება & დამუშავება, აღმოაჩინე სასურველი ნივთები, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.
ნაყინის აპარატი
სახლის პირობებში ჯანსაღი და გემრიელი ნაყინის მომზადებისთვის კარგი არჩევანია Ariete, ნაყინის აპარატი. მრავალფეროვანი გემოს მქონე ნაყინის მომზადებაში მოსახსნელი კალათა დაგეხმარება. ეს პროცესი საშუალებას მოგცემს გადაიტანო ახლად მომზადებული დესერტი კონტეინერში და გააგრძელო სხვა არომატის მომზადება. ველიზე ასევე დაგხვდება ნაყინის კოვზი, რომელიც იდეალური ფორმის ბურთების მიღებაში დაგეხმარება.
ველიზე ასევე შეგიძლია აღმოაჩინო ბამბის ნაყინის აპარატი, რომელსაც საზომი კოვზი და 2 ცალი კონუსი მოყვება ბამბის ნაყინისთვის. მოწყობილობის დახმარებით შეგიძლია გრანულებიანი შაქრისა და კლასიკური კანფეტისგან ბამბის ნაყინის მომზადება.
შეარჩიე სამზარეულოს ტექნიკა ონლაინ
გარდა ნაყინის აპარატებისა, ველიზე დაგხვდება Ariete, იოგურტის აპარატი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია 7 განსხვავებული გემოსა და არომატის იოგურტის მომზადება. კომპლექტში მოწყობილობას მოყვება 7 ცალი მინის ქილა. აპარატის დახმარებით შესაძლებელია ბერძნული იოგურტისა და სხვა ჯანსაღი პროდუქტების შექმნა ლაქტოზის გარეშე.
სახლის პირობებში ვიტამინებით გაჯერებული რძის ნაწარმის შექმნაში დაგეხმარება ყველის აპარატი, რომელსაც მომზადების 6 განსხვავებული პროგრამა აქვს. მოწყობილობის დახმარებით შესაძლებელია ულაქტოზო და ვეგანური ყველის შექმნა. ასევე ტოფუს და სხვა ჯანსაღი კერძების მომზადება ვეგეტარიანელებისთვის.
აღმოაჩინე იოგურტის აპარატი თუ სხვა სამზარეულოს ტექნიკა ველიზე, შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.