თურქული ყავა ტრადიციული გემოთი სპეციალურად შერჩეული ყავის აპარატის დახმარებით შეგიძლია მოამზადო. VELI.store-ზე კატეგორიაში ყავის აპარატები & მადუღარები შეგხვდება თურქული ყავის აპარატები, განსხვავებული სიმძლავრის, დიზაინისა და ფუნქციების მიხედვით. შენთვის სასურველი კი მარტივად შეგიძლია აღმოაჩინო. შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.
თურქული ყავის აპარატები ველიზე
თურქული ყავა 80 წამში მზად იქნება Arzum OK0027 ყავის აპარატის დახმარებით. მოწყობილობას 7 განსხვავებული რეჟიმი აქვს, მათ შორის კლასიკური თუ რძიანი ყავის მომზადების ალტერნატივით. აპარატი აღჭურვილია ფუნქციით, რომელიც უზრუნველყოფს ყავის სწორად შერევას და ქაფის ფორმირებას. მოწყობილობით ერთდროულად 1-დან 5 ფინჯნამდე ყავის მომზადებაა შესაძლებელი.
თუ შენთვის ჭკვიანი სამზარეულოს ტექნიკაა უპირატესი, მაშინ თურქული ყავა შეგიძლია Karaca, ყავის აპარატით მოამზადო. მოწყობილობა ყავის ჩამოსხმის შემდეგ, მადუღარას ამოღებისას ავტომატურად ითიშება, რაც ქმნის უსაფრთხო გარემოს და ზოგავს ენერგიას. აპარატი ხმოვან სიგნალს გამოსცემს მაშინ, როდესაც ყავის მზადება დასრულდება. ეს მულტიფუნქციური მოწყობილობა თურქულ ყავასთან ერთად გამოიყენება რძიანი ყავის თუ ცხელი შოკოლადისთვის.
შეარჩიე თურქული ყავის მადუღარა ბიუჯეტურ ფასად
ველიზე ბიუჯეტურ ფასად შეგიძლია აღმოაჩინო თურქული ყავის მადუღარა, რომელსაც 0,3 ლიტრი მოცულობის წყლის კონტეინერი და მოძრავი სახელური აქვს. აქვე შეგხვდება Ariete, ყავის მადუღარა, რომელიც ყავას 30 წუთის განმავლობაში თბილად ინახავს.
შეარჩიე სამზარეულოს ტექნიკა ველიზე, აღმოაჩინე ყავის აპარატები თურქული ყავის მოსამზადებლად, შეუკვეთე პროდუქტები და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.