ესპრესოს ტიპის ყავის მოსამზადებლად ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი მოწყობილობა ესპრესოს აპარატია. ძლიერი და არომატული ყავის მისაღებად აპარატი მაღალ წნევას იყენებს, რაც შემდეგ ქმნის იდეალურ გემოებს. VELI.store-ზე კატეგორიაში ყავის აპარატები & მადუღარები მარტივად შეძლებ აღმოაჩინო სასურველი პროდუქტი. შეუკვეთე და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.
შეარჩიე ესპრესოს ყავის აპარატი ველიზე
სამზარეულოს მცირე ზომის სივრცისთვის მოსახერხებელი ვარიანტია დელონგის ყავის აპარატი EC890.M. ამ მოწყობილობით 15 Bar წნევის საშუალებით მარტივად და სწრაფად მზადდება რძიანი ყავა. დამატებით, რძის ამომყვანი კი ამ პროცესს კიდევ უფრო აიოლებს. აპარატით ერთდროულად 2 ჭიქის მომზადებაა შესაძლებელი. იმ შემთხვევაში კი თუ მოწყობილობას დიდი ხნის განმავლობაში არ გამოიყენებ, ავტომატურად გამოირთევბა და დაზოგავს ენერგიას.
თუ ძალიან ცხელი ყავის მოყვარული ხარ და ხშირად გიწევს ყავის შეთბობა, მაშინ Russell Hobbs, ყავის აპარატი შეაჩერე. მოწყობილობას ჭიქის გათბობის ფუნქცია აქვს და ერთდროულად 2 ფინჯნის მომზადება შეუძლია. რძის ამომყვანის დახმარებით ესპრესოსთან ერთად შესაძლებელია ლატესა და კაპუჩინოს მომზადება. ამ ყავის აპარატს უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული კორპუსი აქვს და ველიზე ვერცხლისფერი, ლურჯი თუ შავი ფერის ვერსიები შეგიძლია შეარჩიო.
აღმოაჩინე მულტიფუნქციური ყავის აპარატები
ველიზე ასევე შეგიძლია აღმოაჩინო მულტიფუნქციური ყავის აპარატები. მაგალითად, 21-მდე სახეობის ყავის მოსამზადებელი რეცეპტი ახლავს თან Melitta, ყავის აპარატს. მოწყობილობის საშუალებით პირდაპირ ყავის მარცვლებიდან არის შესაძლებელი, როგორც რძიანი ყავის, ასევე ესპრესოს, კაპუჩინოს, ლატესა და მაკიატოს მომზადება. Melitta Connect აპლიკაცია აპარატის დისტანციურ მართვას უზრუნველყოფს. Freestyle რეჟიმი კი ყავის ინდივიდუალური რეცეპტის შექმნაში დაგეხმარება. ავტომატური ფუნქციებიდან გამორჩეულია ავტოწმენდის ფუნქცია და Pro aqua ფილტრი, რომელიც წყალს ფილტრავს. ყავის აპარატს თან მოყვება რძის კონტეინერი, საწმენდი ტაბლეტები და რძის სისტემის სარეცხი სითხე.
24 ტიპის კლასიკური ყავის მომზადებისთვის შეგიძლია DeLonghi, ყავის აპარატი შეარჩიო, რომელსაც LatteCrema Hot ტექნოლოგია და სენსორული ეკრანი აქვს. გადახედე ტექნიკის კატეგორიას, აღმოაჩინე ყავის აპარატის ფილტრი თუ ყავის აპარატი მარცვალზე, შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.