იმისთვის, რომ შენთვის შესაფერისი მტვერსასრუტი სწორად შეარჩიო, რამდენიმე პარამეტრი უნდა გაითვალისწინო, როგორიცაა მტვრის შეწოვის სიმძლავრე, მტვრის კონტეინერის ტიპი და სხვა. აქ ისწავლი, როგორ აირჩიო სწორი მტვერსასრუტი სახლის თუ პატარა ბინისთვის, რომელი ასუფთავებს უკეთესად და რომელი მათგანია ყველაზე კომფორტული.
როგორ შეარჩიო საუკეთესო მტვერსასრუტი
სახლში უამრავი ელექტრომოწყობილობა გვჭირდება, - უთოები, ჰაერის გამწმენდები და რასაკვირველია მტვერსასრუტი. იმისთვის, რომ ისეთი მტვერსასრუტი შეარჩიო, რომელიც აუცილებლად გაამართლებს შენს მოლოდინებს, უნდა გავითვალისწინო მისი ტიპი, სიმძლავრე, საქშენების რაოდენობა, ხმაურის დონე და ენერგიის მოხმარება, ზომები, ფილტრაციის სისტემა, ღირებულება და სხვა უამრავი დეტალი.
მშრალი წმენდის მტვერსასრუტს მინიმუმ 300 ვატ შეწოვის სიმძლავრე უნდა ჰქონდეს, ხოლო ხალიჩისთვის - 450-დან 600 ვატამდე. სარეცხი მტვერსასრუტისთვის 400-500 ვატი ოპტიმალური სიმძლავრეა. მტვერსასრუტი მაღალი შეწოვის სიმძლავრით 800 ვატიდან შეიძლება გამოვიყენოთ პატარა კერძო სასტუმროს ან კაფეს გასაწმენდად.
რა ტიპის მტვერსასრუტები არსებობს
სტანდარტული მტვერსასრუტი შედგება ბორბლებზე დამაგრებული კორპუსისგან, რომელსაც აქვს მტვრის შემგროვებელი ტომარა და ჩაშენებული ძრავა, ხოლო კორპუსზე მიმაგრებულია შეწოვის მილი. ეს მტვერსასრუტი ელექტროქსელიდან სადენის მეშვეობით იკვებება. ისინი განსხვავდებიან ზომებით, სიმძლავრით, მტვრის შემგროვებლის ტიპით, ფილტრების ხარისხით და ა.შ.
ვერტიკალური მტვერსასრუტი მცირეგაბარიტიანი მოწყობილობაა, რომელსაც აქვს მხოლოდ კორპუსი და მილი, რაც თავის მხრივ ერთიან სტრუქტურას წარმოადგენს. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ელექტროქსელიდან სადენის მეშვეობით, ასევე აკუმულატორით. ეს მტვერსასრუტი ძალიან მცირე ადგილს იკავებს, მაგრამ შეწოვის სიმძლავრე დაბალი აქვს, ისევე როგორც მტვრის შემგროვებლის მოცულობა. გარდა ამისა, მისი დახმარებით ვერ შეძლებ ჭერიდან აბლაბუდების ჩამოწმენდას. ეს მტვერსასრუტი იდეალურია პატარა ბინებისთვის, სადაც არ არის ხალიჩები და არ ჰყავთ შინაური ცხოველები.
ხელის მტვერსასრუტი დაბალი სიმძლავრის კომპაქტური მოწყობილობაა, რომელიც ელემენტებზე მუშაობს. ამ მტვერსასრუტით სახლის დალაგება გაგიჭირდება, მაგრამ იდეალურია ავტომობილისთვის, მის ადვილად გასაწმენდად ქვიშის, მიწის და სხვა წვრილი ნაგვისგან.
რობოტი მტვერსასრუტები ჭკვიანი მოწყობილობებია, რომლებიც შესანიშნავად ინარჩუნებენ სისუფთავეს სახლში, აშორებენ მტვერს და მცირე დამაბინძურებლებს მათთვის მისაწვდომ ადგილას, ზოგიერთ მოდელს სველი წმენდაც შეუძლია. ეს მტვერსასრუტები ელემენტით მუშაობს და დატენას საჭიროებენ. არის მოდელები, რომლებიც სპეციალურად დიდი სახლების დასალეგბლად არის განკუთვნილი, თავისუფლად შეუძლია ბარიერების დამოუკიდებლად დაძლევა და ხალიჩებსაც იდეალურად ასუფთავებს.
ჰიბრიდული მოდელები შედგება მტვერსასრუტის ვერტიკალური და მექანიკური ნაწილებისგან. ასევე გვხვდება ვერტიკალური მტვერსასრუტები, რომლებსაც ძრავა და მტვრის კოლექტორი სახელურთან, ზევით აქვს განთავსებული, ხოლო მილის მოხსნის შემთხვევაში ისინი ხელის მტვერსასრუტებად იქცევიან. ეს მტვერსასრუტი კარგია მსუბუქი ყოველდღიური დასუფთავებისთვის, ამასთანავე ისიც შეგიძლია გამოიყენო როგორც ელექტროსადენით, ასევე ელემენტების მეშვეობით.
კომფორტი
მტვერსასრუტების ბევრ მოდელს აქვს ისეთი ფუნქციები, როგორიცაა სიმძლავრის რეგულირება, ასევე სპეციალური საზომი, რომელიც მტვრის კონტეინერის ან ფილტრის შევსებაზე მიუთითებს. მნიშვნელოვანია, მთავარი საქშენი 180 გრადუსით ბრუნავდეს, რათა ავეჯის ქვეშ ადვილად გაასუფთაო იატაკი. შესანიშნავია, როდესაც მილის რეგულირება შეიძლება, რომელზეც ჯაგრისია დამაგრებული. თანამედროვე მტვერსასრუტებს, როგორც წესი, აქვთ მტვრის კონტეინერის და ფილტრის ამოღების მოსახერხებელი სისტემა, რომელიც ამცირებს მტვერთან კონტაქტს. ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, იმ მოდელებს რომლებიც ელექტროქსელიდან მუშაობს გრძელი სადენი მოჰყვება. არის ისეთი მტვერსასრუტებიც, რომლების ნაწილების შენახვაც პირდაპირ კორპუსში შეიძლება, რამდენადაც ისინი არ მოითხოვს დიდ ადგილს.
სიმძლავრე
მტვერსასრუტებს აქვთ მოხმარების სიმძლავრე და შეწოვის სიმძლავრე. რაც უფრო მაღალია პირველი პარამეტრი, მით მეტ ხმაურს გამოსცემს მტვერსასრუტი. მითუმეტეს, როდესაც ბევრი ხმაურიანი მოწყობილობა გვაქვს, ეს იქნება ბლენდერები თუ სახლის დინამიკები. გაცილებით მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციო იმ სიმძლავრეს, რომელიც მტვრის მოსაცილებლად არის განკუთვნილი. 260 ვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მოდელებზე ჯობს საერთოდ არ იფიქრო, ისინი დალაგებისთვის არ გამოგადგება. მტვერსასრუტი 300 ვატიანი შეწოვის სიმძლავრით საკმაოდ კარგად გაართმევს თავს ლამინირებულ იატაკს. ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ მტვრის კონტეინერის შევსებისას სიმძლავრე შემცირდება. 350-დან 450 ვტ-მდე შეწოვის სიმძლავრე საშუალებას მოგცემს გაასუფთაო ხალიჩები და რბილი იატაკი, გაუმკლავდე მტვრის დიდ ნაწილებს და დალაგების პროცესით სიამოვნება მიიღო.
VELI.store-ზე ყველა ტიპის მტვერსასრუტის შეძენა შეგიძლია, ეს იქნება კლასიკური მტვერსასრუტები, რობოტი მტვერსასრუტები, ხელის თუ პორტატიული. აქ ნახავ საუკეთესო ბრენდებს გამორჩეული ხარისხით და უდიდესი არჩევანის მეშვეობით, იპოვი ზუსტად იმ მტვერსასრუტს, რომელიც შენი საუკეთესო პარტნიორი გახდება სისუფთავეზე ზრუნვის საქმეში.. მოძებნე ონლაინ მტვერსასრუტი და მიიღე შეკვეთა უფასოდ პირდაპირ შენს კართან 3 საათში.