კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Roborock
დალაგება:

Roborock

რობოტი მტვერსასრუტი Roborock Qrevo L Robot Vacuum and Mop White-33%
20 პროდუქტის ჩვენება

Roborock ჩინური ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც სახლის დასუფთავების ჭკვიანი მოწყობილობებს ქმნის და ავითარებს. კომპანია 2014 წელს დაარსდა პეკინში და მისი მიზანია მომხმარებლებს შესთავაზოს ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებენ. VELI.store-ზე ბრენდის რობოტი მტვერსასრუტები სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია შეარჩიო.


აღმოაჩინე Roborock-ის რობოტი მტვერსასრუტები

 

იატაკისა თუ ხალიჩის საფუძვლიანი წმენდისთვის გამოგადგება Roborock Q5 Pro რობოტი მტვერსასრუტი, რომელიც მარტივად აღწევს ავეჯის ქვეშ არსებულ დაბალ სივრცეებშიც. ულტრა ფართო კუთხიანი ლინზებით, მოწყობილობა სიზუსტით აღბეჭდავს სახლის განლაგებას. LiDAR ნავიგაცია კი ეხმარება მტვერსასრუტს დაბრკოლებების ამოცნობაში და 3D რუკის შექმნაში. მოწყობილობა აღჭურვილია 770 მლ-იანი მტვრის და 180 მლ-იანი წყლის კონტეინერებით. სრული დამუხტვისთვის მას 4 საათი სჭირდება და უწყვეტად 240 წუთის განმავლობაში მუშაობს.

 

კომბინირებული წმენდისთვის არის შექმნილი Roborock S8 MaxV Ultra რობოტი მტვერსასრუტი. მოწყობილობას ვიბრაციული სველი წმენდის ფუნქცია აქვს. ამ პირობებში სველი წმენდის ფირფიტა ვიბრირებს და ლაქებს უფრო ეფექტურად აშორებს. მტვერსასრუტს გაუმჯობესებული Duo Roller Riser Brush და 10 000 Pa ძლიერი შესრუტვის რეჟიმი აქვს. მოწყობილობა 180 წუთამდე უწყვეტად მუშაობს. ეს რობოტი მტვერსასრუტი აღჭურვილია წმენდის 7 რეჟიმით, მათ შორის არის Hot Water Mop Washing, Auto Detergent Dispenser, Dock Self-cleaning, Auto Dust Emptying.


შეიძინე რობოტი მტვერსასრუტები ფასდაკლებით

 

ველიზე Roborock-ის ბრენდის რობოტი მტვერსასრუტები ფასდაკლებითაც შეგიძლია შეიძინო. მათ შორის არის Roborock Q Revo Edge რობოტი მტვერსასრუტი, რომელსაც სახლის 4 სართულის დამახსოვრების და 3D რუკის შედგენის შესაძლებლობა აქვს. მოწყობილობა 300მ2 სივრცეს შეუფერხებლად ასუფთავებს და უწყვეტად მუშაობს 180 წუთამდე. ჩაშენებული ინტელექტუალური ხმოვანი ასისტენტი და მტვერსასრუტის აპლიკაციით კონტროლი, მოწყობილობის გამოყენებას კიდევ უფრო ამარტივებს. ველიზე პროდუქტის შეძენას 24%-იანი ფასდაკლებით შეძლებ.

 

გადახედე ტექნიკის კატეგორიას, შეუკვეთე Roborock-ის რობოტი მტვერსასრუტები VELI.store-ის ციფრული თაროებიდან და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.

 

app-store.pngplay-store.png

Copyright © 2025 Veli.store, ყველა უფლება დაცულია.