კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
გაზის გამათბობლები
ფილტრაცია
დალაგება:

გაზის გამათბობლები

გაზის გამათბობელი Akog 100-CP (SIT) Gas Heater Graphite
გაზის გამათბობელი Akog 3-CP (SIT) Gas Heater White-14%
გაზის გამათბობელი Akog 4-CP (SIT) Gas Heater White-13%
გაზის გამათბობელი Akog 3-CP (SIT) Gas Heater Black-14%
გაზის გამათბობელი Akog 4-CP (SIT) Gas Heater Black-13%
20 პროდუქტის ჩვენება

გრილი სეზონის დადგომასთან ერთად სახლისთვის მსხვილი ტექნიკის შერჩევა დაგჭირდება, VELI.store კი არის ადგილი, სადაც შეძლებ შეარჩიო როგორც ზაფხულისთვის კონდიციონერები, ასევე ცივი სეზონისთვის გაზის გამათბობლები. 
 

ველიზე გაზის გამათბობლებს ცალკე კატეგორიაში შეხვდები, სადაც შენთვის სასურველი ფერისა და ზომის გაზის გამათბობელს აღმოაჩენ. მაგალითად თუ ბინის სივრცე არც თუ ისე დიდია, უმჯობესია კომპაქტური ზომის, შავი ფერის Akog 3-CP (SIT) გაზის გამათბობელი შეარჩიო. პროდუქტს ველიზე ხელმისაწვდომ ფასად, სახლიდან გაუსვლელად შეიძენ, თანაც შენაძენი სრულიად უფასოდ 3 საათში უკვე შენს სახლში იქნება. 
 

ველიზე შეგხვდება კედელზე დასამონტაჟებელი გაზის გამათბობლები, რომელიც იდეალურია როგორც ბინაში, ასევე კერძო სახლში მოხმარებისთვის. მაგალითად Akog 100-CP (SIT)  გაზის გამათბობელი რეკომენდებულია 80 - 110მ² სივრცის გასათბობად. გამათბობელს 8.5 kW სიმძლავრე და სწრაფი გათბობის შესაძლებლობა ბინის ან კერძო სახლის სივრცეს თანაბრად გაათბობს და ნორმალური ტემპერატურის დაყენებას უზრუნველყოფს. გამათბობელი აღჭურვილია სიმძლავრის მანუალური რეგულირების, თერმოსტატის სისტემით.


გაზის გამათბობელი ეკონომიური, კომფორტული საშუალებაა, რომელიც ცივ სეზონზე ბიუჯეტურად უზრუნველყოფს ბინის ტემპერატურის შენარჩუნებას. ის, რაც გამათბობელის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინო არის უსაფრთხოება. გაზი საკმაოდ საშიში, მარტივად აალებადი აირია და გაზის გამათბობლის არასწორად მოხმარების ან კუსტარულად მონტაჟის შემთხვევაში შეიძლება უბედური შემთხვევა მოხდეს. 


4 მთავარი წესი, რომელიც უსაფრთხოების მიზნით უნდა დაიცვა

 

  1. არ დაამონტაჟო გაზის გამათბობელი პროფესიონალის გარეშე - კუსტარული მონტაჟის გამო ხდება გაზის გამათბობელის ან ხშირ შემთხვევაში გათბობის ქვაბის წვის შედეგად გამოყოფილი ნახშიროჟანგის ოთახში დაგროვება, რაც მავნებელია ჯანმრთელობისთვის, იწვევს ძილიანობას და სუნთქვის გართულებას. ველიზე შეძენილი გაზის გამათბობელის ღირებულებაში ინსტალაცია არ შედის, თუმცა პროფესიონალის გამოძახება მარტივად, პროფის აპლიკაციიდან შეგიძლია.
     
  2. არ დაამონტაჟო გამათბობელი საძინებელში - გამათბობელი უნდა იყოს დამონტაჟებული ბინის ან სახლის მთავარ ოთახში, რათა ტემპერატურა თანაბრად გადანაწილდეს. გამათბობელისგან გამოყოფილი თბილი ჰაერის ძილში სუნთქვა რეკომენდებული არ არის. 
     
  3. გამოიყენე ჩამკეტი მოწყობილობები - გაზის გამათბობელი სწორედ ის მსხვილი ტექნიკაა, რომლის მონტაჟშიც პროფესიონალის დახმარება ნამდვილად გჭირდება. ჩამკეტი მოწყობილობა სპეციალისტის მიერ ყენდება, რომლის ხელით მოხსნა/გამოცვლა აკრძალულია. 
     
  4. შეამოწმე საკვამლე - სავენტილაციო არხები - გაზის გათბობის შედეგად წვის პროცესში გამოყოფილი ნივთიერების არც ერთი ნაწილაკი არ უნდა რჩებოდეს გაზის გამათბობლი შიდა სივრცეში. იმისთვის, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად დაიცვა, დარწმუნდი რომ სავენტილაციო არხები წესრიგშია.


გამოიყენე გაზის გაყვანილობისთვის მყარი მილები კედლის გარეთ  - დაუშვებელია გაზის გამათბობლის მონტაჟი გაზის რბილი, პლასტიკის მილებით. ასევე მათი დამალვა ინტერიერის სრულყოფის მიზნით კედელში. 


 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.