ადრე თუ გვიან, კომპიუტერის მეხსიერება ივსება და ვეღარ ვახერხებთ ახალი ფაილების შენახვას. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ბევრი რამის ონლაინ შენახვა შეგვიძლია და ამასთანავე, დროთა განმავლობაში მწარმოებლებს სულ უფრო იაფი უჯდებათ კომპიუტერის ჩაშენებული მეხსიერება, ხშირად მაინც გვჭირდება დამატებითი მოწყობილობები. მცირე ინფორმაციის შენახვისა და გადატანისთვის, USB ფლეშ მეხსიერება საკმარისი იქნება, უფრო მოცულობითი ფაილებისთვის კი გარე მყარი დისკი გვჭირდება.
რამდენი სახის ვინჩესტერი არსებობს
გარე მყარი დისკი, ანუ ვინჩესტერი შეიძლება იყოს HDD ან SSD, USB-A და Type-C კავშირით, დარტყმისგან დაცვით და მის გარეშე. განვიხილოთ, რა პარამეტრებს მივაქციოთ ყურადღება ყიდვისას, რათა საუკეთესო იყოს პროგრამების ჩასაწერად, სამუშაო ფაილების შესანახად თუ მათ გადასატანად, ასევე მუსიკალური კომპოზიციების ჩასაწერად და შემდგომ საყვარელი დინამიკებით მოსასმენად.
დისკის სახეობები
HDD - მყარი დისკი. მასზე დაცული ინფორმაცია მაგნიტურ დისკებზე ინახება, რომლებიც წამკითხველი თავებით არის აღჭურვილი. დისკები ვერტიკალურ ღერძზე ფიქსირდება და როდესაც ის ბრუნავს, თავები ინფორმაციას ამუშავებენ - იწერენ ან კითხულობენ.
იმის გამო, რომ მყარი დისკი მოძრავ ნაწილებს ეყრდნობა, ის ჩართვისას ცხელდება და ხმაურს გამოსცემს. HDD-ის, ასევე აქვს, სიჩქარის ლიმიტი, რომელიც წუთში ბრუნვის რაოდენობაზეა დამოკიდებული.
HDD-ები საკმაოდ მყიფეა: ხშირად, მექანიკური დაზიანების შედეგად, მათი შეკეთება რთულდება, ან უკვე ვეღარ ხერხდება. ამიტომ, მათი დაცვის მიზნით უმჯობესია, კომპიუტერთან ერთად ლეპტოპის ჩანთაში მოათავსო.
შესანიშნავი არჩევანი იქნება Seagate 2TB Expansion Portable USB 3.0 External Hard Drive. Seagate Expansion-ის ტევადობა 2 ტერაბაიტია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, პრობლემების გარეშე, მყარ დისკზე საკმაოდ დიდი რაოდენობის ფაილები - ფოტოები, სიმღერები თუ ვიდეოები ჩამოტვირთოს და სწრაფად შეინახოს. მყარი დისკი კომპიუტერს მარტივად უკავშირდება და ადვილად გამოყენებადია. ის, ასევე თავსებადია USB 3.0 და USB 2.0 ტიპის მოწყობილობებთან.
SSD - მყარი დისკი, ფაქტობრივად, დიდი USB ფლეშ მეხსიერებაა, რომელიც ფლეშ დრაივებისგან ზომით განსხვავდება. ის დიდი ტევადობით, ქეში მეხსიერებით და მაღალი სიჩქარით გამოირჩევა.
2.5" და 3.5" ფორმ- ფაქტორები, რას ნიშნავს ეს
თანამედროვე გარე მყარი HDD დისკი შეიძლება იყოს 2.5" დუიმიანი ან 3.5" დუიმიანი. უმეტესად, 2.5 ლეპტოპებისთვის არის განკუთვნილი, ხოლო 3.5 სტაციონარული კომპიუტერებისთვის. თანამედროვე გარე 2.5" HDD-ების მეხსიერების მოცულობა შეიძლება 500 გბ-დან 5 ტბ-მდე მერყეობდეს. 3.5 დუიმიანი ვერსიების შემთხვევაში, 4 ტბ-დან 28 ტბ-მდე.
როგორ შევიძინოთ გარე მყარი დისკი ონლაინ
იმისთვის, რომ გარე მყარი დისკი, ან თუნდაც მაუსპედები შეარჩიო, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. ნახე VELI.store-ზე საუკეთესო ხარისხის წამყვანი ბრენდების მიქსერები. შეიძინე ახლავე და მიიღე სასურველი ნივთი თბილისში 3 საათში შენს კართან, ადგილზე უფასო მიწოდებით.