JBL Tune JBL-ის ბიუჯეტური ყურსასმენების სერიაა, რომელიც გამოირჩევა: ხარისხიანი ხმით (Pure Bass Sound ტექნოლოგიით), დიზაინით, კომფორტით ყოველდღიური გამოყენებისთვის, ხელმისაწვდომი ფასით. VELI.store-ზე აუდიოტექნიკის კატეგორიაში მარტივად შეძლებ აღმოაჩინო ყველა საჭირო მოწყობილობა, მათ შორის, დინამიკები, ყურსასმენები, ფირსაკრავები თუ მიკროფონები.
აღმოაჩინე JBL Tune-ის ყურსასმენი ველიზე
სუფთა და მკაფიო ჟღერადობით გამოირჩევა JBL Tune 770NC უსადენო ყურსასმენი, რომელიც Bluetooth 5.3 შეუფერხებელი კავშირის ტექნოლოგიით სწრაფად უკავშირდება სმარტფონს. ადაპტირებული ხმის ჩახშობის რეჟიმი სრულად აქრობს გარედან შემოსულ ხმაურს. JBL Pure Bass Sound ტექნოლოგიის წყალობით, მოწყობილობა უზრუნველყოფს უფრო ღრმა, მძლავრ და მოცულობით აუდიოს. ყურსასმენი უზრუნველყოფს 70 საათამდე უწყვეტ მუშაობას, ერთი სრული, 2 საათიანი დატენით.
შედარებით ბიუჯეტურ ფასად ველიზე დაგხვდება JBL Tune 520BT ყურსასმენი, რომელსაც ჩაშენებული აქვს 33 მმ-იანი დინამიური აუდიო დრაივერები და JBL Pure Bass ტექნოლოგია. ყურსასმენს აქვს ასევე Google და Siri Assistant-ის მხარდაჭერა. მსუბუქი კორპუსის წყალობით მოწყობილობა იკეცება და მარტივად თავსდება ჯიბეში ან ჩანთაში.
შეარჩიე ბლუთუზ ყურსასმენები
კრისტალურად სუფთა ხმისთვის JBL Tune Flex 2 ბლუთუზ ყურსასმენს ჩაშენებული აქვს 6 მიკროფონი. 12 მმ დინამიური დრაივერები კი უზრუნველყოფენ მკაფიო ჟღერადობასა და ძლიერ JBL Pure Bass ხმას. Bluetooth 5.3 კავშირის ტექნოლოგიით ყურსასმენი მარტივად უკავშირდება სმარტფონს და სხვა მოწყობილობებს. JBL Headphones App აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია პარამეტრების კონტროლი და პერსონალიზება. ყურსასმენს აქვს IP54 რეიტინგით შეფასებული ნესტმედეგი და მტვერგამძლე კორპუსი, შესაბამისად, მისი გამოყენება შესაძლებელია ვარჯიშის დროსაც.
შეარჩიე JBL Tune-ის ბლუთუზ თუ კაბელიანი ყურსასმენები ველიზე, გადახედე ტექნიკის კატეგორიას სახლიდან გაუსვლელად, შეარჩიე სასურველი ნივთები და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.