ყავის აპარატი თანამედროვე სამზარეულოში გემრიელი ყავის მომზადების მთავარი წინაპირობაა. იმისთვის, რომ Bosch-ის მაღალი ხარისხის ყავის აპარატები აღმოაჩინო, გადახედე VELI.store-ის ტექნიკის კატეგორიას. შეარჩიე სასურველი ტექნიკა და მიიღე შენაძენი თბილისის ნებისმიერ მისამართზე, 3 საათში.
შეარჩიე ბოშის ყავის აპარატები ველიზე
როგორც სახლში, ასევე მცირე საოფისე სივრცეში მოსათავსებლად მოსახერხებელია ბოშის ყავის აპარატი TIS65429RW, რომელიც ნებისმიერი ტიპის ყავას ამზადებს პირდაპირ ყავის მარცვლებისგან. მოწყობილობა საშუალებას იძლევა 2 ჭიქა ყავა ერთად ჩამოისხას. 15 ბარი წნევა კი უზრუნველყოფს არომატული ესპრესოს მომზადებას. ყავის აპარატს მრავალფეროვანი გემოების შესაქმნელად ასევე აქვს მოცულობითი წყლისა და რძის კონტეინერები. LED დისპლეი სენსორული ღილაკებით კი მოწყობილობის მართვა მარტივდება.
შედარებით ბიუჯეტურ ფასად ველიზე შეარჩევ Bosch-ის TKA8011 ყავის აპარატს, რომლის დახმარებითაც ერთდროულად 15 ჭიქამდე ყავის მომზადებაა შესაძლებელი. მოწყობილობა აღჭურვილია არომატისა და ტემპერატურის, წვეთის შეკავებისა და თვითწმენდის შენარჩუნების ფუნქციით.
აღმოაჩინე ბოშის ყავის საფქვავი
არომატული ყავის მოსამზადებლად ასევე კარგი ვარიანტია Bosch-ის ყავის საფქვავი. მოწყობილობა ფქვავს ყავის მარცვლის 75 გრამს, რაც საკმარისია ერთი მთლიანი ყავის ჭიქისთვის. უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ბასრი საჭრელი პირები კი ეფექტურია მარცვლების წმინდად დაფრქვისთვის. ხელსაწყოს აქვს უსაფრთხოების ფუნქცია, რომლის წყალობითაც მარცვლები არ იფქვება თუ სახურავი არ არის დამაგრებული და უსაფრთხოების ღილაკი არ არის გააქტიურებული. გადახედე სამზარეულოს ტექნიკის კატეგორიას ველიზე, შეარჩიე ბოშის ყავის აპარატები, საშრობი ან სამზარეულოს სხვა დანადგარები, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.