კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ფილტრაცია

banner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bg
დალაგება:

ბოში

ლაზერული მანძილმზომი Bosch GLM 50-27 CG Professional Black-10%
სახრახნისების ნაკრები Bosch Screwdriver Set 6 pcs
ხელსაწყოების ნაკრები Bosch Hand Tool Mixed Set 13 pcs-10%
სახრახნისების ნაკრები Bosch Screwdriver Bit Set 6 pcs-10%
ლაზერული მანძილმზომი Bosch GLM 50-27 C Professional Black-10%
ლაზერული ნიველირი Bosch GCL 2-15  Professional Line laser Blue-10%
ღობის საკრეჭი Bosch EasyPrune Cordless Secateur Green-10%
306.90341.00
ღობის საკრეჭი Bosch EasyPrune Cordless Secateur Green
20 პროდუქტის ჩვენება

სამზარეულოს ტექნიკის შერჩევისას მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფაქტორთან ერთად, ბრენდიც გაითვალისწინო. ბრენდი ხშირ შემთხვევაში ხარისხს განსაზღვრავს. ველიზე წამყვანი გერმანული ბრენდის Bosch-ის ტექნიკას შეხვდები. შენთვის სასურველ ნებისმიერ ნივთს კი თბილისის მასშტაბით ნებისმიერ წერტილში მიიღებ.


ბოშის სამზარეულოს ტექნიკა ველიზე
 

ბოშის სამზარეულოს ტექნიკის ასორტიმენტში ტოსტერები, წვენსაწურები, მინი ჩოფერები, ელექტრო ჩაიდნები და სამზარეულოს სხვა ტექნიკა დაგხვდება. ველიზე შეგიძლია ბოშის მიკროტალღური ღუმელი FEL053MS2 აღმოაჩინო, რომელსაც გრილის ფუნქცია და 7 სხვადასხვა ავტომატური რეჟიმი აქვს, მათ შორის გალღობისა და გაცხელებისა. სიმძლავრის 5 დონე კი განსხვავებული ტიპის კერძების მომზადებას გაგიმარტივებს. 


პირდაპირ მარცვლებისგან ყავის მომზადებაში Bosch-ის ყავის აპარატი TIS65429RW  დაგეხმარება, რომელსაც 2 ჭიქა ყავის ერთდროულად მომზადება შეუძლია. მოწყობილობის ორთქლის საცმი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კონსისტენციის რძის ქაფის მომზადებას. ყავის აპარატს თვითწმენდის ფუნქცია აქვს, რაც მის გაუსფთავებას გაგიმარტივებს.


Bosh-ის კატეგორიაში შეხვდები ასევე მინი ბლენდერებსა და ხელის ბლენდერებს მულტიფუნქციური გამოყენებით. კარგი არჩევანია Bosch-ის ხელის ბლენდერი MSM4B670, ჩოფერთან, სათქვეფთან და საზომ ჭიქასთან ერთად. ბლენდერი 4 უჟანგავი ფოლადის საჭრელი პირისგან შედგება, რაც საკვების ხარისხიან დამუშავებას უზრუნველყოფს. თუ საკვების დასამუშავებლად სამზარეულოს სხვა ტექნიკასაც ეძებ, ბოშის ხორცსაკეპი MFW66020 გამოგადგება. ხორცსაკეპი 1800  ვატიანი ძრავით, წუთში 3 კილოგრამამდე ხორცს ამუშავებს. მოწყობილობას თან ძეხვის, ქაბაბისა და ბოსტენულის საჭრელი საცმები მოჰყვება. ასევე აქვს რევერსის ფუნქცია, დანადგარის გაჭედვის თავიდან ასაცილებლად.


შეარჩიე Bosch-ის მსხვილი ტექნიკა


თუკი სარეცხ მანქანას ეძებ, ბოშის პროდუქცია იდეალური ვარიანტი შეიძლება აღმოჩნდეს. ბრენდისგან სხვადასხვა საფასო კატეგორიაში განსხვავებული ფუნქციისა და მაღალი ხარისხის ტექნიკას შეხვდები. მაგალითისთვის, შედარებით ბიუჯეტური ვარიანტია Bosch-ის სარეცხი მანქანა WLS2846SME 7 კილოგრამიანი ტევადობით. ბოშის სარეცხი მანქანა დახვეწილი დიზაინითაც გამოირჩევა და წუთში 1400-მდე ბრუნვის შესრულება შეუძლია.


მუდმივ და ძლიერ შესრუტვას უზრუნველყოფს Bosch-ის მტვერსასრუტი BCS931WBA, რომელიც აღჭურვილია ჯაგრისით და LED განათებით. მოწყობილობა HEPA ფილტრით სრულად ანადგურებს ბაქტერიებს. მიუდგომელი ადგილებისთვის ასევე შეგიძლია გამოიყენო თავაკები სხვადასხვა ზედაპირებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ მაცივარს ეძებ,  Bosch-ის მაცივარი KFI96APEA გამოგადგება, რომელიც მშრალი ჰაერის მუდმივი ცირკულაციის მეშვეობით ხელს უშლის საყინულეში ყინულის წარმოქმნას. XXL Pro ზუსტი კონტროლი კი მაცივარში განთავსებული პროდუქტებისთვის იდეალურ კლიმატს ქმნის. 
 
ველიზე ასევე შეგიძლია ბოშის ჭურჭლის სარეცხის მანქანები და ბოშის სამზარეულოს დანადგარები აღმოაჩინო. სასურველი პროდუქციის შერჩევას სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ შეძლებ, შენაძენს კი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე უფასო მიწოდებით მიიღებ.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.

 

app-store.pngplay-store.png

Copyright © 2026 Veli.store, ყველა უფლება დაცულია.