VELI.store-ზე სახლიდან გაუსვლელად შეძლებ შეარჩიო როგორც ფეხსაცმელი, ასევე ტანსაცმელი. აქ შეხვდები ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა:
გარდა სამოსისა, ველიზე შეგიძლია აღმოაჩინო საათები, სათვალეები და სამკაულები. შეუკვეთე სასურველი ნივთები ონლაინ და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.
შეარჩიე ტანსაცმელი ონლაინ
ველიზე დაგხვდება როგორც ქალის, ასევე კაცისა და ბავშვის ტანსაცმელი. ქალის სპორტული სამოსიდან არჩევანი შეგიძლია გააკეთო SQUATWOLF, სპორტულ ტოპზე, რომელსაც უკან ბადისებრი ნაწილი აქვს და შიდა ბიუსჰალტერის ნაწილიც ეხსნება. ტოპი ნეილონისა და სპანდექსის ქსოვილისგან არის დამზადებული.
პადელის ან ჩოგბურთის თამაშისას Balance Fresh ტექნოლოგიის წყალობით, მოსახერხებელი სამოსი იქნება Nox, კაბა-შორტი, რომელსაც შიდა ჯიბეც აქვს ბურთის მოსათავსებლად. ქალების მიერ შექმნილი ბრენდის, Sophioc-ის სვიტერი წინა მხარეს გაფორმებულია ქართული ტიპოგრაფიით გამოყვანილი ნაქარგით. სვიტერს მრგვალი ყელი აქვს და სრულად ბამბის მასალისგან არის შექმნილი.
მამაკაცებისთვის ველიზე შეარჩევ Adidas, სპორტულ მოსაცმელს, რომელიც პოლიამიდის მასალისგან არის დამზადებული და სრულად ლურჯი ფერის არის. გაზაფხულისა და ზაფხული სეზონისთვის კარგი ვარიანტია Dunlop, მაისური, რომელიც თეთრი ფერისაა. ველიზე მაისურის სხვადასხვა ზომის შერჩევა შეგიძლია. ვარჯიშისთვის ან სხვა სპორტული აქტივობებისთვის კი მოსახერხებელია Nike, შარვალი, რომელიც მწვანე ფერისაა.
ველიზე ყველა ასაკის ბავშვისთვის აღმოაჩენ ტანსაცმელს. მაგალითად, 6 თვემდე ასაკისთვის შეარჩევ Carter's, ბოდეების ნაკრებს მკლავებით, რომელიც სრულად ბამბის მასალისგანა არის დამზადებული. სამოსი არ აღიზიანებს კანს და რბილი ტექსტურისაა. შედარებით მოზრდილი ბავშვებისთვის Halcyon Nights, ჟაკეტი კარგი არჩევანია. ეს ნაქსოვი ჟაკეტი ზამთარში განსაკუთრებულ სითბოსა და კომფორტს შეუქმნის ბავშვს.
დაათვალიერე ფეხსაცმლის ფართო არჩევანი
ქალის ფეხსაცმელების კატეგორიიდან ყოველდღიური სირბილისთვის მოსახერხებელი ვარიანტია Hoka, Everyday Run ფეხსაცმელი, რომელსაც რეზინის ძირი აქვს და პოლიესტერის მასალისგან არის დამზადებული. ტყავის ზედაპირი, სინთეტიკის სარჩული და რეზინის ძირი აქვს Botas, ბოტასს, რომელიც ყოველდღიური სტილის დახვეწილი ატრიბუტი გახდება.
ბავშვებს კი ველიზე შეგიძლია Boots, ბოტები შეურჩიო. მსგავსი ტიპის ფეხსაცმელი 100%-ით წყალგაუმტარია, დამზადებულია სითბოს მარეგულირებელი ნეოპრენით და მოყვება მატყლის ძირი და ბამბის ჩასაფენი.
აღმოაჩინე აქსესუარები VELI.store-ზე
ველიზე გარდა ტანისამოსისა მარტივად შეგიძლია შეარჩიო სხვადასხვა აქსესუარებით. აქ შეგხვდება სხვადასხვა ბრენდის პოლო ქუდი, სხვადასხვა დიზაინის წინდები და შარფები თუ ქამრები. აქვე არ გამოგრჩეს და აღმოაჩინე ქართული აქსესუარები.
გადახედე კატეგორიას ტანსაცმელი & აქსესუარები ველიზე, აქვე დაათვალიერე ქვეკატეგორია Giggles concept, შეარჩიე სასურველი პროდუქტები და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.



































