Crocs ამერიკული ბრენდია, რომელიც ცნობილია უნიკალური დიზაინის მქონე კომფორტული და მსუბუქი ფეხსაცმლით. VELI.store-ზე კატეგორიაში ტანსაცმელი & აქსესუარები შეგიძლია შეარჩიო Crocs-ის როგორც ქალის, ასევე კაცისა და ბავშვის ფეხსაცმელი. შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი სასურველ მისამართზე.
შეარჩიე Crocs-ის ქალის ფეხსაცმელი
ველიზე 15 ფერისა და სხვადასხვა ზომის მიხედვით შეგიძლია შეარჩიო Crocs-ის საზაფხულო ფეხსაცმელი. პროდუქტი ანტიბაქტერიული, მსუბუქი და მოქნილი რეზინის მასალისგან არის დამზადებული, რაც უზრუნველყოფს კომფორტს გადაადგილებისას. ფეხსაცმელზე არსებული ღია სივრცეები ზაფხულში ჰაერის მარტივ მიმოქცევას, ხოლო სანაპიროზე ზღვის დარჩენილი წყლის გამოდევნასაც უწყობს ხელს.
აქვე შეგხვდება Crocs-ის ბავშვის ფეხსაცმელი და ბოტები. მაგალითად, ბოტები სრულად წყალგაუმტარი მასალისგან არის დამზადებული. ფეხსაცმელი არ აწვება ბავშვის ფეხს და არ უშლის ხელს თამაშის დროს. ბოტებს განიერი ყელი აქვს, ეს კი მოზარდს ემარება ფეხსაცმელი მარტივად მოირგოს.
კაცის საზაფხული ფეხსაცმელი ველიზე
ველიზე ასევე დაგხვდება Crocs-ის კაცის შლაპუნები 4 განსხვავებული ფერით და სხვადასხვა ზომის მიხედვით. შლაპუნები დამზადებულია რეზინისგან, რომელიც წყალს არ შთანთქავს და სწრაფად შრება. განსხვავებული სტილის არის Crocs-ის კაცის დახურული ფეხსაცმელი, რომელიც ერთიანად რეზინისა და პოლიესტერისაგან არის შექმნილი.
Crocs-ის ბრენდის აქსესუარები
გარდა ზაფხულის ფეხსაცმლისა, ველიზე შეხვდება Crocs-ის ბრენდის აქსესუარები. მათ შორის არის ცისარტყელის, ნემოს, ავოკადოსა და კოკა-კოლას პინები. შეარჩიე Crocs-ის ბრენდის ზაფხულის სასურველი ფეხსაცმელი VELI.store-ზე, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.