თუკი ყოველდღიური ჩანაწერებისა და პერსონალური გეგმებისთვის ელექტრონულ მოწყობილობებს კლასიკურ საშუალებებს ამჯობინებ, ბლოკნოტები გამოგადგება. ველიზე ბლოკნოტები მრავალფეროვანი ვიზუალით, სხვადასხვა დანიშნულებისთვის შეგიძლია აღმოაჩინო.
აქ ბრენდების მიხედვითაც შეგიძლია ბლოკნოტების შერჩევა, მათ შორის:
- Nuuna
- სკეჩმემორი
- Eureka Kids
- კამალა
- PYLONES
- Moleskin
შერჩეული ნივთი კი თბილისში ნებისმიერ მისამართზე 3 საათში იქნება.
აღმოაჩინე ბლოკნოტების ფართო არჩევანი ველიზე
ველიზე სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია შეარჩიო სასაჩუქრე ბლოკნოტი. მათ შორის კარგი ვარიანტი იქნება ჩერი, დღიური, რომელსაც მყარი ყდა აქვს და აკინძულია ძაფით. ბლოკნოტი საჩუქარის ადრესატს ჯანსაღი ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება. დღიურში თავმოყრილია სასარგებლო ინფორმაცია დაბალანსებულ კვებაზე, ვიტამინ-მინერალების წყაროსა და მათ მნიშვნელობაზე. ნუტრიციის ბაზისები, ფიტნეს მითები, ვარჯიშის მეთოდიკა და ემოციური კვებაც კი მარტივი ენით არის მოტანილი მკითხველამდე.
ბავშვებისთვის კარგი ვარიანტია კამალა, ბლოკნოტი კალმით, რომელიც ზამბარული აკინძვით არის შექმნილი. პროდუქტი 140 ფურცლისგან შედგება და თითოეული მათგანს სუფთა დიზაინი აქვს. ბლოკნოტის ყდა სრულად ტილოსია. კალამი კი ბავშვებისთვის სახალისო მინის სათამაშოთი არის გაფორმებული.
ველიზე ასევე ლამაზი ბლოკნოტები დაგხვდება. მათ შორის არის სკეჩმემორის ბლოკნოტი კარლო კაჭარავას დიზაინით. პროდუქტს მაგარი ყდა აქვს და იდეალურია ჩანაწერებისა და ჩანახატების მოყვარული ადამიანებისთვის. ჰოლმენის ფურცლების თერმული აკინძვის სტილი კი ბლოკნოტის გამძლეობას უზრუნველყოფს.
შეარჩიე ტყავის ბლოკნოტი
საინტერესო დიზაინით გამოირჩევა Nuuna, ტყავის ბლოკნოტი, რომელიც A6 ფორმატისაა და 176 გვერდისგან შედგება. ფურცელები წერტილოვანი დიზაინისაა, რაც უზრუნველყოფს მის გამოყენებას როგორც საწერად, ასევე ჩანახატების გასაკეთებლად. ყდა რბილია და სრულად დამზადებულია რეციკლირებული ტყავისგან.
იშოპინგე VELI.store-ზე ონლაინ და ისარგებლე მიტანის სერვისით ნებისმიერ პროდუქტზე, იქნება ეს სამუშაო ბაინდერი და საქაღალდე, ან შემოქმედებისთვის სახის საღებავების ნაკრები და ბევრი სხვა ნივთი.