გამომცემლობა ალეფის სხვადასხვა თემატიკისა და ჟანრის წიგნებს გამოსცემს მათ შორის არის მითოლოგია, პოლიტიკური მეცნიერებები, ფილოსოფია, სოციოლოგია და ფსიქოლოგია. VELI.store-ზე აღმოაჩენ ალეფის გამომცემლობის შემეცნებითი ხასიათის ლიტერატურას. გადახედე მხატვრული ლიტერატურის კატეგორიას ველიზე და შეარჩიე სასურველი წიგნები სახლიდან გაუსვლელად.
გამომცემლობა ალეფის წიგნები VELI.store-ზე
ველიზე ალეფის გამომცემლობის კატეგორიაში შეხვდები ავსტრიული ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის ჰერმან ბოხის წიგნს “ვერგილიუსის სიკვდილი”. პოეზიისა და პროზის მიჯნაზე დაწერილ ამ რომანში აღწერილია გენიალური რომაელი პოეტის, ვერგილიუსის სიცოცხლის ბოლო საათები: მისი მგზავრობა და ბრუნდიზიუმში ჩასვლა, სიკვდილისწინა ხილვები და ბოდვები, მეგობრებთან და იმპერატორ ოქტავიანუსს ავგუსტუსთან უკანასკნელი საუბარი, რამაც გადაწყვიტა კიდეც მისი უკვდავი ქმნილების – ენეიდას ბედიც.
ელიადის ერთ-ერთი გამორჩეული წიგნია “მეფისტოფელი და ანდროგენი”. ნაწარმოები მხოლოდ ნაწილობრივ თუ მოიცავს წიგნში წარმოდგენილ რელიგიურ და მითოლოგიურ პრობლემათა ფართო სპექტრს, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა დროსა და ადგილას, მთლიანობაში კი, XX საუკუნის 50-იან წლებში დაიწერა. ველიზე მეტი კომფორტისთვის ასევე შეგიძლია აღმოაჩინო აქსესუარები კითხვისთვის.
შეარჩიე ლიტერატურა ონლაინ
ფილოსოფიური და ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული რომანია ჟან-პოლ სარტრის “გულისრევა”. მწერალმა ყველაზე მეტად სახელი ამ ნაწარმოებით გაითქვა. ავტორის აზრით, ეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომი იყო. ნაწარმოები ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთ კანონიკურ ნაშრომად ითვლება.
შეარჩიე ალეფის გამომცემლობის წიგნები ველიზე, დაათვალიერე წიგნების კატეგორია, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.