კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
აქსესუარები კითხვისთვის
აქსესუარები კითხვისთვის
დალაგება:

აქსესუარები კითხვისთვის

Paladone, სანათი ლოგო Star Wars
120.00
Paladone, სანათი ლოგო Star Wars
20 პროდუქტის ჩვენება

მყუდრო საბნის ქვეშ გახვევა საიდუმლოებით მოცული რომანით თუ ფენტეზის თავგადასავალში მოგზაურობა ცხელ ჩაის ფინჯანთან ერთად ნამდვილად სასიამოვნოა.
ხშირად წიგნის მოყვარულისთვის კითხვის ბედნიერება ისეთი წიგნის პოვნაა, რომელიც 'წაკითხვად ღირს'. ეს ბედნიერება კი კითხვის პროცესით გრძელდება.
თუმცა, მოდი შევთანხმდეთ: შესაბამისი აქსესუარები კითხვისთვის კიდევ უფრო სასიამოვნოსა და სახალისოს ხდის კითხვის გამოცდილებას.

VELI.Store-ის წიგნების ონლაინ კუთხეში, ყველა მკითხველისთვის მოიძებნება რაღაც. თუ გიყვარს წიგნები და ეძებ მის გამოხატვის ხერხს, აქ შეგიძლია იპოვო ისეთი აქსესუარები კითხვისთვის, რომლებიც გჭირდება, თან ხელმისაწვდომ ფასად. ისინი დაგეხმარება ყველაზე მყუდრო საკითხავი გარემო შეიქმნა.
 

წიგნის დამჭერი

გიჭირს ერთი ხელით კითხვა, როცა ერთ ხელში ჩაი/ღვინო/ყავა გიჭირავს მეორეთი კი შინაურ, ოთხფეხა მეგობარს ეფერები? ამისთვის ერთ-ერთი შესანიშნავი აქსესუარი - გვერდის დამჭერი გამოგადგება. შეგიძლია გვერდები მცირე დისკომფორტის გარეშე გადაშალო. თან წიგნის დიდი ხნით ხელში ჭერით გამოწვეულ დაძაბულობასაც აუცილებლად მოგიხსნის. 

 

ბლოკნოტი

შეავსე ფიქრებით ბლოკნოტი და ჩასანიშნი ფურცლები. ეს წაკითხული წიგნების გადააზრების საშუალებას მოგცემს. 
თუ კვირაში რამდენიმე წიგნს კითხულობ, შეიძლება რთული იყოს ყველა მათგანის დამახსოვრება. რომც დაიმახსოვრო წლების შემდეგ, ალბათ, დაგავიწყდება წაკითხული წიგნების დეტალები. სწორედ აქ დაგჭირდება ისეთი აქსესუარები კითხვისთვის როგორიც ჩასანიშნი ბლოკნოტებია. თან თუკი ხელით წერის გამოცდილება ფიზიკურ ფურცლებზე, ელექტრონულ გაჯეტებსა და აპლიკაციებს გირჩევნია. 
ყოველი წიგნის დასრულების შემდეგ, უბრალოდ ჩაწერე რამდენიმე სტრიქონი იმის შესახებ, თუ რას ეხებოდა და რას გრძნობდი, შეგიძლია შეფასებაც გააკეთო. აბა დაფიქრდი, რა სასიამოვნო იქნება წლის ბოლოს გადახედო წაკითხულ სხვადასხვა ისტორიას. 

 

წიგნის სანათი

კარგი განათება აუცილებელია ნებისმიერი მკითხველისთვის. განსაკუთრებით, თუკი ძილისპირულს გიყვარს კითხვა.

წიგნის სანათით, შენ შეძლებ ღამემდე წაიკითხო, რამდენიც გსურს, სხვისი გაღვიძების შიშის გარეშე. არ აქვს მნიშვნელობა შენს ოთახში იმყოფები, ახალ ქალაქში მოგზაურობ თუ იდილიის შექმნისთვის კითხვის კუთხეს იწყობ.

ინვესტიცია კარგი განათებისთვის ნამდვილად ღირს, ისეთი სანათით, რომელიც შეგიძლია ერთდროულად ფუნქციურად და ვიზუალით აირჩიო. ეს მოსახერხებელი დასაკეცი ლამპა, განათებასთან ერთად, შენ მიერ შერჩეულ გვერდსაც ნიშნავს.


ჭიქა

კითხვის პროცესი უკეთესია საყვარელი წიგნითა და ჭიქით ხელში.
ჭიქების ეს ფართო არჩევანი უბრალოდ იდეალურ ატმოსფეროს შეგიქმნის. კითხვისას კი ცხელი ყავის, ჩაისა თუ ცხელი შოკოლადის არომატით დატკბები. 

მოძებნე ფინჯანი ველიზე, მოკალათდი და შემატე ხალისი ყოველი დღის კითხვის საათს.

სანიშნი

რა არის უკეთესი გზა წიგნის ფურცლების დასტადან საუკეთესო ადგილის აღსანიშნად, ვიდრე სანიშნე? შესაძლოა ამისთვის ძველ ქვითარს ან ბილეთს იყენებდე. თუმცა, ლამაზი პრინტით გაფორმებული სანიშნეები, რომლებიც სხვადასხვა მასალისგანაა დამზადებული კითხვისთვის კარგ განწყობას შეგიქმნის. 

იკითხე კომფორტულად! შეიძინე პრაქტიკული და ორიგინალური წიგნის აქსესუარები Veli-ზე. 

VELI.store-დან მიწოდება ყველგან უფასოა, შეკვეთას თბილისსა და მის გარშემო 3 საათში მიიღებ.