Juliette Has A Gun გამორჩეულად ფემინური, კლასიკური ფრანგული პარფიუმ ბრენდია, რომელიც პარიზში, 2006 წელს შეიქმნა. ბრენდის მთავარი იდეაა გააერთიანოს სითამამისა და ელეგანტურობის შეგრძნებები საერთო სურნელში და შესთავაზოს იგი მომხმარებელს, მსოფლიოს გარშემო.
VELI.store-ზე Juliette Has A Gun-ის თითოეული სუნამო მკაფიო ინდივიდუალურობას, უნიკალურობას გამოხატავს. შეარჩიე ნებისმიერი სურნელოვანი პროდუქტი, შენთვის ან შენი ადრესატისთვის ონლაინ და ისარგებლე უფასო მიწოდებით საქართველოს ყველა რეგიონში.
დაათვალიერე Juliette Has A Gun-ის კატეგორია VELI.store-ზე
თუ ამ ბრენდის შესახებ აქამდეც გსმენია და უკვე ზუსტად იცი რომელ სუნამოს შეარჩევ, აქვე შეგიძლია სურნელოვანი სანთელი ან სახის საპონიც გააყოლო ხელს. ხოლო, თუ ჯერ არ გადაგიწყვიტავს, რომელი სურნელი იქნება შენთვის იდეალური, Juliette Has A Gun-ის ყველაზე პოპულარული სუნამოების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
Juliette Has A Gun In The Mood For Oud - აღმოსავლური/ციტრუსოვანი სუნამო რომელიც, საკმაოდ ინტენსიური და ეფექტურია.
Juliette Has A Gun Miss Charming - ყვავილოვანი, სენსუალური, ნაზი სურნელი, რომელიც განსაკუთრებით უხდება დღის მონაკვეთს.
Juliette Has A Gun Lust For Sun edp - ყვავილოვან-ციტრუსოვანი სუნამო, Juliette Has A Gun ის 2023 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. ეს თბილი, ზაფხულური სურნელი განკუთვნილია როგორც ქალების, ასევე კაცებისთვისაც.
Juliette Has A Gun MMMM… - ტკბილი, კრემისებური არომატი, ვანილის, ნეროლისა და სანდლის ხის ნოტებით, ფარულ, ინტიმურ ემოციებს ქმნის.
თითოეული ბოთლი თავის მხრივ დახვეწილობისა და მიმზიდველობის მკაფიო მესიჯს ატარებს, თუმცა მათ ნოტებსა და არომატს შორის კონტრასტი, მარტივად შესამჩნევია.
შეარჩიე შენთვის იდეალური Juliette Has A Gun-ის სუნამო VELI.store-ზე და მიიღე შენაძენი სახლის კართან, სულ რაღაც 3 საათში.