VELI.store-ზე სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი და ტრენდული პროდუქტები მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან დაგხვდება. აღმოაჩინე თავის მოვლისა და სილამაზის ნაკრებები ველიზე ექსკლუზიური ქართული მწარმოებლისგან, Freeza-სგან.
ბრენდის შესახებ
Freeza კოსმეტიკური ნიღბების ქართული ბრენდია. მისი სახის ნიღბების დასამზადებელი აპარატით სახლის პირობებშიც მოსახერხებია ნიღბების დამზადება და მეტიც, ამისთვის სულ 5 წუთი დაგჭირდება. აპარატის გამოსაყენებლად და გამაჯანსაღებელი ნიღბის დასამზადებლად სულ რამდენჯერმე დაგჭირდება ღილაკზე თითის დაჭერა. არ აქვს მნიშვნელობა საჩუქრად Freeza-ს ამ პროდუქტს საჩუქრად შეარჩევ თუ მულტიფუნქციურ მინი მაცივრის შეძენას შენთვის გადაწყვეტ, სულ რაღაც 3 საათში, ნებისმიერი შენაძენი შენს კართან აღმოჩნდება - მიტანა უფასოა საქართველოს ყველა რეგიონში.
Freeza-ს სახის კანის გამაჯანსაღებელი ნაკრები
იმისთვის რომ სახის კანზე შესაბამისად იზრუნო და მისი მოვლის რუტინა გაიმრავალფეროვნო, ველის ციფრულ თაროებზე ქართული ბრენდის მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდება. სახის კანის გაჯანსაღებად Freeza-ს ისეთი პროდუქტებით შეძლებ, როგორებიცაა: თვალისა და ტუჩის ნიღბების ნაკრები, სახის გორგოლაჭებიანი მინი მასაჟორი, ყინულის მასაჟორი ბურთები, მინი მაცივარი სხვადასხვა თავის მოვლის საშუალების შესანახად, ნიღბის დასამზადებელი ფორმები, სასაჩუქრე ნაკრები. ნაკრები ‘’In my Glow up Era’’ შედგება გორგოლაჟებიანი მასაჟორისა და თვალისა და ტუჩის ნიღბებისგან. რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის. შემავალი პროდუქტები არ შეიცავს პარაბენებს, სულფატებსა და ხელოვნურ საღებავებს.
Freeza All-Natural Hyaluronic Acid & Collagen თვალის და ტუჩის ნიღაბი Stars ხსნის თვალის უპეების შესივებას და ეფექტურად ებრძვის თვალის ირგვლივ მუქ წრეებს. ატენიანებს კანს და ხსნის დაღლილობას. ასევე, ამცირებს წვრილი ნაოჭების წარმოქმნას.
Freeza-ს მინი მაცივარი
Freeza-ს ასორტიმენტიდან ერთ-ერთი გამორჩეული და პოპულარული პროდუქტი მინი მაცივარია. მულტიფუნქციური მინი-მაცივარი, საუკეთესო დამცავი სათავსოა თქვენი პარფიუმერიის, კრემების, სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებისა და სახის მასაჟორებისთვის. Freeza-ს მინი მაცივარი ამ გამორჩეული მახასიათებლები აქვს, მათ შორის:
- ცივი და თბილი რეჟიმი: 15°-მდე გაგრილება და 65°-მდე გათბობა;
- მოცულობა 4 ლიტრი;
- მრავალმხრივი გამოყენება სახლისთვის და ავტომობილისთვის
- კანის მოვლისა და კოსმეტიკურ საშუალებების ვადის გახანგრძლივება ოთახის ტემპერატურასთან შედარებით, 15 გრადუსით მეტი გაგრილებით, რაც მავნე ბაქტერიებსაც შეამცირებს.
- ეკომეგობრული წარმოება
- მაცივრის შესაერთებელი როგორც საშინაო დენის წყაროსთვის(220V), ასევე, 12V-იანი შესაერთებელი ავტომანქანისთვის.
შეიძინე სახლიდან გაუსვლელად ერთ სივრცეში თავის მოვლის სასურველი საშუალებები, რითიც კანის, თმისა თუ სხეულის სიჯანსაღეზე იზრუნებ. ისარგებლე უფასო სასაჩუქრედ შეფუთვისა და მიტანის სერვისით საქართველოს ყველა რეგიონში. თბილისის მასშტაბით შენაძენს სასურველ მისამართზე, 3 საათიან მონაკვეთში მიიღებ.