უფასო მიწოდება
ძებნის ისტორია ცარიელია
უფასო მიწოდება
Freeza - 𝗖𝗼𝗼𝗹 𝗗𝗼𝘄𝗻, 𝗪𝗮𝗿𝗺 𝗨𝗽, 𝗦𝘁𝗼𝗿𝗲 𝗜𝗻 𝗧𝗼 𝗘𝗻𝗷𝗼𝘆
• მულტიფუნქციური & პორტატული მინი-მაცივარი
• გამოიყენება: კოსმეტიკური საშუალებების, მედიკამენტების, ბავშვის კვებისა და სასმელების შესანახად
• ცივი და თბილი რეჟიმი: 15°-მდე გაგრილება და 65°-მდე გათბობა
• ბრენდირებულია საქართველოში
• მოცულობა 4 ლიტრი
• ენერგოეფექტური
• ეკომეგობრული
• ცივი და თბილი რეჟიმი
• სახლისთვის და ავტომობილისთვის
• მოყვება: შესაერთებელი როგორც საშინაო დენის წყაროსთვის(220V), ასევე, 12V-იანი შესაერთებელი ავტომანქანისთვის
✔ მულტიფუნქციური მინი-მაცივარი, საუკეთესო დამცავი სათავსოა თქვენი პარფიუმერიის, კრემების, სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებისა და სახის მასაჟორებისთვის. მასში, ასევე, შეგიძლიათ, შეინახოთ დამატენიანებლები, ნიღბები, ზეთები და შრატები. მაცივარი მოსახერებელია მედიკამენტების, საკვების, სასმელისა და გამოწველილი რძის შესანახად.
✔ მსუბუქი და პორტატული: Freeza მინი-მაცივარში, შესაძლებელია, 330 მილილიტრი მოცულობის ექვსი ერთეული სასმლის, კოსმეტიკური თუ სახის მოვლის პროდუქტის შენახვა. იდეალურია კოსმეტიკის მაგიდაზე მოსათავსებლად, მოგზაურობისას თუ პიკნიკზე ყოფნისას.
✔ მინი-მაცივრის მობილური თაროები, მოგცემთ საშუალებას, შეინახოთ მომცრო მოცულობის იოგურტი, ხილის, რძის, წვენისა და სმუზის მცირე ულუფები და რძე ჩვილებისთვის.
✔ მინი-მაცივარი აღჭურვილია მობილური თაროებითა და მოსახერხებელი სახელურით, რაც მის გადატანას ამარტივებს. იდეალურია საძინებელში და ოფისში მოსათავსებლად, მანქანით ან მატარებლით მოგზაურობისას, პიკნიკზე წასაღებად და სხვა.
✔ Freeza მინი-მაცივარი, თქვენი კანის მოვლისა და კოსმეტიკურ საშუალებებს, გამოყენების ვადას გაუხანგრძლივებს და, ოთახის ტემპერატურასთან შედარებით, 15 გრადუსით მეტი გაგრილებით, მავნე ბაქტერიებსაც შეამცირებს.
✔ შეინახეთ ყველა ორგანული პროდუქტი ამ კომფორტულ მაცივარში და შეუნარჩუნეთ მათ გამოყენების ვადა და ხარისხი. გათბობის დამატებითი ფუნქცია: გაგრილებასთან ერთად, მაცივარს აქვს 65 გრადუსამდე გათბობის რეჟიმიც, რაც საკვები პროდუქტის როგორც ცივ, ისე თბილ მდგომარეობაში შენახვას უზრუნველყოფს.
✔ დამზადებულია მაღალფუნქციური პლასტმასისგან, რომელიც გამოიყენება ავტომანქანების, საყოფაცხოვრებო აღჭურვილობისთვის, მათ შორის მაცივრებისთვის.
▸მაცივრის უნიკალური ნახევრადგამტარი ფუნქციონირება, ზოგავს ენერგიას, არის შესამჩნევად ჩუმი და 100%-ით გარემომეგობრული.
▸მაცივარს საერთოდ არ გააჩნია ფრეონი, აღჭურვილია უსაფრთხო ტექნოლოგიით და გამოირჩევა გამძლეობით.
▸მაცივარს მოჰყვება შესაერთებელი როგორც საშინაო დენის წყაროსთვის (220V), ასევე, 12V-იანი შესაერთებელი ავტომანქანისთვის. გამოიყენეთ შინ ან მგზავრობისას!
მოწყობილობა მოარიდეთ წყალს. არ დატოვოთ წვიმაში ან ნესტიან ადგილას.
▸ ჩართული მოწყობილობა მოარიდეთ მზის სხივებთან უშუალო კონტაქტს.
▸ ნუ დაახშობთ ძრავის სავენტილაციო ღიობს.
▸ ვენტილაციის გამართულად მუშაობისთვის, მის გარშემო, მინიმუმ, 10 სმ-იანი თავისუფალი სივრცე დაიცავით.
▸ თუ მოწყობილობას არ იყენებთ, გამორთეთ ელექტროენერგიის წყაროდან და აუცილებლად დაცალეთ.
▸ მოწყობილობის გასასუფთავებლად, გამოიყენეთ მხოლოდ სველი რბილი ქსოვილი.
▸ ლაქების მოსაშორებლად, შეგიძლიათ, დაუმატოთ მცირეოდენი თხევადი საპონი.
▸ ავტომანქანაში გამოყენებისას, როდესაც ძრავა გამორთულია, სავალდებულოა, მაცივარი მასთან დამაკავშირებელი წყაროდანაც გამორთოთ.
✓ ფრთხილად ამოიღეთ ყუთიდან და გაწმინდეთ რბილი სველი ქსოვილით.
✓ შეაერთეთ დენის წყაროში:
ა) სახლში გამოყენებისას, AC ადაპტერი შეაერთეთ 100V-240V AC ვოლტიან დენის წყაროში.
ბ) ავტომანქანაში გამოყენებისას, 12-Volt DC მანქანის ადაპტერი შეაერთეთ სანთებელას ელექტრო ბუდეში.
▸ სამუშაო რეჟიმის შეცვლისას, ჩართვის ღილაკი, OFF პოზიციაში, მინიმუმ, 5 წუთით დატოვეთ.
▸ კონდენსაციისას წარმოქმნილი სისველე, პერიოდულად, რბილი ქსოვილით გაწმინდეთ.
ბავშვები ელექტროსადენებს მკაცრად მოარიდეთ.