ტანსაცმლისა და სხვადასხვა ქსოვილის რეცხვის დროს, რეკომენდებულია სარეცხი საშუალება სწორად შეარჩიო. მნიშვნელოვანია, რომ სარეცხი საშუალება იყოს ანტიალერგიული, არ იწვევდეს გაღიზიანებას კანზე და არ აზიანებდეს ქსოვილს რეცხვის პროცესში. ველიზე სარეცხი საშუალებების მწარმოებელი ცნობილი ბრენდის, Savex-ის პროდუქციას აღმოაჩენ.
Savex-ის სარეცხი საშუალებები ველიზე
რეცხვისა და ქსოვილის მოვლისას შენზეა დამოკიდებული სარეცხ ფხვნილს ამჯობინებ, სითხეს თუ სულაც კაფსულებს. თითოეულ მათგანს განსხვავებული უპირატესობები გააჩნია.
სარეცხი ფხვნილები
თუკი სარეცხ ფხვნილს ფერადი ქსოვილებისთვის ეძებ, Savex Color & Care, სარეცხი ფხვნილი კარგი ვარიანტია. ფხვნილი ნებისმიერი ტიპის ქსოვილის რეცხვისთვის შესაბამისია და პარფიუმის სურნელი გამოარჩევს.
თეთრი და ფერადი ქსოვილებისთვის Savex Fresh,სარეცხი ფხვნილი, 1.2 კგ. გამოგადგება. სარეცხი საშუალება როგორც ხელით, ასევე მანქანით რეცხვისთვის შეგიძლია გამოიყენო.
იმ შემთხვევაში, თუ სარეცხი ფხვნილი შედარებით მცირე რაოდენობით გჭირდება Savex Premium, Color 300 გრამიანი შეფუთვაში შეგიძლია შეარჩიო. ფხვნილი ეფექტურად აცილებს ლაქებს და ტოვებს სასიამოვნო სურნელს ქსოვილზე.
სარეცხი სითხეები
ყოველდღიური გამოყენებისათვის, უპირატესობა სარეცხ სითხეებს ენიჭება. ქსოვილის სიქათქათე რომ შეინარჩუნო, Savex, Premium, თეთრი ქსოვილის სარეცხი სითხე კარგი არჩევანია. სითხის გამოყენება ნებისმიერი ტიპის ქსოვილზე შეგიძლია, როგორც მანქანით, ასევე ხელით რეცხვისას.
შავი ქსოვილებისთვის Savex, Premium, შავი ქსოვილის სარეცხი გელი გამოგადგება. სითხე კარგად აშორებს ლაქებს და უზრუნველყოფს ქსოვილის ფერის დიდხანს შენარჩუნებას.
ფერადი ქსოვილებისთვის კი Savex, Premium, ფერადი ქსოვილის სარეცხი სითხე შესაძლოა საუკეთესო არჩევანი აღმოჩნდეს. სითხე უზრუნველყოფს ეფექტურ რეცხვას, მდგრად ფერსა და სასიამოვნო სურნელს ქსოვილზე.
სარეცხი მანქანის კაფსულები
თუ რეცხვის პროცესში სარეცხი საშუალების სწორად დოზირება შენთვის პრობლემურია, სარეცხი კაფსულები კარგი გამოსავალი იქნება. კაფსულების გამოყენება იოლია, ამისთვის მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული დოზის კაფსულების სარეცხ მანქანაში მოთავსება მოგიწევს.
თეთრი და ფერადი ქსოვილებისთვის Savex Super Caps Perfume, ქსოვილის სარეცხი კაფსულა გამოგადგება. კაფსულების გამოყენება ნებისმიერ ქსოვილზე შეგიძლია, მატყლისა და აბრეშუმის გარდა. სარეცხი საშუალება სპეციალური შემადგენლობის მეშვეობით სიქათქათეს ანიჭებს თეთრ ქსოვილებს, ხოლო ფერადს სიხასხასეს. გამოიყენება მხოლოდ სარეცხი მანქანისათვის.
თუკი კაფსულებს უფრო დიდ შეფუთვაში ეძებ, Savex Super Caps Extra Fresh, ქსოვილის სარეცხი კაფსულა, 28 ც. საუკთესო არჩევანია. ეფექტური სარეცხი საშუალების გამოყენებას დიდი ხნის მანძილზე შეძლებ, სწორ დოზირებაზე ფიქრი კი არ მოგიწევს.
ველიზე Savex-ის პროდუქციას ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეარჩევ, შენაძენის მიღება კი თბილისში 3 საათში, უფასოდ შეგიძლია.