ტანსაცმლის სწორი მოვლისა და სისუფთავისთვის საჭირო პროდუქტების შეძენა VELI.store-ზე სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია. აქ შეარჩევ ქსოვილის მოვლის საშუალებებს და სამრეცხაო ოთახის აქსესუარებს. შეუკვეთე და მიიღე სასურველი ნივთები უფასო მიწოდებით თბილისის ნებისმიერ მისამართზე, 3 საათში.
შეარჩიე ქსოვილის მოვლის საშუალებები ველიზე
სამოსის მოვლისთვის ველიზე შეარჩიე სარეცხი სითხეები და აღმოაჩინე ლაქების ამომყვანი საშუალებები. აქ შეხვდები Wäsche-ს ფერადი ქსოვილის სარეცხ სითხეს, რომელიც ყველა ტიპის ქსოვილისთვის გამოიყენება, გარდა შალისა და აბრეშუმისა. პროდუქტი ასუფთავებს სამოსს ჭუჭყისგან და ანიჭებს მას სასიამოვნო სურნელს. სითხე ავტომატური და ხელით რეცხვისთვის გამოიყენება.
ტანსაცმლის გაუფერულებისგან თავდასაცავად კარგი ვარიანტია Dr. Beckmann-ის ფერადი ქსოვილის სარეცხი ფურცელი, რომელიც სარეცხის მანქანით რეცხვის შემთხვევაში გამოიყენება და ეფექტურად აშორებს ჭუჭყს ქსოვილს. ტანსაცმლიდან ლაქების ამოყვანაში კი დაგეხმარება Vanish-ის ლაქების ამომყვანი ფხვნილი.
აღმოაჩინე სამრეცხაო ოთახის საწმენდი პროდუქტები
ტანსაცმლის მოვლასთან ერთად უშუალოდ სამრეცხაოსაც სჭირდება ყურადღება. ამისთვის ველიზე დაათვალიერე სამრეცხაო ოთახის საწმენდი საშუალებები და შეარჩიე სასურველი პროდუქტი. აქ აღმოაჩენ HG-ს სითხეს, რომელიც ფილებს შორის ღარების საწმენდად გამოიყენება. საშუალება აშორებს ღრმად ჩამჯდარ ჭუჭყს და ცემენტს. სითხე მოსახერხებელია კედლებისა და იატაკის წმენდისთვის.
ველიზე შეხვდები Titiz-ის უნივერსალურ საწმენდ ჯაგრისს, რომელიც აშორებს წვრილ ნამსხვრევებს, მტვერს, მატყლსა და თმას. Parex-ის ფანჯრის საწმენდი ჯოხი კი სარკეების, შუშისა თუ მინების გაწმენდას ამარტივებს და თან არ ტოვებს ნაკაწრებს.
სანტექნიკის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტი
იმისთვის, რომ სარეცხის მანქანამ დიდი ხნის განმავლობაში უპრობლემოდ იმუშაოს, მნიშვნელოვანია მისი სწორი მოვლა. ამ პროცესში დაგეხმარება Calgon-ის სპირალის საწმენდი სითხე, რომელიც იცავს სარეცხის მანქანის ყველა მნიშვნელოვან ნაწილს. აშორებს ნადებს და აქრობს უსიამოვნო სუნს. სამრეცხაო ოთახში არსებული მილების დაცვას უზრუნველყოფს HG-ს მილების საწმენდის სითხე. პროდუქტი წმენდს მილებს გაჭედილი ნარჩენებისგან. სითხე არ საჭიროებს ცხელი წლის დამატებას.
დაათვალიერე კატეგორია სახლის მოვლა, შეარჩიე საძინებლისა და მისაღები ოთახის სისუფთავისთვის საჭირო პროდუქტები, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.