მშვიდი და უსაფრთხო ძილისთვის საძინებლის სისუფთავეს დიდი მნიშვნელობა აქვს. VELI.store-ის ციფრულ თაროებზე ონლაინ შეგიძლია აღმოაჩინო საძინებლის საწმენდი აქსესუარები თუ სხვადასხვა სითხეები. შეუკვეთე სასურველი პროდუქტები და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით თბილისის ნებისმიერ მისამართზე, 3 საათში.
საძინებლის საწმენდის საშუალებების დიდი ასორტიმენტი
საძინებელი ოთახისთვის სისუფთავისთვის პირველი ეტაპია იატაკის მოვლა. ველიზე გადახედე ხის იატაკის საწმენდ საშუალებებს და შეარჩიე შენთვის სასურველი პროდუქტი. აქ შეგხვდება Bagi Oranit-ის იატაკის უნივერსალური საწმენდი სითხე, რომელიც ნებისმიერი ტიპის მყარი იატაკის გასაწმენდად გამოიყენება, მათ შორის, ხის, ლამინატის, მარმარილოსა თუ გრანიტისთვის. სითხე აშორებს ჩამჯდარ ჭუჭყსა თუ ცხიმს და ტოვებს სასიამოვნო სურნელს. პროდუქტი არ გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს.
საწოლის ზედაპირის გასაწმენდად მოსახერხებელი ვერსიაა Mebelux-ის ავეჯის საწმენდი აეროზოლი, რომელიც ხის, პლასტმასის, მინის, მეტალისა და კერამიკისთვის გამოიყენება. პროდუქტი შეიცავს ცვილს, რაც დამატებით იცავს ზედაპირებს დაზიანებისა და მტვრის ნაწილაკებისგან. ველიზე ასევე დაათვალიერებ მეტალის, მეტლახისა და გრანიტის საწმენდ საშუალებებს.
ავეჯის & ტექნიკის მოვლის პროდუქტები
საძინებლის ავეჯისთვის შეგიძლია შეარჩიო რბილი ავეჯის საწმენდი პროდუქტები. მატრასების, ავეჯისა და ავტომობილის სალონისთვის კარგი ვარიანტია Emsal-ის რბილი ავეჯის საწმენდი ქაფი. სითხე აშორებს ჭუჭყს და ლაქებს. იცავს ქსოვილის ფერსა და სტრუქტურას. გამოყენების შემდეგ კი არ ტოვებს კვალს.
საძინებელში განთავსებული ტექნიკისთვის კი შეგიძლია გამოიყენო Frosch-ის უნივერსალური საწმენდი სითხე, რომელიც დამატებით აშორებს ობსა თუ სოკოს. პროდუქტი კლავს ბაქტერიებსა და მიკრობებს. არ აღიზიანებს კანს და არ იწვევს ალერგიას. ოთახში სასიამოვნო სურნელისთვის კი ჰაერის გამწმენდი საშუალებები დაათვალიერე.
იშოპინგე ველიზე, გადახედე სახლის მოვლის კატეგორიას, შეუკვეთე სასურველი პროდუქტები სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.