იმის მიუხედავად მრავალწლიან ბოლქვიან მცენარეს უვლი თუ ერთწლოვან ბოჭკოვანს, ნებისმიერი სახის მებაღეობისთვის საჭირო საშუალებებს ‘’მცენარის მოვლის’’ კატეგორიაში იპოვი. პროდუქტის შერჩევისას კი უფასო მიტანის სერვისით, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში ისარგებლებ.
მცენარეებისა და ბალახის მოსავლელად - ხელსაწყოები & ინვენტარი, ლარნაკები, მიწა და სასუქი, ასევე მრავალფეროვანი ქოთნები, ველიზე ხელმისაწვდომია. დაზოგე დრო და ბიუჯეტი ონლაინ შოპინგისას და შეარჩიე საჭირო ყველაფერი ერთ სივრცეში, სახლიდან გაუსვლელად.
ხელსაწყოები და აქსესუარები მცენარეებისთვის ველიზე
ეზოს ფასადის მოწესრიგება, როგორიცაა მაგალითად ბუჩქების, მწვანე ბალახის, ხეების და მცენარეების შელამაზება საკრეჭი ხელსაწყოთი ან ხელით შეგიძლია. შეარჩიე და გამოიყენე სხვადასხვა ინსტრუმენტი, რათა დელიკატურად იზრუნო მის სიჯანსაღეზე, მაგალითად, ნიჩაბი, კულტივატორი, ნიადაგის გასაფხვიერებელი, ფოცხი, სეკატორი და სხვა მრავალი ხელსაწყო. Gardena-ს ეს ინსტრუმენტების ნაკრები დაგეხმარება, მარტივად შეძლო ყვავილებისა თუ სხვა მცენარეების გადარგვა, ნიადაგის გამოცვლა და გაფხვიერება. ნაკრები შედგება ნიადაგის სამკბილა გამაფხვიერებლისგან, პატარა ნიჩბისგან, სეკატორისა და ჯაგრისისგან.
ბაღის ინსტრუმენტები
არ აქვს მნიშვნელობა მცენარეს ახლა რგავ, თვითმორწყვად მცენარეზე ზრუნავ, თუ საკვები ნივთიერებებით გამოფიტული ნიადაგის განახლება გჭირდება. Kikkerland-ის ეს მცენარეების მოვლის ნაკრები ამ სამუშაოს შესასრულებლად იდეალური საშუალებაა. შედგება - მცირე და დიდი ზომის ნიჩბისა და ფოცხისგან. იმისთვის, რომ მცენარე აკურატულად გაათავისუფლო გამხმარი ფოთლებისგან, ან ყვავილები შეაჭრა საუკეთესო ხარისხის მცენარის მაკრატელიც გჭირდება, ისეთი როგორიცაა Fiskars-ის მაკრატელი. პროდუქტი გამოირჩევა კომფორტულობითა და კომპაქტურობით. მისი პატარა პირის საშუალებებით შესაძლებელია ზუსტი და ბასრი ჭრის გაკეთება ნებისმიერი დახრილობით.
ქოთნები და ლარნაკები
მცენარის დარგვამდე მნიშვნელოვანია ნიადაგი მოამზადო. მცენარის ზრდისა და საკვები ნივთიერებებით უზრუნველსაყოფად შეარჩიე მიწა და სასუქი. CANNA Terra Professional შეიცავს ორგანული ინგრედიენტების ნაზავს. მაღალი ღირებულების ორგანული ინგრედიენტები, როგორიცაა ჰაეროვანი ტორფის ხავსი და ხის ქერქის ტიპები ანტისეპტიკური მოქმედება აქვთ. ამ ნიადაგის საშუალებით მცენარის ფესვები სწრაფად ვითარდება და იზრდება. მიწა დამზადებულია პათოგენის, სარეველასი და მავნებლების გარეშე.
იმ შემთხვევაში თუ მცენარის გაზრდას აივანზე, ვერანდაზე ან ოთახში გადაწყვიტე, საუკეთესო ნიადაგი დაგჭირდება, ისეთი როგორიცაა Hy-Pro-ს მიწა, რომელიც შეიცავს ყველა მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებას სასიცოცხლო ზრდისა და ყვავილობისთვის. ასევე ნაჭრის ქოთანი, რათა ფესვებმა ისუნთქოს და განვითარდეს. ამასთანავე, საშინაო პირობებში მცენარისთვის ქოთნის ტიპიც უმნიშვნელოვანესია. ნაჭრის ქოთანი მაღალი ხარისხის, ქსოვილის ქოთანია, რომელიც ფესვების ყველა მიმართულებით თანაბარ ზრდას უზრუნველყოფს. შედეგად მცენარე უკეთესად სწვდება საკვებ ნივთიერებებს და ჰაერი უკეთ მიეწოდება.
ნაკრებები და საყვავილეები
მცენარის სრული ზრდისთვისა და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, შეაჩერე არჩევანი პლასტმასის, ტერაკოტასა და კერამიკის ქოთნებზე. შერჩევისას კი, რეკომენდებულია მათი ფორმის ზომისა და მცენარის ტიპის გათვალისწინება. ველიზე ინტერიერში დამატებითი შტრიხის შესატანად, ფუნქციურთან ერთად განსხვავებული დიზაინის საყვავილეებიც დაგხვდება, როგორებიცაა ჩამოსაკიდი ქოთანი, მეტალის დასადგამი საყვავილე და დაწნული ქოთნების ნაკრები. იშოპინგე ონლაინ, VELI.store-ის ციფრულ მაღაზიაში და ისარგებლე უამრავი საინტერესო შეთავაზებით, სხვადასხვა სახეობის მცენარეზე ზრუნვისთვის საჭირო ნივთებზე.