Ardesto უკრაინული ბრენდია, რომელიც საქართველოში 2019 წლიდან არის წარმოდგენილი. კომპანია ქმნის საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სამზარეულოს და სახლის აქსესუარებს. VELI.store-ზე კატეგორიაში სახლი & ეზო შეძლებ აღმოაჩინო Ardesto-ს ბრენდის პროდუქტები.
აღმოაჩინე ნივთები სამზარეულოს სერვირებისთვის
სამზარეულოს აქსესუარებიდან ველიზე დაგხვდება Ardesto, ტაფა, რომელიც ალუმინისგან არის დამზადებული და მარმარილოს დიზაინი აქვს. პროდუქტის დიამეტრი 26 სმ-ია, სიღრმე კი 7.2 მმ. ტაფას მოყვება შუშის თავსახური, რომელსაც ორთქლის გამოსაშვები აქვს და თავსებადია ყველა ტიპის ქურასთან, მათ შორის ინდუქციურთანაც.
მრავალფუნქციურია Ardesto, Gemini, ქვაბი, რომელიც მოსახერხებელია სუპების, ბოსტნეულის წვნიანებისა და სოუსებისთვის. ქვაბი დამზადებულია მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადის მასალისგან, რაც უზრუნველყოფს სითბოს თანაბარ გადანაწილებას ზედაპირზე. პროდუქტს ასევე თავსახურიც მოყვება.
ველის მომხმარებლებს შორის პოპულარობით სარგებლობს ორმაგი მინის ჭიქა, რომელიც ბოროსილიკატური მინისგან არის დამზადებული. ჭიქა მდგრადია -200C-დან +1500C-მდე. პროდუქტის მოცულობა კი 80 მლ-ს შეადგენს.
ტექსტილის ფართო არჩევანი ველიზე
ველიზე დაგხვდება Ardesto-ს ტექსტილი, სადაც ასევე შეგიძლია შეარჩიო შენი სახლის ინტერიერზე მორგებული პროდუქტები. გადახედე სამზარეულოს ტექნიკისა თუ დეკორის კატეგორიას, შეარჩიე სასურველი ნივთები და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.