სუფრის გაწყობას საქართველოში დიდი ტრადიცია და მნიშვნელობა აქვს. ეს პროცესი კი ველიზე შეძენილი პროდუქტებით შეგიძლია გაამრავალფეროვნო. შერჩეულ ნებისმიერ პროდუქტს, თბილისში, შენთვის სასურველ მისამართზე 3 საათში, უფასო მიწოდებით მიიღებ.
სხვადასხვა ბრენდის სუფრები & რანერები ველიზე
ველიზე ქართული და არაქართული ბრენდებისგან სუფრებისა და რანერების დიდი არჩევანი შეგხვდება.
მრავალწლიანი გამოცდილებით, ქართული ბრენდი ძველი სუფრა განსაკუთრებული ორნამენტებით გაფორმებულ, მაღალი ხარისხის სუფრებსა და რანერებს აწარმოებს. საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცული ნიმუშის მიხედვით შექმნილი სუფრა "ინტელიგენცია" გამორჩეული დიზაინით, შენს საახალწლო სუფრას განსაკუთრებულ ელფერს შესძენს. თუ შენთვის მნიშვნელოვანია, შენი საახალწლო სუფრა ორიგინალური და უნიკალური იყოს, შესაძლოა რანერი "ალილო'' სუფრის გასაფორმებლად კარგი ვარიანტი აღმოჩნდეს. რანერი მწვანე ფერზე შესრულებული ბროწეულისა და სხვადასხვა ორნამენტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
ორიგინალური და საინტერესო ვარიანტია იგრიკა, ტაბლა ‘’იფრარის ყვავილები’’ ბუნებრივი ტილოს ქსოვილით. რანერი ხელით ნაბეჭდი ქართული ორნამენტებითა გაფორმებული და შინაარსობრივად უძველეს სვანურ ლეგენდას ეხმაურება. ტრადიციული ხასიათისა და დახვეწილი დიზაინის კომბინაციას, შენს სუფრაზე განსაკუთრებული განწყობის შემოტანა შეუძლია.
ქართული ბრენდის Perfecto-ს სუფრა მწვანე სუფრა, დახვეწილი გამოსახულებების ორნამენტებით ერგება როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე დიზაინის ინტერიერს. სუფრა პოლიესტერისგან არის შექმნილი, რაც მის გამოყენებასა და რეცხვას გაგიმარტივებს.
ყველაფერი სუფრის გასაწყობად VELI.store-ზე
თუკი სუფრა და რანერი უკვე შეარჩიე, შესაძლოა სუფრისათვის სხვადასხვა ჭურჭელი დაგჭირდეს. ველიზე შენი ვახშმისათვის შეგიძლია თეფშები და ჭიქები შეარჩიო, როგორც სადა პრინტით, ასევე სპეციალური დეკორით. თეფშებისა და ჭიქების გარდა, ველიზე დანა-ჩანგლის ნაკრებები დაგხვდება.
დაათვალიერე და შეარჩიე პროდუქტები ცხობისთვის ველიზე, რომ შენი სუფრა განსაკუთრებული გემოებით გაამდიდრო. ველიზე თანამედროვე საცხობი აპარატები შეგხვდება, განსხვავებული ფუნქციითა და რეჟიმით, რაც ცხობისას გაგიმარტივებს. თუკი ცხობას ტრადიციული საშუალებებით ამჯობინებ, შესაძლოა საცხობი ფორმები შენთვის საინტერესო აღმოჩნდეს. საცხობი ფორმები მაფინების, ორცხობილებისა და სხვადასხვა ნამცხვრისათვის შენთვის სასურველი ფორმის მისაცემად საუკეთესო გამოსავალია. გარდა ფორმებისა, ველიზე საკონდიტრო აქსესუარები დაგხვდება, რომ ტკბილეულის ცხობის პროცესი სასიამოვნო იყოს.
ველიზე შეძენილ პროდუქტს, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე, მიტანის საფასურის გარეშე მიიღებ.