უფასო მიწოდება
გააწყვეთ თქვენი სადღესასწაულო მაგიდა ქართული ორნამენტებით გაფორმებული წითელი სუფრით და ისიამოვნეთ საუცხოო ელფერით.
ნივთის ზომა: 140 x 140 სმ
მასალა: 100% ბამბა
ირეცხება სარეცხ მანქანაში 40-95°C ტემპერატურაზე
ძველი სუფრა, სუფრა "ინტელიგენცია'' დამზადებულია აღდგენილია საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცული ნიმუშის (კედლის პანო “კარიკოვა” 1937-1940 წწ.) მიხედვით. “ამ პერიოდში ტრადიციული “ლურჯი სუფრა” უკვე აღარ წარმოადგენდა საკრალურ, ყოფასა და სადღესასწაულო რიტუალებში ფართოდ გამოყენებად ატრიბუტს. ის დავიწყებას მიეცა, რადგან სოციალისტური საქართველო, ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ხელოვნებას სულ სხვა იდეალებსა და გამოსახვის ფორმებს კარნახობდა. აღნიშნული ნიმუში წარმოადგენს უნიკალურ მასალას, სადაც შეფარვით, გამოყენებითი ხელოვნების კანონებით შესრულებულ დეკორატიულ ტექსტილში თანამედროვე მოტივებისა და სახეების გვერდით ჩნდება ცალკეული მოტივები ლურჯი სუფრების რეპერტუარიდან. იმ დროისთვის მსგავსი მოტივების გამოყენება გარკვეულ გამბედაობასა და ამავე დროს, შემოქმედებით თავისუფლებას მოითხოვდა.ერთი შეხედვით ლამაზი, ნეიტრალური დეკორატიული ტექსტილი, ქართული იდენტობის ფარული, კოდირებული მინიშნება იყო, რაც თანამედროვე ქსოვილს ამავე დროს, ძალზე ეროვნულად აქცევდა.'' ქსოვილი ირეცხება მაქსიმუმ, 40-95 °გრადუსამდე°C ტემპერატურაზე. გააწყვეთ თქვენი სადღესასწაულო მაგიდა ქართული ორნამენტებით გაფორმებული წითელი სუფრით და ისიამოვნეთ საუცხოო ელფერით.
კომპანია “ძველი სუფრა” 1998 წლიდან ქართულ ტრადიციულ სუფრებს აწარმოებს. თუმცა, მისი რებრენდინგი 2020 წლის აგვისტოში განხორციელდა და მას მერე სწრაფი ტემპით ვითარდება. კომპანიის მისია თავდაპირველად ქართული ტრადიციული ლურჯი სუფრის აღდგენა, მისი ტრადიციული წესით დამზადება და პოპულარიზაცია იყო. რებრენდინგის პროცესში კი, არსებული საქმიანობის პროფილი გაიზარდა, გაციფრულდა და ქართული ორნამენტის მოტივებზე სხვადასხვა სახლის აქსესუარები შეიქმნა.‘’ძველი სუფრის’’ მიზანია ქართული ტრადიციის გაგრძელების გარდა, ქართული სუფრა თანამედროვეობაზე მორგებულიც გახადოს. ამის მიღწევას კი ახალი ცოცხალი ფერებითა და დიზაინებით ცდილობს. ამ ეტაპზე ბრენდი ორი მიმართულებით ოპერირებს: 1. ლურჯი სუფრების პირვანდელთან მიახლოებული ან თავდაპირველი სახით აღდგენა; 2. სრულიად ახალი დიზაინის სახლის აქსესუარების შექმნა, ქართული მრავალფეროვანი ორნამენტის მოტივებზე. ბრენდის პროდუქცია ტრადიციულ სუფრებს, ხელსახოცებს, წინსაფრებს, კედლის პანოებსა და პლედებს აერთიანებს, რომელიც 100% ბამბის, უმაღლესი ხარისხის ქსოვილით არის დამზადებული.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.