მიწა და სასუქი მცენარის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ელემენტებია. მაგალითად, სასუქი – მცენარეთა ზრდისა და ყვავილობის გასაძლიერებლად გამოიყენება, ხოლო მიწა – მცენარის ფესვების საყრდენია და მათ საკვები ნივთიერებებით ამარაგებს. VELI.store-ზე ყველაფერი დაგხვდება, რაც შენი მცენარის მოვლისთვის არის საჭირო, მათ შორის ქოთნები ყვავილებისთვის და ლარნაკები როგორც შიდა, ისე გარე სივრცისთვის.
სასუქი ყვავილებისთვის
ჯანსაღი ფესვთა სისტემის განვითარების ზრდის ტემპზე დადებითად მოქმედებს Terra Aquatica სასუქი. პროდუქტი უზრუნველყოფს ფესვების ფორმირებას. ეს სასუქი ხელს უწყობს მცენარის გენეტიკური პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებას ყვავილობის და ნაყოფიერების დროს. პროდუქტის გამოყენება დამწიფებისას რეკომენდებულია დიდი ოდენობით, ხოლო ვეგეტაციის დროს ნაკლები რაოდენობით. გამოყენებისას კარგად შეანჯღრიეთ.
გვიანი ყვავილობის დამაჩქარებელია Terra Aquatica, Ripen სასუქი. პროდუქტი უზრუნველყოფს მცენარის უხვყვავილიანობას, ზრდის ნაყოფის მასას და რაოდენობას. გაითვალისწინე, რომ ეს სასუქი ფოთლის გაყვითლების ან დამწიფებამდე უნდა გამოიყენო. პროცესს შეიძლება 10-დან 20 დღემდე დასჭირდეს.
ბაზარზე მოწინავე ნუტრიენტია Advanced Nutrients სასუქი ყვავილებისთვის. პროდუქტი ფესვის ზონაში ავრცელებს სასარგებლო სოკოებსა და ბაქტერიებს. ფორმულაში შემავალი მიკროორგანიზმები აძლიერებენ საკვები ნივთიერების შეწოვას, რაც მცენარეების ოპტიმალური ზრდისა და სასიცოცხლო ელემენტების მიწოდებისთვის არის საჭირო.
შეარჩიე ნიადაგი მცენარეებისთვის
კაქტუსებისა და სუკულენტებისთვის ველიზე შეგიძლია შეარჩიო GreenIT-ის ნიადაგი, რომელიც ამაგრებს მცენარეებს საკვები ნივთიერებებით და უზრუნველყოფს მათ სიცოცხლისუნარიანობას. ქოთნის ყვავილებისთვის CANNA-ს მიწა შეგიძლია შეიძინო.
ველიზე ასევე შეგიძლია შეიძინო მჟავიანობის ამწევი და მჟავიანობის დამწევი, რომლებიც დიდი წვლილი შეაქვს საკვები ნივთიერებების ბალანსში.
გადახედე მცენარის მოვლის კატეგორიას ველიზე, შეარჩიე ისეთი მოთხოვნადი ბრენდების სასუქი და მიწა, როგორებიც არიან: Advanced Nutrients, MYSOIL, Terra Aquatica. შეუკვეთე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.