უფასო მიწოდება
ჰაი პრო სპრეი მიქსი მცენარის კვების საუკეთესო მეთოდია, რომელიც საკვებ ნივთიერებებს მცენარეს პირდაპირ ფოთლიდან აწვდის.
მცენარე საკვებს ფოთლებიდან ბევრად უფრო სწრაფად იწოვს, ვიდრე ფესვებიდან.
დადგენილია, რომ ფოთლებიდან მიღებული ხსნარის თითქმის 90% 1 საათში უკვე ფესვებშია.
გამოიყენეთ დილით ან საღამოს და ერიდეთ შუადღის მზეს.
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.
გააზავეთ 5 მილილიტრი Spraymix ერთ ლიტრ წყალში და მიასხურეთ ფოთლებს ორივე მხარეს.
მასალა: K2O-1,1% (Ascophyllum nodosum)
გამოყენება: 5მლ/1ლ წყალი (ზრდის პერიოდში, ყოველ მეორე დღეს)
Hy-Pro Spraymix - მცენარის საკვები, რომელიც არაა გათვლილი ფესვებზე
ნარგავებსა და ნათესებს ყოველთვის არა აქვთ ტენიანობის ადეკვატური პირობები. თბილი კლიმატის დეკორატიულ მცენარეები, მაგალითად, ფოთლებსაც იყენებენ ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების შესაწოვად. Hy-Pro Spraymix-ს იგივე ეფექტი აქვს მწყურვალ და გამომშრალ მცენარეზე, როგორც შხაპუნა წვიმას. ეს სასუქი, რომელიც 25-ზე მეტ სხვადასხვა მინერალსა და მიკროელემენტს შეიცავს, სწრაფად შეიწოვება ფოთლების მიერ. HY-PRO Spraymix-ი მცენარეს ეხმარება გამოიმუშავოს იმუნიტეტი უარყოფითი გარე ფაქტორების, გვალვისა და მეტისმეტი მზის რადიაციის მიმართ. ეს არის ბუსტერი იმისთვის, რომ განვითარდეს ჯანმრთელი, მუქი მწვანე, სქელკანიანი ფოთლები, რომელსაც ადვილად ვერ მოერევა ჭრაქი და მსგავსი სოკოვანი დაავადებები. ეს არის სტიმულატორი იმისთვის, რომ მცენარემ სწრაფად გამოისხას ახალი ფოთლები.
Hy-Pro Spraymix-ის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ნიადაგში, ჰიდროფინიურ გარემოსა თუ ქოქოსის ბოჭკოს სუბსტრატში. Hy-Pro-ს დანამატები ეფექტურია Hy-Pro-ს სასუქებთან კომბინაციაში.
• ინფორმაცია
მცენარის საკვები, რომელიც არაა გათვლილი ფესვებზე
ფოთლიდან კვება მცენარის კვების მეთოდია, რომელიც თხევადი სასუქის პირდაპირ ფოთლებზე მისხურებით ხორციელდება. ალბათ იკითხავთ, როგორ. განა მცენარე ნოყიერი ნიადაგიდან ან ჰიდროფონიური ხსნარიდან არ იკვებება? მცენარე საკვებს ფოთლებიდან უფრო სწრაფად იწოვს, ვიდრე ფესვებიდან. საკვები ნივთიერებები ფოთლის ბაგეებიდან შეიწოვება. ბაგეები ფოთოლზე არსებული ფორებია, რომლის მეშვეობითაც მცენარე „სუნთქავს“. ფოთლებიდან ათვისებული საკვები მთელ მცენარეს გაივლის, სანამ ფესვებამდე არ ჩავა. მსგავსად ფოტოსინთეზის შედეგად მიღებული ნახშირწყლებისა, ფოთლებიდან შეწოვილი საკვებიც მთელი მცენარეში ნაწილდება. დადგენილია, რომ ფოთლებიდან მიღებული ხსნარის თითქმის 90% 1 საათში უკვე ფესვებშია.
**აძლიერებს იმუნიტეტს დაავადებების მიმართ
HY-PRO Spraymix-ი მეტალის მიკროელემენტებს შეიცავს, რომელიც ნებისმიერ მცენარეს სჭირდება
**ამარაგებს მცენარეს საკვები ნივთიერებებით
HY-PRO Spraymix-ი დამატებით არამეტალურ მიკროელემენტებსაც შეიცავს
** უზრუნველყოფს ტენიანობის რეგულარულ ნაკადს
HY-PRO Spraymix-ი მიკროელემენტებისა და ძირითადი საკვები ნივთიერებების ნაზავს შეიცავს
ერიდეთ ზედმეტად მორწყვას
მორწყვის პრაკტიკას დიდი გავლენა აქვს ფესვებზე. მცენარე ზარმაცდება, როცა ხშირად იღებს წყალს. ამიტომ ნუ მორწყავთ მცენარეს, თუ მიწა სველია. თანაც, სველ მიწაში ფესვებს უფრო ადვილად ერევა სოკოვანი დაავადებები. ნესტიან გარემოში ადვილად ვრცელდება სოკო. ფესვებმა შეიძლება ლპობა დაიწყონ. როცა ასე ხდება, ქვედა ფოთლები ჭკნობას იწყებს და ფესვები ყავისფრდება. მცენარის ზრდა ფერხდება. ამიტომ, ერიდეთ ზედმეტად მორწყვას და გამოიყენეთ Hy-Pro Spraymix-ი ტენიანობის დასაბალანსებლად.
• გამოყენების ინსტრუქცია
გამოყენების წესი
**გამოყენების წინ შეანჯღრიეთ Hy-Pro Spraymix-ი;
**ვეგეტაციის პერიოდში გამოიყენეთ 1 ლიტრ წყალში 5 მლ-იანი ნაზავი;
**გამოიყენეთ მრავალჯერ - შეასხურეთ ფოთლებს ქვემოდან და ზემოდან;
**გამოდგება ყველანაირი მცენარეებისთვის - როგორც ოთახში, ისე ღია ცის ქვეშ;
**გამოიყენეთ დილით ან საღამოს, ერიდეთ შუადღის მზეს.
HY-PRO არის მაღალი ხარისხის თხევადი სასუქების მწარმოებელი
აგერ უკვე 30 წელზე მეტია, Hy-Pro დამკვიდრებული ბრენდია სასუქების ბაზარზე. ბოლო 3 ათწლეულის მანძილზე ბაზარზე გაჩნდა საკმაოდ პროფესიონალური მოთხოვნები - სულ უფრო მეტი მებაღეა, რომელიც თავისი შერეული ნათესებისთვის ზუსტ ფორმულას ეძებს. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს საამაყო ასორტიმენტი. ჩვენ შევინარჩუნეთ უბრალო ფორმულა, სამეცნიერო კვლევის დახმარებით კი დავხვეწეთ ხარისხი. Hy-Pro-ს პროდუქცია, რომელსაც მთელ მსოფლიოში გამოიყენებენ პროფესიონალი მებაღეები, ადვილი მოსახმარი და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მოყვარული მებაღისთვისაც, ვინც მოსავლის გაუმჯობესებას ესრწაფვის. 2020 წლისთვის ჩვენს სასუქებს ევროპის 1500-ზე მეტი სავჭრო ობიექტი ყიდის და ყოველწლიურად იზრდება ჩვენი პოპულარობა.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.