კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
მიწა & სასუქი
დალაგება:

მიწა & სასუქი

ნიადაგი, 50 ლ
MYSOIL, პერლიტი, 5 ლ
ბოვედა გელი 62%
ტრიპარტ მიკრო, 50 მლ
ჩამრეცხი, 50 მლ
ნიადაგი Gorilla Soil, 10 ლ
Hy-Pro, ტერა 500 მლ
20 პროდუქტის ჩვენება

თუ სახლში მცენარეებს უვლი ან საოცნებო ბაღის გაშენება გადაწყვიტე კარგი ხარისხის სასუქი და მიწა დაგჭირდება. ისინი მცენარის ზრდისთვის აუცილებელი კომპონენტებია. ველის ონლაინ პლატფორმაზე შეგიძლია მარტივად იპოვო ხელმისაწვდომი და ორგანული სასუქები, ასევე სხვადასხვა საშუალებები. ყველაფერი, რაც შენც ბაღს სჭირდება კატეგორიაში, ‘’მცენარის მოვლა’’ დაგხვდება, მათ შორის ქოთნები ყვავილებისთვის და ლარნაკები როგორც შიდა, ისე გარე სივრცისთვის.

 

რატომ არის აუცილებელი მიწა და სასუქი მცენარისთვის?

მიწა
 

მიწა გარემოში ყველგან შეიძლება იპოვო, უმეტეს შემთხვევაში. თუმცა იგი არ შეიცავს ისეთ მინერალებს და საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც მცენარეს სჭირდება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია ინვესტიცია მაღალხარისხიან ნიადაგში. ჯანსაღი მიწა მცენარეების სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს, ხოლო სასუქები საჭირო საკვები ნივთიერებებით ამარაგებს მას. ჯანსაღი მიწა და მისი პროდუქტიულობა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის ტექსტურაზე, საკვები ნივთიერებების შემცველობაზე, სტრუქტურასა და pH დონეზე. 

მნიშვნელოვანია მცენარეთა მოვლის რეჟიმის მორგება ნიადაგის სპეციფიკურ ტიპზე (მაგ. ქვიშიან და თიხის მიწაზე). ნუტრიენტებიც აუცილებელია მცენარის ზრდისთვის, რადგან მათ მცენარე ნიადაგიდან ფესვების მეშვეობით იღებს. ეს ძირითადი საკვები ნივთიერებებია: აზოტი, ფოსფორი და კალიუმი.

 

სასუქი

სასუქები ძირითადი ნივთიერებაა, რომელიც ნიადაგს ემატება, საკვები ნივთიერებებით ავსებს და ხელს უწყობს მის ნაყოფიერებას. ორგანული სასუქები მზადდება ბუნებრივი მასალებისგან და უფრო ნელა გამოყოფს საკვებ ნივთიერებებს. სინთეზური, არაორგანული კი ქიმიური ნაერთებისგან შედგება და საკვებ ნივთიერებებს სწრაფად გამოყოფს. 

გამოყენებული სასუქის რაოდენობა დამოკიდებულია მის კონკრეტულ ტიპზე და მცენარის ზომაზე. მიჰყევი მწარმოებლის რეკომენდებულ რაოდენობას, რომელიც შეფუთვაზეა დატანილი. საკვები კულტურებისთვის სასუქი ჩვეულებრივ გაზაფხულზე გამოიყენება და დარგვამდე მიწაში უნდა შეურიო. უმჯობესია მისი მცირე დოზებით, დროთა განმავლობაში დამატება. 

შეიძინე მიწა და სასუქი VELI.store-ზე

აღმოაჩინე ბაღში გამოცდილი სასუქები და მიწა. არ აქვს მნიშვნელობა მცენარეს ახლა რგავ, თვითმორწყავ მცენარეზე ზრუნავ, თუ საკვები ნივთიერებებით გამოფიტული ნიადაგის განახლება გჭირდება.

ველიზე ეკოლოგიურად სუფთა და მდგრად, როგორც მიწას, ასევე სასუქს სხვადასხვა გამოყენებისთვის შეარჩევ: Terra Aquatica, Greensoil, Advanced Nutrients, Gorilla Soil, Green It, Florovit - ეს ის მწარმოებლებია, რომელთა პროდუქტებიც მაღალი ხარისხის გარანტია. მიწისა და სასუქების არჩევანი მოცულობითა და ფასით განსხვავდება.
იშოპინგე VELI.store-ზე ონლაინ და ისარგებლე უფასო მიტანის სერვისით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე. თბილისის მასშტაბით კურიერი შეკვეთას სულ რაღაც 3 საათში მოგიტანს.
 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.