კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
გრილი & ბარბიქიუ
ფილტრაცია
დალაგება:

გრილი & ბარბიქიუ

Koopman, გრილის საწმენდი-40%
Koopman, გრილის ცხაურა-40%
Koopman, BBQ გრილი-40%
443.94739.90
Koopman, BBQ გრილი
Koopman, შეშის სადგამი-40%
Koopman, მრგვალი გრილი-40%
500.94834.90
Koopman, მრგვალი გრილი
Koopman, მრგვალი გრილი-55%
332.71735.90
Koopman, მრგვალი გრილი
Berllong, თუჯის ტაფა-გრილი, 28 სმ-20%
148.80186.00
Berllong, თუჯის ტაფა-გრილი, 28 სმ
Lodge, თუჯის ტაფა-გრილი, Ø26 სმ-30%
100.10143.00
Lodge, თუჯის ტაფა-გრილი, Ø26 სმ
Lodge, ბურგერის პრესი-30%
OXO, Good Grips, გრილის მაშები-20%
Tramontina, გრილის ხელთათმანი-30%
136.50195.00
Tramontina, გრილის ხელთათმანი
Lodge, გრილის პრესი-30%
133.70191.00
Lodge, გრილის პრესი
Lodge, თუჯის ტაფა-გრილი-30%
120.40172.00
Lodge, თუჯის ტაფა-გრილი
20 პროდუქტის ჩვენება

საქართველოში მწვადი თითქმის ყველას უყვარს, ის ერთგვარი ეროვნული ღირსების დონეზეც არის აყვანილი. როდესაც მწვადის შეწვა ვერანდაზე ან აგარაკზე გვიწევს, ასეთ სიტუაციაში ხარისხიანი გრილი გამოგვადგება. უნდა გაითვალისწინო რომ რამდენიმე ტიპის გრილი არსებობს და ისინი განსხვავდება როგორც კონსტრუქციის აგებულებით, ასევე მასალით და სხვა დეტალებით. როგორ შეარჩიო ზუსტად ისეთი გრილი, რომლითაც შეგიძლია უგემრიელესი ბარბექიუ შეწვა და შენი ერთგული მეგობარი გახდება დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის, აქ გაიგებ.


როგორ შევარჩიოთ გრილი
 

კომფორტული დასვენებისთვის, მნიშვნელოვანია, ყურადღებით შევარჩიოთ როგორც გრილი, ასევე ეზოს ნივთები,რომლებიც სასიამოვნო გარემოს შექმნის.  გრილის შემთხვევაში საწვავის ტიპი ყველაზე მთავარი კომპონენტია, განსაკუთრებით მაშინ თუ აპირებ ბარბექიუ დასახლებულ ადგილას ვერანდაზე ან სულაც, აივანზე მოამზადო. 


ნახშირის გრილები 


შეიძლება ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი იყოს. ასეთი გრილი ნამდვილად უკონკურენტოა ეკონომიური თვალსაზრისით. ის არამხოლოდ იაფია, არამედ ნახშირი როგორც საწვავი, ასევე საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. გარდა ამისა, დღეს ნახშირი იყიდება თითქმის ყველა მაღაზიაში.  ნახშირი შეგიძლია შეიძინო, ასევე VELI.store-ზე და მიიღო ადგილზე უფასო მიწოდებით თბილისში ან აგარაკზე. აქ ნახავ საუკეთესო ნახშირს, რომელიც გამოიყენება გრილზე საკვების მომზადებისთვის, მაყალზე და ასევე იყენებენ ბუხრისთვის. გამომწვარი ნახშირი წვის დროს, პროდუქტს აძლევს არომატულ გემოს და შეგიძლია საუცხოო ბარბექიუ მოამზადო. ნახშირის გარდა, ხორცეულის, თევზეულის თუ ბოსტნეულის შესაწვავად შეგიძლია ქართული წალამი გამოიყენო, რომელიც ასევე შეგიძლია შეიძინო VELI.store-ზე. ერთ შეფუთვაში არსებული რაოდენობა განკუთვნილია 2.5 კგ ხორცის მოსამზადებლად. წალამს ნახშირისგან განსხვავებით ბევრად უფრო მეტი კვამლი აქვს, ამიტომ თბილისში ან მჭიდროდ დასახლებულ სხვა ადგილებში ვერანდაზე მომზადებისთვის ნახშირის გამოყენება სჯობს, ხოლო ქალაქგარეთ, ხალხისგან მოშორებით გემრიელი საღამოს მოსაწყობად წალამი უკეთესი იქნება. 


როგორი დიზაინის გრილი შევარჩიოთ


თუ გსურს, რომ შენმა გრილმა სრულყოფილად შეასრულოს თავისი ფუნქციები და საუკეთესო ბარბექიუ მოამზადო, მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციო მის კონსტრუქციას. ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი Grillman-ის მულტიფუნქციური გრილი იქნება. ასეთი ნახშირის გრილი არის საკმაოდ მოსახერხებელი პროდუქტი, რომლის საცეცხლური რეგულირდება სიმაღლეში, რაც უზრუნველყოფს ტემპერატურის კონტროლს, 2 ზედა და 2 ქვედა გვერდითი სავენტილაციო განყოფილებები წვის დონის რეგულირებისთვის. წინა კარი უზრუნველყოფს ცეცხლთან მარტივ წვდომას. შესაძლებელია ნაკვერჩხლის ან ნახშირის განაწილება ზედაპირზე. გრილს გააჩნია 2 გვერდითი თარო, საკიდები აქსესუარებისთვის და ქვედა თარო შეშისთვის. გრილის გადაადგილება ბორბლების საშუალებით მარტივია.


რომელი მასალის გრილი სჯობს


თანამედროვე გრილები, როგორც წესი, ორი სხვადასხვა მასალისგან მზადდება: ისინი შეიძლება იყოს კერამიკული ან ლითონის. პირველი, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს შესანიშნავი თბოიზოლაციის თვისებები, სიმტკიცე და წინააღმდეგობა კოროზიის მიმართ, შედარებით ძვირია და მძიმე. მაგალითად, კერამიკული გრილის წონა შეიძლება 100 კგ-ზე მეტი იყოს. უფრო ხელმისაწვდომია ლითონი, კერძოდ, ალუმინი და უჟანგავი ფოლადი. ისინი მსუბუქი, შედარებით იაფი და ადვილად გასაწმენდია. უფრო მეტიც, მათი ყველა ნაკლოვანება შეიძლება აღმოიფხვრას სათანადო დამუშავებით. BoyScout-ის  გრილი-ბუხარი შეგიძლია გამოიყენო, როგორც კერძების მოსამზადებლად , ასევე ცეცხლის დასანთებად. ნივთი დამზადებულია თუჯისგან და ნახშირბადოვანი ფოლადისგან და აქვს მოსახერხებელი ზომა. ასევე შესანიშნავი არჩევანი იქნება BoyScout-ის მაყალი, რომელსაც 6 შამფური მოჰყვება. მაყალი გამოირჩევა მოსახერხებელი ზომით და  დამზადებულია ნახშირბადოვანი ფოლადისგან. მაყალს ასევე მოჰყვება უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული 6 ცალი შამფური. ხოლო, თუ გრილის ხშირად გამოყენებას არ აპირებ, შეგიძლია ასაწყობი მაყალი შეიძინო. Tonar-ის ასაწყობი მაყალი გამოირჩევა მოსახერხებელი ზომით, რომელიც შეადგენს 49 x 31 x 37 სმ-ს და დამზადებულია 2 მმ სისქის ფოლადისგან. ზომიდან გამომდინარე მარტივია მისი გადაადგილება.


როგორ შევიძინოთ გრილი ონლაინ


იმისთვის, რომ გრილი შეარჩიო ვერანდისთვის, აგარაკისთვის თუ ქალაქგარეთ ბუნებაში დროის გასატარებლად, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. VELI.store-ზე ნახავ ყველაზე საუკეთესო ხარისხის წამყვანი ბრენდების გრილებს, რომლითაც შეგეძლება უგემრიელესი ბარბექიუ მოამზადო ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის. შეიძინე გრილი დღესვე და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისში ან აგარაკზე, ადგილზე უფასო მიწოდებით.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.