თბილისში მიწოდება 3 საათში
BBQ ხორცის დასაძენძი
ნივთის ზომა: 11.5 x 10.8 სმ
მასალა: უჟანგავი ფოლადი, ხე
სერია: Outdoor Essentials
რაოდენობა შეფუთვაში: 2
Koopman-ის ხორცის დასაძენძი, Outdoor Essentials-ის კოლექციიდან, არის პრაქტიკული და მაღალი ხარისხის დამხმარე აქსესუარი, რომელიც განკუთვნილია გრილზე მოხარშული ან შემწვარი ხორცის მარტივი დაქუცმაცებისა და მომზადებისთვის. მისი უჟანგავი ფოლადის კონსტრუქცია უზრუნველყოფს გამძლეობასა და ხანგრძლივ გამოყენებას, ხოლო ხის სახელურები მარტივ და კომფორტულ მოჭიდებას. კომპლექტში შედის 2 ცალი ხორცის მრავალფუნქციური დასაძენძი, რომელთა ფორმა ხელს უწყობს ხორცის მარტივ დაქუცმაცებასა და დაჭრას.
გამძლე მასალა: მაღალი ხარისხის, სითბოსადმი მდგრადი კონსტრუქცია უზრუნველყოფს ხანგრძლივ და საიმედო გამოყენებას.
გამოყენება: შესაფერისია ქათმის, საქონლის ან ინდაურის ხორცის დასაქუცმაცებლად.
მოსახერხებელი დიზაინი: მოსახერხებელი ფორმა ხელს უწყობს ხორცის მარტივად დაქუცმაცებასა და დაჭრას.
მრავალფუნქციური: მრავალფუნქციური დიზაინი საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ეს დასაძენძი არა მხოლოდ ხორცის დასაქუცმაცებლად, არამედ მის ასაღებად, გადასატანად ან დასაჭერად, რაც კომფორტულია გრილზე მომზადებისას.

Koopman International-ი გლობალური სავაჭრო ბრენდია, რომელიც დაარსდა ამსტერდამში,1937 წელს, ბრენდის ოფისები და შოურუმები 24-ზე მეტ სახელმწიფოში მდებარეობს ევროპის, შუა აზიის, აფრიკისა და ამერიკის მასშტაბით. Koopman International-ი აწარმოებს როგორც საყოფაცხოვრებო ნივთებს, ასევე სათამაშოებს.

ბრენდის საყოფაცხოვრებო პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი მოიცავს ჭურჭელს, სამზარეულოს, სააბაზანოს, საძინებლის აქსესუარებს, სადღესასწაულო აქსესუარებს, სახლისა და ბაღის დეკორაციებს. სათამაშოებში შედის: რბილი სათამაშოები, ხის სათამაშოები, თოჯინები, სადღესასწაულო აქსესუარები, ქვიშის სათამაშოები. ბრენდის შემოქმედებითი ჯგუფი მუდმივად იკვლევს უახლეს ტენდენციებსა და თანამედროვე ტექნიკებს და მათი კომბინაციით ქმნის პროდუქციას, შეფუთვის და დეკორაციის დიზაინს.

Koopman International-ისთვის ხარისხი, საიმედოობა და უსაფრთხოება უმთავრესია. სწორედ ამიტომ, ყველა პროდუქტი მოწმდება კვალიფიციური პროფესიონალების მიერ უახლესი კანონმდებლობის მიხედვით. შედეგად, თითოეული პროდუქტი სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის უსაფრთხოების და გარემოსდაცვით მოთხოვნებს.

- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.