კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ფილტრაცია
დალაგება:

მცირე ავეჯი

Atmosphera, 4-განყოფილებიანი თარო, 34.5 x 100.5 სმ-15%
Atmosphera, საწერი მაგიდა-10%
269.99299.99
Atmosphera, საწერი მაგიდა
Atmosphera, ყავის მაგიდა-20%
211.99264.99
Atmosphera, ყავის მაგიდა
Atmosphera, ყავის მაგიდები ხის ფაქტურით, 3 ცალი-15%
Atmosphera, 6-განყოფილებიანი თარო უჯრებით, 95 სმ-10%
Koopman, ხის მაგიდა-25%
Yamazaki, Tower, ფეხსაცმლის თარო
228.00
Yamazaki, Tower, ფეხსაცმლის თარო
Koopman, მეტალის თარო-20%
311.20389.00
Koopman, მეტალის თარო
Yamazaki, Tower, პრინტერის თარო
429.00
Yamazaki, Tower, პრინტერის თარო
Mica Decorations, მაგიდა-25%
329.92439.90
Mica Decorations, მაგიდა
Atmosphera, ხუთდონიანი დასადგამი თარო, 179 სმ-10%
Atmosphera, თარო 6 განყოფილებით, 102 x 32 სმ-10%
Atmosphera, სამდონიანი თარო ხის ფაქტურით, 84 x 69 სმ-15%
20 პროდუქტის ჩვენება

იმისთვის რომ ინტერიერი მეტად ფუნქციური, სახასიათო და ესთეტიკურად მიმზიდველი გახადო, მცირე ავეჯი დაგჭირდება. ნებისმიერი სივრცის დიზაინისთვის ავეჯი დეკორატიულ ნივთებთან ერთად მნიშვნელოვანი ნაწილია. შექმენი მყუდრო და სასიამოვნო ატმოსფერო სახლში, ველის მცირე ავეჯის არჩევანით.


VELI.store-ზე შენი ინტერიერისთვის მცირე ავეჯის, მათ შორის სამზარეულოს ავეჯის ფართო ასორტიმენტს სხვადასხვა ბრენდებისგან შეხვდები, როგორებიცაა Koopman, Yamazaki, WOOOD, Atmosphera, Mica Decorations, BePurehome და სხვა მრავალი. შეარჩიე შენთვის საჭირო ნივთი ახლავე, მოათავსე იგი საყიდლების კალათაში და შეძენის შემთხვევაში, ისარგებლე უფასო მიტანის სერვისით, სასურველ მისამართზე. 


მცირე ავეჯი ველიზე


ნებისმიერი მცირე ავეჯი, იქნება ეს მაგიდა, სკამი თუ წიგნების თარო, უმჯობესია ინტერიერს ეხამებოდეს და ამასთანავე, შენს ხასიათსა და გემოვნებას კარგად გამოხატავდეს. ასეთი ნივთები და აქსესუარები დიზაინს სრულყოფილად აქცევს  და განსაკუთრებულ იერსახეს სძენს იმ გარემოს, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებ. შეარჩიე მრავალფეროვანი და გამძლე პროდუქცია ,,მცირე ავეჯიდან’’, დაწყებული მაგიდებიდან და სკამებიდან, დამთავრებული ტელევიზორის მაგიდებით, ტანსაცმლის საკიდებითა და თაროებით.


მაგიდა და სკამები


ყავისფერი დახვეწილი და ორიგინალური დიზაინის Koopman-ის ყავის მაგიდა შენს მისაღებ ოთახში თვალშისაცემი შტრიხი იქნება, რომელიც ძალიან პრაქტიკულ და მოსახერხებელ ადგილს შეგიქმნის დასასვენებლად. მინიმალისტური დიზაინის მაგიდა განსაკუთრებით მოუხდება ტელევიზორის კუთხეს, რბილ დივანთან ერთად. ხისფერი ტონალობით როგორც მისაღებ ოთახში, ისევ სამუშაო სივრცეში თბილ ატმოსფეროს შემოიტანს. კიდევ ერთი ვარიანტი Atmosphera-ს მაგიდების ნაკრები
შეიძლება იყოს, რომელიც მრავალი ტიპის ინტერიერს შეეფერება. თანამედროვე დიზაინის მოდელი მინის ზედაპირითა და ხის ფეხით გამოირჩევა. 


მისაღები ან საძინებელი ოთახისთვის იდეალური დამატება იქნება Mica Decorations-ის ხის ფაქტურის სავარძელი, რომელიც განსაკუთრებით სკანდინავიურ ან ბოჰოს სტილის ინტერიერს მოუხდება. ამ მოდელის გამორჩეულობა მის დიზაინშია, რაც სივრცეს განსაკუთრებულ დახვეწილობას, მინიმალისტურ ელფერს და სახასიათო ესთეტიკას შესძენს. ასევე, რატანის დაწნული სკამები WOOOD-სგან, რომელიც სეზონის შესაბამისად როგორც მისაღებ ოთახსა და სამზარეულოში გამოიყენებ, ასევე საზაფხულო ვერანდის მოსაწყობად გამოგადგება.


მრავალფუნქციური მცირე ავეჯი
 

ინტერიერისთვის ისეთი მრავალფუნქციური და ესთეტიკურად მიმზიდველი მცირე ავეჯი დაგჭირდება, როგორიც ტუმბო-სათავსოა. მრავალფუნქციური დეკორატიული ტუმბო-სათავსო რეტრო სტილის ესთეტიკას შესძენს შენს სივრცეს და მას ინდივიდუალურ ხასიათს მიანიჭებს. მოდელი, სახლის ნებისმიერ ზონაში, მისაღებსა თუ საძინებელში, გამორჩეულ ადგილს დაიკავებს. ამასთან ერთად კი ტევად სათავსოს უზრუნველყოფს, სხვადასხვა ნივთებისთვის, მაგალითად წიგნების, ჟურნალების თუ სხვა დეკორატიული აქსესუარებისთვის. 


შენი სივრცისთვის კიდევ ერთი დამატებითი ავეჯი, მინიმალისტური დიზაინის Koopman-ის წიგნების თეთრი თაროა, რომელიც განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს მისაღებ ოთახში და ინტერიერს სადა, დახვეწილ შტრიხებს შესძენს.  სახლის ფორმის გამორჩეული დიზაინის საშუალებით თარო ინტერიერში ორიგინალურ აქცენტებს შექმნის და მას ბევრად უფრო სახასიათოს გახდის.


მცირე სივრცეების მოსაწყობად განსაკუთრებით პრაქტიკულია მრავალფუნქციური ნივთების შერჩევა. თაროსა და ტუმბო-სათავსოს გარდა, ასეთი მარტივი გადაწყვეტა ტანსაცმლის საკიდი კიბეა. მაგალითად, Yamazaki-ს საკიდი კედელზე მიყუდებისას თაროს საშუალებით დამატებით სათავსოს ქმნის სხვადასხვა ნივთებისთვის, მაგალითად ჩანთების, ქუდების და სხვა მცირე აქსესუარებისთვის. VELI.store-ზე წამყვანი ბრენდების საუკეთესო ხარისხის მცირე ავეჯის შეძენას მარტივად, მოკლე დროში შეძლებ. შეარჩიე სასურველი ნივთი და მიიღე შეკვეთა სულ რაღაც 3 საათიან მონაკვეთში, თბილისში უფასო მიწოდებით შენს კართან.
 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.