პენალი ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და კომპაქტური ნივთია მოსწავლეებისთვის. გარდა ამისა, თუ შენი პროფესია სახაზავი, სახატავი და საოფისე ნივთების ერთად თავმოყრას საჭიროებს, პენალი აუცილებლად გამოგადგება.
VELI.store-ზე პენლების დიდი არჩევანია. ამასთან, კატეგორიაში სკოლისთვის საჭირო უამრავ საინტერესო და გამოსადეგ ნივთს სხვადასხვა შეთავაზებებით აღმოაჩენ. აქ დაგხვდება ისეთი პოპულარული ბრენდები, როგორებიცაა:
სასკოლო პენალი ველიზე
სასკოლო ნივთების შესანახად კარგი ვარიანტია Fresk, პენალი, რომელსაც ცილინდრული ფორმა აქვს. პენალი ელვა შესაკრავით იკვრება და მასში შესაძლებელია ფანქრების, კალმების, საშლელისა თუ სათლელების მოთავსება. პროდუქტი დამზადებულია 100%-ით გადამუშავებული პოლიესტერისგან და არის ეკო-მეგობრული.
თუ ბევრი ნივთის ერთად მოთავსება გჭირდება MIQUELRIUS, სამგანყოფილებიანი პენალი, შეარჩიე. თითოეულ სექციას თავისი ელვა შესაკრავი აქვს, რაც ამარტივებს ნივთების ორგანიზებას.
შეიძინე პენლები და სხვა სასკოლო ნივთები ონლაინ
პენლებთან ერთად ველიზე სხვა სასკოლო ნივთების შეძენასაც შეძლებ. აქ სხვადასხვა ტიპის პასტელი, კალმების დიდი არჩევანი და ფანქრები დაგხვდება. დაათვალიერე ბლოკნოტები, რომლებიც ყოველდღიური დავალებების ჩანიშვნასა და სხვადასხვა ჩანაწერის გაკეთებას გაგიმარტივებს.
თუ თავისუფალი დროის გატარებას შემოქმედებით აპირებ ან ხატვის გაკვეთილებისთვის ნივთების მომარაგება გჭირდება - შეარჩიე ფუნჯი ხატვისთვის. საოფისე ინვენტარიდან კი, გადახედე მარკერები & ჰაილაითერები ოფისისთვის, რომლებსაც სკოლაშიც კარგად გამოიყენებ. შეუკვეთე სასურველი ნივთები და მიიშე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.