კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
საცხობი ფორმები
ფილტრაცია
დალაგება:

საცხობი ფორმები

Tescoma, საცხობი ფორმა, Ø 26 სმ-48%
Karaca, საცხობი ფორმა, Ø28 სმ-35%
Karaca, საცხობი ფორმა, Ø28 სმ-30%
Eva Solo, საცხობი ფორმა, 3.3 ლ-30%
100.76143.95
Eva Solo, საცხობი ფორმა, 3.3 ლ
20 პროდუქტის ჩვენება

ველიზე გამორჩეული ფორმის ტკბილეულის გამოსაცხობად, განსხვავებული მასალისა და დიზაინის საცხობი ფორმების დიდი ასორტიმენტი შეგხვდება, რომ საახალწლო ვახშმის მზადება გაიმარტივო. შენთვის სასურველი პროდუქტების არჩევას კი ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეძლებ. 

 

საცხობი ფორმების მრავალფეროვანი არჩევანი VELI.store-ზე

 

ტკბილეულისა თუ სხვა ცომეულის მაღალ ტემპერატურაზე გამოსაცხობად რეკომენდებულია მეტალის საცხობი ფორმები გამოიყენო. მეტალის საცხობი ფორმები საუკეთესოა მაღალ ტემპერატურაზე ცხობისათვის, მარტივია გამოსაყენებლად და დიდხანს ძლებს მყარი სტრუქტურიდან გამომდინარე. სასურველია მეტალის საცხობი ფორმები ხელით გარეცხო. ველიზე მაღალი ხარისხის ალუმინისაგან დამზადებული Karaca, ნამცხვრის საცხობი ფორმა შეგხვდება, თუ არჩევანს მეტალის საცხობ ფორმებზე შეაჩერებ. 

 

ნელი ცხობისათვის საუკეთესოდ კერამიკის საცხობი ფორმები ითვლება. კერამიკა კარგად უძლებს სიმხურვალეს და რეაქციაში არ შედის სხვადასხვა საკვებ ნივთიერებასთან, რაც უსაფრთხო და კომფორტულია ცხობის პროცესში. კერამიკის საცხობის ფორმის გარეცხვა სასურველია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.

 

სწრაფი ცხობისათვის სილიკონის საცხობი ფორმები ყველაზე პრაქტიკული და მარტივად გამოსაყენებელია. სილიკონი არ იკრავს ცომეულს, ადვილად ირეცხება როგორც ხელით, ისე ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. დრეკადი სტრუქტურიდან გამომდინარე, იოლია სილიკონის საცხობი ფორმების გადაკეცილ მდგომარობაში შენახვა, რომ სამზარეულოში სივრცე დაზოგო. სილიკონის საცხობი ფორმის არჩევის შემთხვევაში, Tescoma, საცხობი ფორმა შეიძლება შენთვის საინტერესო აღმოჩნდეს. 

 

სამზარეულოს ტექნიკა ველიზე

 

თუკი ცხობისათვის თანამედროვე ტექნიკის გამოყენებას ამჯობინებ, საცხობი აპარატები შესაძლოა კარგი ვარიანტი აღმოჩნდეს. იაპონური ბრენდის, Kenwood-ის BM450 საცხობი აპარატი, ცხობის 15 რეჟიმით, სხვადასხვა ტიპის ცომეულის გამოსაცხობად კარგი არჩევანია. აპარატს აქვს სენსორული კონტროლი და დაბრაწვის დონის მითითებასაც თავად შეძლებ. 

იმ შემთხვევაში თუ შედარებით ბიუჯეტურ ალტერნატივას ეძებ, შეიძლება პურის საცხობი აპარატები მოგეწონოს. ფუნქციურად პურის საცხობი აპარატი შედარებით შეზღუდულია, რადგან მხოლოდ პურის ცხობისთვისაა შექმნილი, თუმცა დახვეწილი ფუნქციონალი სასურველი ფორმის, ზომისა და მობრაწვის დონის მიღებაში დაგეხმარება. 

 

ველიზე საცხობ აპარატებთან ერთად სხვადასხვა სამზარეულოს ტექნიკა შეგხვდება, რომ სადილისა თუ ვახშმის მზადება, არამხოლოდ საახალწლოდ, არამედ ყოველდღიურობაშიც გაიმარტივო. კატეგორიაში საახალწლო ვახშამი & სერვირება კი, შენი საახალწლო ვახშმისათვის ტექსტილს, ჭურჭელსა და სხვადასხვა აქსესუარს შეხვდები, რომ სადღესასწაულო განწყობა შეიქმნა.

 

შეარჩიე შენთვის სასურველი პროდუქტები ონლაინ, ველიზე და გაიმარტივე საახალწლო მზადება სახლიდან გაუსვლელად. VELI.store-ზე არჩეულ ნებისმიერ პროდუქტს, თბილისის მასშტაბით 3 საათში, მიტანის საფასურის გარეშე მიიღებ. 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.