Decoris მომხმარებლისთვის ერთ-ერთ საყვარელ ბრენდად ითვლება სახლის დეკორისა და საახალწლო აქსესუარების ხაზში. მისი შექმნის მთავარი იდეა კლასიკური დახვეწილობის ყველა სახლში შეტანა იყო, ხარისხის ერთგულებითა და უნიკალური დიზაინით კი დღეს, Decoris-ის პროდუქტებს ნამდვილად ბევრ სივრცეში აღმოაჩენ.
VELI.store-ზე ბრენდის ყველაზე გამორჩეულ და მოთხოვნად ნივთებს იპოვი. მათ შორის არის, საგაზაფხულო კოლექცია, ნაძვის ხის მოსართავი სათამაშოები თუ დეკორატიული დათოვლილი სახლები. სასურველი აქსესუარის შეძენისას, ამანათს, საქართველოს ნებისმიერ მისამართზე უფასო მიტანის სერვისით მიიღებ.
აღმოაჩინე Decoris ინტერიერის აქსესუარები
ინტერიერისთვის დახვეწილი აქსესუარია Decoris, დეკორატიული ბალიში სერიიდან Timeless Elegance. პროდუქტი სრულად პოლიესტერის მასალისგან არის დამზადებული და მწვანე ფერისაა. ველიზე მსგავსი სტილის არაერთი დეკორატიული ტექსტილის აღმოაჩენას შეძლებ.
ნივთების ორგანიზებული განთავსებისთვის გამოგადგება Decoris, პოლიესტერის დაწნული კალათა. ნივთის გამოყენება შესაძლებელია როგორც სააბაზანო ოთახში, ასევე საძინებელში. კალათა შექმნილია პოლიესტერისგან, რაც პროდუქტის ხანგრძლივ გამოყენებას განაპირობებს.
ინტერიერს განსაკუთრებულ ელფერს შესძენს Decoris, მეტალის ლარნაკი, რომელიც ნებისმიერ სივრცეში მცენარეებისა თუ ყვავილების განთავსებისთვის კომფორტული ვარიანტია.
შეარჩიე Decoris საახალწლო მოსართავები VELI.store-ზე
სადღესასწაულოდ, განსაკუთრებით კი ახალი წლისთვის მზადების დაწყება ადრე არასდროსაა. თუ უნიკალური, დახვეწილი დიზაინების მქონე მოსართავებისა და დეკორაციების შეძენა გიყვარს, Decoris-ის კატეგორიაში შოპინგი აუცილებლად მოგეწონება. ვინტაჟური საშობაო დიზაინისთვის, მაკნატუნას, მუსიკოსებისა და სანტას ფიგურები გამოგადგება, ნაძვის ხის გარშემო დეკორაციის ასაწყობად კი დათოვლილი სახლის კონსტრუქციები იდეალურია.
ნაძვის ხის ძირის დაფარვა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომლის გადაწყვეტაც Decoris-ის ნაძვის ხის ძირის დასაფენით შეგიძლია. ხოლო, უშუალოდ ხის მორთულობისთვის, ამ კატეგორიაში უამრავი ფერადი ფიგურა მოიძებნება. შეარჩიე Decoris ბრენდის ინტერიერის აქსესუარები თუ სუფრის დეკორი, შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.