ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად ჰელოიუნისთვის მზადებაც ნელ-ნელა იწყება. საშიში კოსტიუმებისა თუ დეკორაციების შერჩევა VELI.store-ზე სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ შეგიძლია.
ჰელოუინის კოსტუმები
ჰელოუინი წარმოუდგენელია კოსტიუმირებული წარმოდგენებისა და ალკოჰოლის გარეშე. ველიზე სხვადასხვა სახის სასურველ ალკოჰოლსა თუ უალკოჰოლო სასმელს იოლად შეარჩევ. იმ შემთხვევაში, თუ ჰელოუინისთვის განსაკუთრებულად ემზადები, ველიზე სხვადასხვა კოსტიუმები და წვეულების აქსესუარები შეგხვდება. აქსესუარები დაგეხმარება, რომ დღესასწაულის აღნიშვნა სახალისოსთან ერთად საინტერესოც გახადო.
ველიზე ონლაინ შეგიძლია აღმოაჩინო ჰელოუინის კოსტიუმები როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. უფროსებისთვის აქ დაგხვდება ვამპირის კოსტიუმი, რომელშიც ერთიანდება მოსასხამი და კოსტიუმი. პროდუქტი პოლიესტერის მასალისგან არის დამზადებული, შეფუთვაში კი 2 ცალი დაგხვდება.
თუ გინდა ჰელოუინზე იდუმალი დარჩე, ველიზე ნიღბების აღმოჩენაც შეგიძლია. ნიღბების სხვადასხვა თემატიკის მიხედვით შერჩევისას უნდა გაითვალისწინო იმ წვეულების თემატიკა, რომელზეც მიდიხარ, ან სულაც მეგობრებს ჰელოუინური სიურპრიზი მოუწყო და საშიშ გმირად გარდაისახო. ჰელოუინისთვის რომ ქალი-კატა გახდე, ველიზე წარმოდგენილი კოსტიუმი დაგეხმარება. პოლიესტერისგან დამზადებული ნაკრები აერთიანებს თავსაბურავს, ქამარსა და კომბინიზონს კუდით.
როლური წარმოდგენისთვის ასევე კარგი იდეაა საშიშ პერსონაჟად გარდასახვა. საინტერესო ვარიანტია Amscan, Grim Reaper-ის კოსტიუმი, პოლიესტერის მასალისგან. ნაკრებში შემავალი მოსასხამი და ნიღაბი კარგი ვარიანტია, თუ გინდა შენი პერსონაჟი მარტივი, საინტერესო და ამავდროულად საშიში იყოს.
ველიზე ჰელოუინისთვის კოსტიუმებს ბავშვებისთვისაც აღმოაჩენ. გოგონებისთვის Barbie Princess ვარდისფერი კაბა ამაღელვებელ და სახალისო გამოცდილებას შექმნის. ველიზე ამ კოსტიუმს სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის აღმოაჩენ. ბიჭებისთვის კი სხვადასხვა სუპერგმირის კოსტიუმის შერჩევა შერჩევა შეგიძლია. ველიზე აღმოაჩენ საბავშვო აქსესუარებს სუპერმენის, ბეტმენის, ჰალკის, სპაიდერმენისა და სხვა პერსონაჟების განსახიერებისთვის.
აღმოაჩინე Halloween-ის დეკორაციები ონლაინ
ჰელოუინის წვეულების მრავალფეროვნებისთვის ველიზე კოსტიუმებთან ერთად დეკორაციები შეგხვდება. ჰელოუინის მთავარი სიმბოლო საშიშ პერსონაჟად ქცეული გოგრაა. ველიზე გოგრის ფორმის ფოლგირებული ბუშტები შეგხვდება განსხვავებულ ფერებში. ასევე შეგიძლია წვეულების საშიშ დეტალად წყალზე მოტივტივე სანთელიც შეარჩიო.
არ უნდა გამოგრჩეს სადღესასწაულო მაგიდის სერვირებაც, რომ მხიარულებას დამატებითი დეტალები შესძინო. Halloween-ის მაგიდის სერვირების კატეგორიაში თეფშებთან და ჭიქებთან ერთად, ჰარი პოტერის მაგიდის გადასაფარებელიც შეგიძლია იპოვო. როგორც ბავშვებისა და მოზრდილების საყვარელი ჯადოქარი, გადასაფარებელი ჰარი პოტერის პრინტით აქაც განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნის.
ველიზე შენთვის სასურველი ნივთის შეკვეთა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია. დღესასწაულისთვის მომზადება ნებისმიერ დროს შეგიძლია დაიწყო, რადგან შეძენილ ნივთს თბილისის მასშტაბით 3 საათში მიიღებ.





