ჩვილი ბავშვის კვება საკმაოდ საპასუხისმგებლო და საფრთხილო პროცესია, რომელიც პირდაპირ აისახება პატარას შემდგომ განვითარებაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სწორად შევარჩიოთ საკვები ჩვენი ოჯახის პატარა წევრისთვის.
VELI.store-ზე აღმოაჩენ ბავშვის საკვების ფართო ასორტიმენტს, მათ შორის ადაპტირებულ რძეს, ხემსს, ფაფასა & მყარ კვებასა და ორცხობილა & ხილფაფას.
კატეგორიაში დაათვალიერებ ისეთი ბრენდების პროდუქტებს, როგორებიცაა:
და სხვა.
შეარჩიე საკვები და ბავშვის მოვლისთვის საჭირო პროდუქტები ველიზე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით მთელი საქართველოს მასშტაბით.
ბავშვის საათობრივი კვებისთვის საჭირო პროდუქტები ველიზე
ჩვილი ბავშვის კვებისას, როგორც მშობელმა, გაითვალისწინე, რომ ახალშობილი სამ საათში ერთხელ ჭამს, ამიტომ შეეცადე ზუსტად განსაზღვრო რა დროს ითხოვს ჭამას პატარა და მიაწოდე საკვები შესაბამისს ინტერვალებში.
როგორც წესი, ბავშვისთვის დამატებითი საკვების მიცემა 4-5 თვის ასაკში იწყება შემდეგი თანმიმდევრობით: ჯერ ვაძლევთ ბოსტნეულს, შემდეგ ხილს, შემდეგ ფაფასა და ორცხობილას, ამ პერიოდში შეგვიძლია ასევე ვცადოთ ადაპტირებული რძე, რომელიც შეასრულებს დედის რძის როლს და გააუმჯობესებს ბავშვის იმუნიტეტს. სასურველი ფაფების და პუდინგების შერჩევას ველიზე შეძლებ, მაღალი ხარისხითა და მუდმივი ფასდაკლებებით.
6-7 თვიდან შეგიძლია სცადო მყარი კვება, ხორცის, თევზის და კვერცხის სახით, 8-9 თვიდან ხაჭო და მაწონიც კი. მთავარია, ამ პროცესში მოვუსმინოთ ბავშვის მოთხოვნებს და დავიცვათ მთავარი წესი - ხშირი კონსულტაცია ბავშვის პედიატრთან. გასათვალისწინებელია, რომ საერთო წესების დაცვის შემთხვევაში ბავშვი უნდა იყოს სრულიად ჯანმრთელი. შეიძინე ველიზე საბავშვო საკვები და გადაიხადე თანხა შენზე მორგებული პირობებით.
სასარგებლო დანამატები და მზა პროდუქტები
ჩვილი ბავშვის საკვები, იქნება ეს ფაფა თუ სხვა სახის ვიტამინების ნაზავი, გარკვეული ასაკიდან შესაძლოა იმატებდეს ხილს, კენკრასა და ბოსტნეულს კვებითი ღირებულების გასაზრდელად. დანამატები განსაკუთრებით უხდება ფიტინის მჟავას შემცველ ბურღულეულს - ხორბალს. ფიტინის მჟავა ხელს უშლის კალციუმის ათვისებას, ბოსტნეულისა და ხილის დამატებით კი დანაკლისს თავიდან ავიცილებთ.
ბავშვის ჯანსაღი კვებისთვის საჭირო პროდუქტები ველიზე
6 თვემდე ბავშვისთვის საუკეთესო საკვები დედის რძე ან ადაპტირებული ნარევია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს ამ ასაკამდე ძუძუთი კვებას. 6 თვის შემდეგ კი უნდა დავაკვირდეთ დამატებითი კვებისთვის მზაობის ნიშნებს (ბავშვების უმრავლესობა მყარი საკვების მისაღებად მზადაა 4-დან 6 თვემდე) და ვკითხოთ პედიატრს, რომელი პროდუქტით აჯობებს ახალი გემოების გასინჯვა. ყოველ ჯერზე, როცა მოისურვებ ბავშვის საკვები შეცვალო, რეკომენდებულია, დალოდება 3 დღემდე, რათა დააკვირდე, ხომ არ აქვს ბავშვს ალერგია მასზე.
აღმოაჩინე ველიზე ბავშვის კვებისთვის საჭირო პროდუქტები, საბავშვო ინვენტარი ან ბავშვის მოვლისთვის საჭირო ნივთები და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით შენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ მისამართზე.