იმისათვის, რომ ბავშვის მოვლა გაიმარტივო, შესაძლოა სხვადასხვა აქსესუარები დაგჭირდეს. ველიზე, კატეგორიაში მშობელი & ბავშვი მოვლის სხვადასხვა საშუალებებთან ერთად საჭირო აქსესუარების ფართო არჩევანს აღმოაჩენ. შენაძენს კი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე მიტანის საფასურის გარეშე მიიღებ.
შეარჩიე ნაკრები ბავშვისათვის საჭიროებების მიხედვით
პროდუქტების ცალკეულად შერჩევის ნაცვლად ნაკრების შერჩევას ის უპირატესობა აქვს, რომ ნაკრები ფუნქციურად მსგავს, ბრენდირებულ, საჭირო ნივთებს აერთიანებს და კარგი ვარიანტია როგორც სასაჩუქრედ, ისე პირადი მოხმარებისათვის. ველიზე შეგიძლია Bo Jungle ბავშვის მოვლის ნაკრები აღმოაჩინო, რომელიც ბავშვის ჰიგიენის დასაცავად სხვადასხვა ნივთს მოიცავს, მათ შორის: სავარცხელს, თმის ბუნებრივ ჯაგრისს, მაკრატელს, შესანახ ჩანთას,
ღრძილების ჯაგრისს, ციფრულ თერმომეტრს.
ბავშვის სრულფასოვანი კვების რუტინისათვის კი Bluv საბავშვო ნაკრები გამოგადგება, რომელიც კვებისათვის საჭირო ყველა აქსესუარს მოიცავს. ნაკრების პროდუქტები, კომპაქტური სილიკონისგან, სპეციალური ანტიბაქტერიული, ანტიალერგიული ტექნოლოგიითაა დამზადებული.
კვებისათვის, ასევე გამოგადგება Mam Orange ბავშვის სასაჩუქრე ნაკრები 5 პროდუქტით. ნაკრები აერთიანებს კოლიკის საწინააღმდეგო 3 სხვადასხვა ზომის ბოთლს, მატყუარას და მატყუარას სამაგრს.
საბავშვო ჭურჭლის ნაკრების კარგი ვარიანტია Twistshake ჭურჭლის ნაკრები გოგოსთვის ვარდისფერ, იასამნისფერ და თეთრ ფერებში. იმავე ნაკრებზე ველიზე ბიჭისთვისაც აღმოაჩენ. ნაკრები მოიცავს ჯამის ფიქსატორს, თეფშს, ჭიქას, თასს, 2 წინსაფარსა და 6 კონტეინერს.
შენი გემოვნებისა და ბავშვის ასაკის შესაბამისად, ველიზე პროდუქციას აღმოაჩენ, ისეთი წამყვანი ბრენდებისგან, როგორიცაა:
- Philips Avent
- TOOT
- Miniland
- Griptight
- Jabadabado
- Suavinex
აქსესუარებთან ერთად, ველიზე ბავშვის ტექსტილი & ტანსაცმელიც დაგხვდება. შენთვის სასურველის შერჩევას კი დიზაინისა და ზომების მიხედვით, ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეძლებ.
პროდუქტები ბავშვის მოსავლელად VELI.store-ზე
ბავშვის აღზრდა წარმოუდგენელია საბავშვო ინვენტარის გარეშე. ველიზე საბავშვო სავარძლებს, აბაზანის აქსესუარებს, კენგურუებსა და მანეჟებს შეხვდები. თუკი პატარასათვის ეტლს ეძებ, შესაძლოა Hauck Travel N Care შენთვის საინტერესო აღმოჩნდეს, რეგულირებადი საზურგით. ველიზე ეტლს ღია ლურჯ, კრემისფერ და შავ ფერებში შეხვდები.
თუკი ელექტრომოწყობილობებს ეძებ, რომ ბავშვის ძილი და ყოველდღიურობა დისტანციურადაც აკონტროლო, ველიზე პროდუქტების დიდი არჩევანი დაგხვდება. კამერებისა და მონიტორების გარდა, ველიზე მაღვიძარებს, ელექტრო ძიძა მოწყობილობებს და რძის საწველ ტუმბოებს აღმოაჩენ.
VELI.store-ზე გადახდის მოქნილი პირობებია, თანხის გადახდა როგორც ერთბაშად, ისე გადანაწილებით ან განვადებით შეგიძლია. სასურველ პროდუქტებს კი თბილისსა და მის შემოგარენში 3 საათში, უფასო მიწოდებით მიიღებ.