მანქანის ბავშვის სავარძელი უზრუნველყოფს შენი პატარას უსაფრთხოებას და კომფორტს მანქანით გადაადგილებისას. თუ გსურს მისი დღესვე შეძენა, შეარჩიე მანქანის საბავშვო სავარძელი ველიზე და შეკვეთიდან 3 საათში თბილისის ნებისმიერ მისამართზე მოგიტანთ.
უფასო მიტანის სერვისი საქართველოს ყველა რეგიონში და ყველაზე მოსახერხებელი განვადების შესაძლებლობა ისაა, რასაც ველი გთავაზობს ნებისმიერ შენაძენზე.
შეარჩიე მანქანის სავარძელი ბავშვისთვის
მანქანის სავარძელი (ქარსითი) შენი შვილის უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი შენაძენია. მისი გამოყენება ახალშობილის პირველივე დღეებში მოგიწევს, სამშობიაროდან გამოსაყვანად და შემდგომ უკვე ყველა სამანქანო მოგზაურობაში აქტიური როლი ექნება შენი ოჯახის უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია გჭირდება, რომ სანდო და კომფორტული მანქანის ბავშვის სავარძელი შეარჩიო.
როგორ გამოვიყენოთ მანქანის სავარძელი ბავშვისთვის უსაფრთხოდ?
მანქანის სავარძლების უმეტესობას 6 წელი აქვს გამოყენების ვადა. ეს შეგიძლია შეამოწმო მის ძირში დატანილი პლასტმასის ქვეშ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქარსითი არ იყოს ნაავარიები ან სახეცვლილი, ამიტომ უბჯობესია შეიძინო ახალი მანქანის სავარძელი ბავშვისთვის, ველიზე კი მას ბიუჯეტურ ფასად იპოვი.
უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მანქანის ბავშვის სავარძელი სწორად დაამაგრო ყოველი მგზავრობის წინ. ყველაზე დაცული ადგილი მანქანის უკანა სავარძლის შუაშია. თან უნდა დარწმუნდე, რომ საბავშვო სავარძელი მჭიდროდაა დამაგრებული.
გაითვალისწინე, რომ არაა რეკომენდებული სავარძელში ბავშვის ქურთუკით ჩასმა, სჯობს გახადო რომ კარგად მოთავსდეს და სიცივის შემთხვევაში გარედან მიაფარო პლედი.
მანქანის ბავშვის სავარძელი ახალშობილისთვის
ჩვილის ქარსითი მხოლოდ ახალშობილებისთვისაა განკუთვნილი. იგი უნდა დაამაგრო მანქანის მოძრაობის საპირისპიროდ, გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ წლამდე.
როცა ჩვილი წამოიზრდება უნდა შეიძინო რეგულირებადი სავარძელი, რომლის დამაგრება შეგიძლია, როგორც მოძრაობის მიმართულებით, ასევე საპირისპიროდ. მას აქვს წონისა და ასაკის უფრო მაღალი ზღვარი და შეგიძლია გამოიყენო პატარასთვის მანამ, სანამ საკმარისად დიდი არ იქნება ბუსტერისთვის.
როგორ დავამაგროთ მანქანის ბავშვის სავარძელი?
ქარსითის დამაგრებამდე მნიშვნელოვანია დეტალურად გაეცნო ინსტრუქციას და შესაბამისად იმოქმედო. ველიზე წარმოდგენილი ყველა მანქანის საბავშვო სავარძელი ინდივიდუალურ შესწავლას საჭიროებს, რათა მექანიზმი სწორად გამოიყენო და ისარგებლო 100%-იანი დაცვით. უსაფრთხოებისთვის საჭიროა, რომ სამხრე ღვედები ბავშვის მხრებს ქვემოთ იყოს. ეს ნაწილი ბავშვის ზრდასთან ერთად მუდმივად უნდა ვაკონტროლოთ.
როგორ შევარჩიოთ ზომა?
მანქანის სავარძლები იყოფა 3 ძირითად ჯგუფად ზომის მიხედვით, მათი მოცულობა კი დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და წონაზე.
I კატეგორია - მანქანის ბავშვის სავარძელი, რომელიც მონტაჟდება გადაადგილების საპირისპიროდ. განკუთვნილია დაახლოებით 15 თვემდე ასაკის პატარებისთვის.
II კატეგორია - სტანდარტული სავარძელი, რომელიც უკვე გადაადგილების მიმართულებით თავსდება. მსგავსი მანქანის საბავშვო სავარძელი დაშვებულია 9-18 კგ-ზე. ასაკი დაახლოებით 9 თვიდან, 4 წლამდე.
III კატეგორია - საბავშვო სავარძელი მაღალი ზურგითა და დიდი ზომით, განკუთვნილია 4-11 წლამდე, 15 – 36 კილოზე.