ვებსაიტი იყენებს cookie ფაილებს.  გამოყენების პირობები

კატეგორიები
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ყველა კატეგორია
ფაფა & მყარი კვება
ფაფა & მყარი კვება
დალაგება:

ფაფა & მყარი კვება

Semper სიმინდის ფაფა-10%
Semper პიურე მანგო-10%

...

20 პროდუქტის ჩვენება

ასაკის მატებასთან ერთად, სასურველია ჩვილის რაციონი ფაფებითა და მყარი საკვებით გაამდიდრო. ველიზე ბავშვთა კვების პროდუქტებს წამყვანი ბრენდებისგან შეხვდები, შენთვის მოსახერხებელი ვარიანტის შერჩევას კი ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეძლებ. 

 

შეარჩიე ფაფები, პიურეები და პასტები პატარასთვის

 

მცირე ასაკში ბავშვისათვის სწორი საკვების შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან საკვებში შემავალი ვიტამინები და სასარგებლო ნივთიერებები ზრდისა და ჩამოყალიბების პროცესში მთავარ როლს ასრულებს. ველიზე ბავშვისათვის სხვადასხვა ტიპის საკვების შერჩევა შეგიძლია.


ფაფები ჩვილებისთვის

 

თუკი პატარასათვის რძიანი ფაფის შერჩევა გსურს ხილის გემოთი, Semper რძიანი ფაფა მულტი მარცვალი ბანანი, მარწყვი, ვაშლი საუკეთესო ვარიანტია. ფაფა სხვადასხვა მარცვლეულსა და ხილის მიქსს შეიცავს, რაც პატარას ბავშვის ორგანიზმისთვის ვიტამინების წყაროა. 

 

ასევე კარგი ვარიანტია გერმანული ბრენდის, Heinz-ის წიწიბურას რძიანი ფაფა შავი ქლიავი + ომეგა 3 ბავშვებისთვის 4 თვიდან. ფაფა შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ვიტამინებსა და პრებიოტიკებს, ფაფაში შემავალი ომეგა 3 კი ეხმარება ძვლოვან სისტემას ჩამოყალიბებაში.

 

იმ შემთხვევაში, თუ პატარასთვის ურძეო ფაფას ეძებ, Babybio ურძეო ფაფა მულტიმარცვალი გამოგადგება. ფაფა ბრინჯისა და ქინოას მარცვლებს შეიცავს და რეკომენდებულია ბავშვებისათვის 6 თვიდან. 

 

პიურე

 

თუ პატარასთვის პიურეს ეძებ, შვედური ბრენდის, Semper-ის პიურე ბროკოლით. მზა კერძი პატარებისთვის შეიცავს ბოსტნეულის ნაჭრებს და ხორცის ბურთულებს, ღეჭვის უნარის განსავითარებლად და ზრდასრულთა საკვებისთვის მოსამზადებლად.  


ორგანული პიურე ხბოს ხორცი და ბოსტნეულით Fleur Alpine-სგან მარილისა და სახამებლის გარეშე, რეკომენდებულია ბავშვებისთვის 8 თვიდან.  მზა საკვები იდეალურია ვიტამინებისა და მინერალების ბალანსისთვის.

 

შედარებით მოზრდილი ასაკის ბავშვებისთვის კარგი არჩევანია Babybio მენიუ "ძილინებისა" პიურე ძირთეთრა, ბროკოლი, მწვანე ლობიო და კარტოფილი რომელიც 12 თვიდან არის რეკომენდებული. საკვები შეიცავს სხვადასხვა ვიტამინს და მინერალს, რაც ეხმარება პატარას განვითარებაში. 


პასტები

 

ფაფებისა და პიურეების გარდა, პატარებისთვის ველიზე პასტების შერჩევაც შეგიძლია. მაგალითისთვის, კარგი არჩევანი შეიძლება აღმოჩნდეს Plasmon Chioccioline პასტა ბავშვებისთვის 6 თვიდან. პასტა შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას და B ჯგუფის ვიტამინებს. 

 

ველიზე ასევე შეგიძლია Fleur Alpine მაკარონი სიმინდით & ბრინჯით აღმოაჩინო. საკვები არ შეიცავს გლუტენს და მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით.

 

ველიზე შერჩეულ საკვებს პატარებისთვის თბილისის მასშტაბით 3 საათში, უფასო მიწოდებით მიიღებ.
 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.

 

app-store.pngplay-store.png

Copyright © 2025 Veli.store, ყველა უფლება დაცულია.