ველი ბიზნესი ბარისა და სარესტორნო სექტორისთვის სპირტიანი სასმელების ყველაზე დიდ არჩევანს ერთ კატეგორიაში აერთიანებს. ნებისმიერი მცირე თუ საშუალო სარესტორნო ბიზნესის გამოწვევა პროდუქტებით მომარაგებაა, რომლის ახლებურ გამოცდილებას, სწორედ ველი ბიზნესისგან მიიღებ.
ველი ბიზნესი შენი რესტორნისთვის
ველიზე ბარი & მეტის კატეგორია ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და მრავალფეროვანია. ხარისხიანი, გემოვნებიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის შეძენა ყველა კომპანიისთვის პრიორიტეტული საკითხია.
სასმელებთან ერთად აქ დაგხვდება სამზარეულოს ტექნიკა, ბარის აქსესუარები, და დასუფთავებისთვის ყველა საჭირო პროდუქცია. თუ გინდა შენი ბარისთვის ან რესტორნისთვის გამორჩეული სასმელები შეიძინო, დაათვალიერე სასმელების კატეგორია ველიზე და ისარგებლე კორპორატიული ფასებით დიდი მოცულობის შეკვეთაზე.
სპირტიანი სასმელები და ბარის აქსესუარები
თუ გინდა შენმა ბრენდმა მომხმარებელს სასმელების დიდი არჩევანი შესთავაზოს, დახლების მრავალფეროვანი სასმელებით შევსება დაგჭირდება. ამისთვის კი ყველაზე მარტივი, კომფორტული და სანდო გზა VELI.store-ზე შოპინგია. ველიზე შეხვდები:
- ცქრიალა ღვინოებს;
- სპირტიან სასმელებს;
- უალკოჰოლო სასმელებს;
- ბარისა და კოქტეილის მომზადებისთვის აქსესუარებს;
- ლუდის ნაირსახეობებს.
ბარისა და რესტორნების მფლობელებს ველიზე კორპორატიული შენაძენის მიღება ყველაზე სწრაფად და ეფექტურად შეუძლიათ. თუ კოქტეილების მოსამზადებლად წვენსაწური ან ბლენდერი დაგჭირდა, დაათვალიერე ტექნიკის რჩეული ბრენდები ველიზე და გააკეთე შეკვეთა მარტივად. ველიზე ETA, Liebherr და Midea-ს ბრენდების ღვინის მაცივრებსაც აღმოაჩენ, რომელიც დაგეხმარება ღვინო მისთვის რეკომენდებულ ტემპერატურაზე შეინახო, რომელიც განსაკუთრებით უნარჩუნებს სასმელს გემოს და არომატს.
სასმელების ექსკლუზიური ბრენდები ველიზე
ველი ბიზნესის ბარი & რესტორნის კატეგორიაში ასევე შეგხვდება სასმელები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და უძველესი მარნებიდან. აქვე დაგხვდება პეტნატის დიდი არჩევანი, რომელიც ცქრიალა ღვინის დარგში ერთ-ერთ ყველაზე ძველ ვერსიად ითვლება.
ბარი & რესტორნების მფლობელთათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებელმა შეკვეთა დროულად მიიღოს. იმისთვის, რომ ბარმენს კოქტეილის მომზადების პროცესი გაუმარტივდეს, ველიზე ინგრედიენტების მომზადება დამუშავების კატეგორიაში წვრილ და მსხვილ სამზარეულოს ტექნიკას იპოვი. მაგალითად, სენდვიჩის აპარატები, ვაკუუმის აპარატები, ბოსტნეულის სახეხი და სხვა წვრილი ტექნიკა მნიშვნელოვნად შეამცირებს მზადების დროის ინტერვალს.
თუ ხარ ბარის ან რესტორნის მფლობელი და გინდა სხვადასხვა ტიპის სასმელების შესყიდვის პროცესი მარტივი ავტომატიზაციით განახორციელო, გააკეთე შეკვეთა ველი ბიზნესზე. გაიარე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და მიყევი ინსტრუქციებს ნაბიჯ-ნაბიჯ.